სილამაზე/ჯანმრთელობა

ინტერვალური შიმშილის ყველაზე შედეგიანი რეჟიმი

fun time

16:45 ოთხ. 15 იანვარი, 2025 წელი

ინტერვალური შიმშილის
ყველაზე შედეგიანი რეჟიმი

14
დაკოპირებულია

გრანადის (Granada) უნივერსიტეტის ექსპერტებისგან შემდგარმა მკვლევარმა ჯგუფმა ჭარბწონიან და მსუქან დამიანებზე ინტერვალური შიმშილის სამი განსხვავებული რეჟიმის გავლენა შეისწავლა. კვლევის შედეგები ჟურნალში Nature Medicine გამოქვეყნდა.

ჭარბი წონა და სიმსუქნე თანამედროვე მსოფლიოსთვის მზარდი პრობლემაა. აქედან გამომდინარე, მეცნიერები ცდილობენ, ზედმეტი წონის კლების თუ ჯანსაღი წონის შენარჩუნების ისეთი გზები იპოვონ, რომლების ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრირება ადვილად შეიძლება.

წონის დასაკლებად ბევრი ადამიანი იცავს დიეტას, რომელიც გულისხმობს კალორიების შემცირებას, მაგრამ ადამიანების უმეტესობას ასეთი დიეტის ხანგრძლივად გაგრძელება უჭირს. ეს ხშირად დიეტის შეწყვეტას იწვევს, შედეგად დიეტის შედეგად დაკლებული კილოგრამები ისევ ბრუნდება და ზოგჯერ ადამიანი იმაზე მეტ წონაზე ადის, ვიდრე დიეტის დაწყებამდე ჰქონდა. ასეთ შემთხვევებში ინტერვალური შიმშილი დაგეხმარებათ.

რა არის ინტერვალური შიმშილი

ინტერვალური შიმშილი საკვების მიღების საათების შემცირებაა. კვების ასეთი რეჟიმის შემთხვევაში კვების დრო ჩვეულებრივ 6-8 საათამდე მცირდება, შიმშილის პერიოდი კი დღე-ღამეში 16-იდან 18 საათამდე გრძელდება.

***

ზემოთ ხსენებული კვლევით მეცნიერები ცდილობდნენ დაედგინათ, ახდენს თუ არა შედეგზე გავლენას საკვების მიღების დრო.

მეცნიერებმა თორმეტი კვირის მანძილზე ინტერვალური შიმშილის სამი განსხვავებული რეჟიმი გამოიყენეს და მიღებული შედეგები ერთმანეთს შეადარეს.

კვლევის დროს მონაწილეები ოთხ ჯგუფად დაყვეს:

ადრეული კვების ფანჯარა (საკვების მიღების დრო დილის 9:00-დან 17:00 საათამდე)

გვიანი კვების ფანჯარა (საკვების მიღების დრო 14:00-იდან 22:00 საათამდე)

დროის ინტერვალი საკუთარი გემოვნებით (საკვების მიღების დრო ყველაზე ხშირად 12:00 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდი)

აღმოჩნდა, რომ წონის კლებაზე დიდ გავლენას არ ახდენდა ის, თუ დღის რომელ მონაკვეთზე მოდის შიმშილობა, თუმცა ადრეული შიმშილის ჯგუფმა სხვებთან შედარებით უკეთეს შედეგებს მიაღწია.

ესეც საინტერესოა:

როგორ დავუბრუნდეთ ახალი წლის შემდეგ ინტერვალური შიმშილობის რეჟიმს?

7 მეთოდი შიმშილის მოსატყუებლად

დიეტური პროდუქტები - რით ვისუსნაოთ სამსახურში


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობისას და...

როგორ მოვიქცეთ მზით
დამწვრობის დროს

5 პროდუქტი, რომლებიც „ჭკვიანი დირიჟ...

5 ხელმისაწვდომი პროდუქტი
დაბერების წინააღმდეგ

მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული...

მჯდომარე ცხოვრების ხუთი
საგანგაშო შედეგი

რატომ არ არის სასურველი პომიდვრის მ...

რატომ არ არის სასურველი
პომიდვრის მაცივარში
შენახვა?

ჭინჭარი — ვიტამინების წყარო და სამკ...

ჭინჭარი მკურნალი

ჯანსაღი კვების რაციონზე გადასვლის 5...

ჯანსაღი კვების რაციონზე
გადასვლის 5 მარტივი წესი

შეიძლება თუ არა ფიჭის ჭამა? — თვისე...

შეიძლება თუ არა ფიჭის ჭამა

მიხაკის სამკურნალო თვისებები და უკუ...

მიხაკი მკურნალი

ანწლი — როგორ ეხმარება უძველესი სამ...

ანწლის სამკურნალო
თვისებები