სილამაზე/ჯანმრთელობა

კომბოსტო-ვაშლი-ფორთოხალი - დიეტა სწრაფი შედეგით

fun time

12:06 სამ. 12 აპრილი, 2022 წელი

დიეტა სწრაფი შედეგით

14
დაკოპირებულია

ზამთარში დაგროვილი კილოგრამების მოშორების სეზონი დაიწყო...

დღეს შემოგთავაზებთ დიეტას, რომლის დახმარებითაც თქვენი სხეულის გარშემოწერილობა, მინიმუმ, ორი ზომით შემცირდება.

ეს მარტივი დიეტა გახლავთ იმ მხრივ, რომ ჩამოთვლილი კერძებიდან შეგიძლიათ, თქვენთვის სასურველი შეარჩიოთ.

გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი სწრაფი დიეტა რამდენიმე მარტივი წესი აქვს 👇:

  • გამორიცხეთ რაციონიდან შაქარი და მარილი
  • გამორიცხეთ შემწვარი პროდუქტები. მიირთვით მხოლოდ მოთუშული საკვები
  • მიირთვით ნელა, აუჩქარებლად და სიამოვნებით. სხვა საქმეები დროებით გადადეთ
  • ივახშმეთ დაძინებამდე სამი საათით ადრე
  • დღის განმავლობაში მიიღეთ 2 ლიტრი სითხე - ერთ ჯერზე, მაქსიმუმ, ორი ჭიქა. მიირთვით მწვანე ჩაი ან მინერალური წყალი. ყავა კი დღეში 1-2 ფინჯანი.

პირველი საუზმე:

მოიმზადეთ ცხელი ბუტერბროდი (2-3 ცალი). ჭვავის პურს თხლად გადაუსვით ცხიმი, ზედ დაადეთ ვაშლის, ფორთოხლის ან კომბოსტოს ნაჭერი. შემდეგ თხლად დაჭრილი ყველი და დაატოსტერეთ ისე, რომ ყველი დადნეს.

მეორე საუზმე:

ვაშლი, მსხალი ან ფორთოხალი - რაოდენობა თავად განსაზღვრეთ, ოღონდ, არ დაგავიწყდეთ, რომ დიეტაზე ხართ.

სადილი:

სალათი (აირჩიეთ რამდენიმე ვარიანტიდან ერთი):

  • კომბოსტო ვაშლით, შეზავებული მცენარეული ზეთით;
  • კომბოსტო ფორთოხლით, ვაშლითა და ბანანით;
  • თხლად დაჭრილი კომბოსტო, გახეხილი სტაფილოთი ან ჭარხლით;
  • კომბოსტო დაბალკალორიული მაიონეზით, ნივრითა და სოიოს სოუსით.

პირველი კერძი (აირჩიეთ ჩამოთვლილი ვარიანტებიდან ერთ-ერთი):

  • ვეგეტარიანული ბორში 1 ჩ.კ., მცენარეული ზეთით (ნახევარ ლიტრზე);
  • ვეგეტარიანული შიი ერთი ცალი ბულიონის კუბიკით (ერთ ლიტრზე);
  • ბოსტნეულის წვნიანი მდნარი ყველით.

მეორე კერძი (აირჩიეთ ჩამოთვლილი ვარიანტებიდან ერთ-ერთი):

  • მოხარშული კანგაცლილი ქათამი - 150 გრ;
  • მოხარშული ან მოთუშული თევზი - 150 გრ;
  • გამომცხვარი ხაჭო ან ხაჭოს კვერები - 150 გრ;
  • გამომცხვარი კარტოფილი არაჟნითა და მწვანილებით.

დესერტი

ვაშლის, ფორთოხლის ან მსხლის კომპოტი (უშაქროდ);

სამხარი:

ვაშლი, მსხალი ან ფორთოხალი

ვახშამი (ჩამოთვლილი ვარიანტებიდან აირჩიეთ ერთ-ერთი)

  • მოთუშული კომბოსტო ხახვით ან ნივრით. შეგიძლიათ, დაამატოთ ერთი ნაჭერი ძეხვი არომატისთვის.
  • ორი კვერცხისგან მომზადებული ომლეტი თხლად დაჭრილი კომბოსტოთი.
  • ორი ცალი მოზრდილი ბანანი ან სამი ცალი პატარა.
  • ხილის სალათი თაფლით, ქიშმიშითა და იოგურტით.

ძილის წინ

ერთი ჭიქა კეფირი/იოგურტი ან ვაშლი.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობისას და...

როგორ მოვიქცეთ მზით
დამწვრობის დროს

5 პროდუქტი, რომლებიც „ჭკვიანი დირიჟ...

5 ხელმისაწვდომი პროდუქტი
დაბერების წინააღმდეგ

მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული...

მჯდომარე ცხოვრების ხუთი
საგანგაშო შედეგი

რატომ არ არის სასურველი პომიდვრის მ...

რატომ არ არის სასურველი
პომიდვრის მაცივარში
შენახვა?

ჭინჭარი — ვიტამინების წყარო და სამკ...

ჭინჭარი მკურნალი

ჯანსაღი კვების რაციონზე გადასვლის 5...

ჯანსაღი კვების რაციონზე
გადასვლის 5 მარტივი წესი

შეიძლება თუ არა ფიჭის ჭამა? — თვისე...

შეიძლება თუ არა ფიჭის ჭამა

მიხაკის სამკურნალო თვისებები და უკუ...

მიხაკი მკურნალი

ანწლი — როგორ ეხმარება უძველესი სამ...

ანწლის სამკურნალო
თვისებები