სილამაზე/ჯანმრთელობა

მაგნიტური დღეები მაისში - რა რიცხვებშია მოსალოდნელი ძლიერი აქტიურობა?

fun time

22:04 კვი. 8 მაისი, 2022 წელი

მაგნიტური დღეები 2022 წლის
მაისში

14
დაკოპირებულია

მეტეოროლოგების პროგნოზების თანახმად, მაისში ბევრი ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი გველის. 

პროგნოზების მიხედვით 2022 წლის მაისში 18 მაგნიტური დღე გველის. ისინი დედამიწის მაგნიტოსფეროს შეარყევენ და მეტეოპათებს უსიამოვნო სიმპტომებით „დაასაჩუქრებენ“.

6-დან 9 მაისამდე ხანგრძლივი მაგნიტური შტორმია მოსალოდნელი. მისი ზემოქმედების სიძლიერე დაახლოებით, 3-4 ქულით ფასდება. ეს პერიოდი, თავის ტკივილიდან ქრონიკული დაავადებების გამწვავებამდე უამრავ ნეგატიურ სიმპტომს მოიტანს.

12 მაისიდან 16 მაისის ჩათვლით, ნაკლებად ძლიერი (3 ქულა), მაგრამ ხანგრძლივი შტორმი გველის. ეს პერიოდი მეტეოდამოკიდებულ ადამიანებს უსიამოვნო შეგრძნებებს მოუტანს.

19 მაისიდან 21 მაისამდე შედარებით ხანმოკლე, მაგრამ ისევ 3 ქულიანი მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი.

მაგნიტური ქარიშხლების ყველაზე ძლიერი აქტიურობა მაისის ბოლოს გველის და ამაზე უფრო დაწვრილებით გიამბობთ:

23 -დან 24 მაისამდე უძლიერესი მაგნიტოსფერული ქარიშხალია მოსალოდნელი. ექსპერტების შეფასებით, ის 5-ქულიანი იქნება და არამეტეოდამოკიდებულ ადამიანებსაც კი არასასიამოვნო შეგრძნებას მოუტანს. ამ დღეებში საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ და, საჭიროების შემთხვევაში, დროული სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოთ.

24 მაისის საღამოდან 27 მაისის საღამომდე ქარიშხალი შესუსტდება, თუმცა მისი მაჩვენებელი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში 4 ქულის ნიშნულზე იქნება დაფიქსირებული. ეს საკმაოდ უსიამოვნოა, რადგან პირველი, ძლიერი დარტყმის შემდეგ უსიამოვნო სიმპტომები რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. გახსოვდეთ, რომ მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში ექიმს დროულად უნდა მიმართოთ.

27 მაისიდან 28 მაისამდე მაგნიტური ქარიშხალი 3 ქულამდე შესუსტდება და მეტეოდამოკიდებული ადამიანები მზის უძლიერესი აქტივობის შემდეგ თანდათან გონს მოვლენ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბლის 6 სასარგებლო თვისება, რომელიც...

ბლის 6 სასარგებლო თვისება

როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობისას და...

როგორ მოვიქცეთ მზით
დამწვრობის დროს

5 პროდუქტი, რომლებიც „ჭკვიანი დირიჟ...

5 ხელმისაწვდომი პროდუქტი
დაბერების წინააღმდეგ

მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული...

მჯდომარე ცხოვრების ხუთი
საგანგაშო შედეგი

რატომ არ არის სასურველი პომიდვრის მ...

რატომ არ არის სასურველი
პომიდვრის მაცივარში
შენახვა?

ჭინჭარი — ვიტამინების წყარო და სამკ...

ჭინჭარი მკურნალი

ჯანსაღი კვების რაციონზე გადასვლის 5...

ჯანსაღი კვების რაციონზე
გადასვლის 5 მარტივი წესი

შეიძლება თუ არა ფიჭის ჭამა? — თვისე...

შეიძლება თუ არა ფიჭის ჭამა

მიხაკის სამკურნალო თვისებები და უკუ...

მიხაკი მკურნალი