როგორ დავუბრუნდეთ ახალი წლის შემდეგ ინტერვალური შიმშილობის რეჟიმს?
14:28 ოთხ. 5 იანვარი, 2022 წელი
ახალი წელი კვების მხრივ დიდი ცდუნებებისა და მკაცრი გამოცდების პერიოდია. მათაც კი, ვინც ინტერვალურ შიმშილობას მკაცრად იცავენ, 31 დეკემბერს ყველანაირი კალორიები ავიწყდებათ და ნახშირწყლებით გაჯერებულ საკვებს სიამოვნებით მიირთმევენ. საახალწლო სუფრების შემდეგ კი ინტერვალური შიმშილობის რეჟიმში დაბრუნება რთულია და გარკვეული წესების დაცვასაც მოითხოვს.
გთავაზობთ ექიმის რჩევებს, რომელიც სამი წელია, ინტერვალური შიმშილობის რეჟიმს იცავს.
„ამან ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა: ჯერ 16/8-ზე რეჟიმი (16 საათი შიმშილის პერიოდი და 8 საათი კვების პერიოდი), შემდეგ კი 19/5-ზე რეჟიმი საჭმლის მონელების გაუმჯობესებაში და 30 კგ-ის დაკლებაში დამეხმარა. სამი წელია, ამ სისტემით ვცხოვრობ, თუმცა ყოველ ახალ წელს რეჟიმს ვარღვევ და საკუთარ თავს გემრიელი საჭმელით ვანებივრებ. რაც შეეხება საახალწლო რეჟიმიდან ყოველდღიურ რეჟიმში დაბრუნებას, ამ შემთხვევაში მთავარია 5 წესის დაცვა“ - ამბობს მარკი.
პირველი წესი
როგორი ნებისყოფაც არ უნდა გქონდეთ, ახალი წლის სუფრიდან პირდაპირ ინტერვალურ შიმშილობაზე გადასვლა შეუძლებელია! ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას მხოლოდ 20 დღის შემდეგ, ნელ-ნელა უნდა შეუდგეთ.
მეორე წესი
დილიდან სვით წყალი - ეს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას ეხმარება და დანაყრების გრძნობას იწვევს. სასურველია გაღვიძებისთანავე ორი ჭიქა თბილი ან ცხელი წყალი დალიოთ და დღის განმავლობაში ხუთ ჭიქამდე ახვიდეთ. როგორც კი შიმშილს იგრძნობთ, ცხელი წყალი დალიეთ. ამ წესის უხერხულობა იმაში მდგომარეობს, რომ ტუალეტში ხშირ ვიზიტებს უკავშირდება.
მესამე წესი
გადაითვალეთ ღამის ბოლო კვებიდან 16 საათი. ეს ინტერვალური შიმშილობის მინიმალური „ფანჯარაა“, რომელიც საკმაოდ ეფექტურად ითვლება. თუ ბოლო კვება ღამის 12 საათზე გქონდათ, შემდეგი კვება მეორე დღის 16:00 საათზე იქნება. იდეალურ შემთხვევაში, მხოლოდ ერთ კვებას უნდა დასჯერდეთ. შემდეგ კი დილით კი ჩვეულებრივი სქემის მიხედვით გააგრძელეთ.
მეოთხე წესი
თავს ნუ იტანჯავთ, აუტანელი შიმშილი აუცილებელი არაა. შეგიძლიათ ინტერვალური შიმშილობის ნორმალურ რეჟიმს თანდათან დაუბრუნდეთ - პირველად, 16-ის ნაცვლად, 10 ან 12 საათის შემდეგ მიირთვით, შემდეგ კი გრაფიკის მიხედვით.
მეხუთე წესი
შეარჩიეთ სწორი პროდუქტები. გახსოვდეთ, რომ ნახშირწყლები სისხლში შაქრის დონის სწრაფ ზრდას იწვევს და კვებიდან მალევე გიჩნდებათ ძლიერი შიმშილის გრძნობა. ეცადეთ, მეტი ცილა და ბოჭკოვანი საკვები მიირთვათ, რომელიც დანაყრების გრძნობას ახანგრძლივებს. შეარჩიეთ ჯანსაღი ცხიმები და პერიოდულად სვით თბილი ან ცხელი წყალი.
და კიდევ 🔰:
რამდენი ლიტრი წყალი უნდა დალიოს ადამიანმა დღეში
ცხელი წყლის დალევა - ტიბეტელი ლამების დღეგრძელობის საიდუმლო
წყლით გახდომა - რა მოხდება, თუკი უზმოზე წყლის სმას წესად აქცევთ?
ახალი წლის შემდეგ ორგანიზმის გაწმენდა დიეტა
სიახლეები ამავე კატეგორიიდან