ლიჩი - რა ხილია ის და როგორ იჭმევა?
17:17 სამ. 29 აგვისტო, 2023 წელი

ოდესმე ეს ეგზოტიკური ხილი თუ გაგისინჯავთ? თქვენ წინაშეა მარადმწვანე ხის ნაყოფი - ლიჩი, რომელიც ტაილანდში და სამხრეთ ჩინეთში იზრდება. მას „დრაკონის თვალს“ ან „ჩინურ ქლიავსაც“ უწდებენ. ლიჩის ნაყოფს იყენებენ საკვებში, მისგან აკეთებენ ღვინოს. რბილობს აქვს ქლიავის და თეთრი ყურძნის გემო.
ლიჩის ხე სიმაღლეში 15-30 მეტრი იზრდება, აქვს წვეტიანი ფოთლები.
ამ დროისათვის არსებობს და გავრცელებულია ლიჩის 15-მდე ჯიში, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ნაყოფის ფორმით, კანის ტექსტურით, არომატით და სხვა ნიშან-თვისებებით.
ლიჩი შეიცავს:
- C ვიტამინს - ამ მხრივ ის ლიმონზე ერთ საფეხურით მაღლა დგას: 100 გრ რბილობი შეიცავს 39 მგ C ვიტამინს.
- B4 ვიტამინს - ეს ვიტამინი აუცილებელია ტვინისა და ღვიძლისთვის.
- ვიტამინებს: B1, B2, B3, B5, B6, Q7.
- კალიუმს - ის აუცილებელი ელემენტია გულისთვის. ლიჩში კალიუმის რაოდენობა უფრო მეტია ვიდრე ყველში, კვერცხში და რძეში. 10 ცალი ნაყოფის მიღება დღეში ავსებს ორგანიზმს კალიუმით.
- ფოსფორს - 100 გრამში ფოსფორის რაოდენობა 33 მგ-ია. ფოსფორის შემადგენლობით ლიჩი უკან იტოვებს კივს, ქლიავს, პომიდორს, ვაშლს და ბანანს.
- PP ჯგუფის ვიტამინებს;
- და ადამიანის ორგანიზმისთვის მნიშვნელოვან, მრავალ სხვა ნივთიერებას.
სასარგებლო თვისებები
ოვალური ფორმის, ვიტამინებით მდიდარი ნაყოფი იდეალური მოკავშირეა ჭარბ წონასთან ბრძოლაში და სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა და სისხლის დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.
ლიჩი ორგანიზმს მძიმე საკვების გადამუშავებაში ეხმარება.
ნაყოფი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც პანკრეასის სტიმულატორია, გამოყოფს პანკრეასის წვენს, რომელიც ეხმარება მძიმე საკვების გადამუშავებაში.
ლიჩის მოხმარება აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
ლიჩის რეგულარული გამოყენება კანის მდგომარეობაზე მკვეთრად დადებითად მოქმედებს: კანი ხდება ელასტიკური, ქრება ნაოჭები და ასაკობრივი ლაქები.
ლიჩი არის ერთადერთი ხილი, რომელიც შეიცავს ოლიგონოლს - ძლიერ ანტიოქსიდანტს. აღმოსავლეთის ექიმები ამტკიცებენ, რომ ლიჩის ნაყოფი გამოიყენება როგორც კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი საშუალება.
ითვლება, რომ ლიჩის ნაყოფი აფროდიზიაკია და მამაკაცებში სექსუალურ სტიმულს უწყობს ხელს.
უკუჩვენებები
ლიჩის ნაყოფის მიღება არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც აწუხებს სახსრები და აქვს დიაბეტი. აგრეთვე სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ალერგიულმა ადამიანებმა.
როგორ იჭმევა ლიჩი?
ლიჩის ნაყოფი ზომით 3-5 სმ-ია, ოვალური ფორმა და მკვრივი, მისი ქერქი ხორკლიანია და არ იჭმევა.
ამბობენ, რომ ვისაც ეს ჩინური ხილი ერთხელ მაინც გაუსინჯავს, მისი გემო არ ავიწყდება, ამიტომ ლიჩი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში პოპულარობით ყველა ხილს უსწრებს.
ტროპიკული ხილის ახალ ნაყოფს ღია წითელი ფერის ქერქი აქვს.
რაც უფრო მუქია ქერქი, მით უფრო მეტი ხნის მოკრეფილია და ცუდი გემო აქვს. საკვებად იყენებენ ნაყოფს, რომელიც თითებით არ იჭყლიტება, მკვრივი და დაუზიანებელია.
სანამ მიირთმევთ, ხილი კარგად უნდა გარეცხოთ. ლიჩის ქერქის სტრუქტურა მოხარშული კვერცხის ნაჭუჭს წააგავს, მის მოსაცილებლად ყუნწის მხარეს პატარა ჭრილი უნდა გააკეთოთ და ხელით მოაცილოთ.
ნაყოფის შიგნით ჟელეს მსგავსი, გამჭვირვალე რბილობი და დიდი, ოვალური ფორმის კურკა დაგხვდებათ. რბილობი შუაზე უნდა გაჭრათ და მიირთვათ, კურკა კი აუცილებლად უნდა ამოაცალოთ, რადგან ის შხამიანია.
ლიჩის ნაყოფი სხვა ხილთან ერთად არ უნდა მიირთვათ, რათა არ მოხდეს მეტეორიზმის პროვოცირება.
ესეც დაგაინტერესებთ:
უნიკალური ხე, რომელიც ხილის 40 სახეობას ისხამს
მწვანე ვაშლი - 10 სასარგებლო თვისება
ვაშლატამას სასარგებლო თვისებები
სიახლეები ამავე კატეგორიიდან