რა არის კაპერსი? - არომატული დელიკატესის სარგებელი და უკუჩვენებები ჯანმრთელობისთვის
18:19 შაბ. 22 თებერვალი

კაპერსი, იგივე კაპარი (ლათ. Capparis) მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, აქვს გართხმული ეკლებიანი ღერო, მთლიანი ფოთლები და მსხვილი თეთრი ყვავილები, რომლის გაუშლელ კოკრებს ამწნილებენ. ეს პროდუქტი ყველაზე მეტად დამახასიათებელია ხმელთაშუა ზღვის, იტალიური, ესპანური და ფრანგული სამზარეულოსთვის, მაგრამ ბოლო დროს საქართველოშიც შემოვიდა.
კაპარი ჩვენში აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება.
კაპრის კვირტები ჩვეულებრივ მაისიდან სექტემბრამდე იკრიფება.
კვირტებს ხელით კრეფენ და ზომის მიხედვით ახარისხებენ — რაც უფრო პატარა და გაუბერავია კვირტი, მით უფრო ღირებულია.
კაპარს ამწნილებენ და ზოგჯერ ზეთში ცინახავენ. პატარა კაპარს უფრო ნაზი გემო აქვს, მსხვილს კი უფრო ინტენსიური.
როგორი გემო აქვს კაპარს?
კაპარს სპეციფიკური გემო აქვს - ის ერთდროულად, მარილიანი, მჟავე, ცხარე და მწარეა, ამასთან ციტრუსის მსუბუქი ნოტები დაჰკრავს.
ექსპერტები კაპარის რამდენიმე ტიპს განასხვავებენ:
- ნონპარელი — ყველაზე პატარა (7 მმ-მდე) და ყველაზე ნაზი კაპარები. ხშირად გამოიყენება სოუსების და კერძების მოსართავად.
- სერფერები — 7-8 მმ ზომის, მკვრივი ტექსტურის კვირტები, რომლებიც იდეალურია ცხელი კერძებისთვის.
- აპუცინები — 8-დან 9 მმ-მდე დიამეტრის კვირტები - იყენებენ ცხელი კერძების მოსამზადებლად.
- კაპოტე — საკმაოდ დიდი (9-11 მმ), მყარი კვირტები, რომლებსაც ძირითადად სალათების მოსამზადებლად იყენებენ.
- გროსები — 11-დან 13 მმ-მდე ზმის კაპარები, ჩვეულებრივ, სალათებში და უბრალოდ საჭმელად გამოიყენება.
- გრუესასი — ყველაზე დიდი კაპარები (დიამეტრი 13 მმ-ზე მეტი). იყენებენ სალათებში და გარნირებად.
კაპარის კვებითი ღირებულება და კალორიულობა
100 გრამი დაკონსერვებული კაპარის შემადგენლობაშია:
- ცილა - 2,4 გ,
- ცხიმი - 0,9 გ,
- ნახშირწყლები - 1,7 გ,
- ბოჭკო - 3,2 გ,
- წყალი – 83,9 გ,
- კალორია - 23 კკალ.
- ვიტამინები: A, ბეტა-კაროტინი, E, K, C, B1, B2, B3 (PP), B4, B5, B6 და B9
- მინერალები: კალციუმი, რკინა, მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი, ნატრიუმი, თუთია, სპილენძი, მანგანუმი, სელენი
- ეთერზეთები
- ფლავონოიდები
- პექტინი
კაპარის სამკურნალო თვისებები
✔️ კაპარს ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს;
✔️ ააქტიურებს კუჭის წვენის გამომუშავებას, რითიც აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს;
✔️ კაპარის კვირტები შეიცავს ბოჭკოს, რომელიც აუცილებელია ნაწლავის გამართულად მუშაობისთვის;
✔️ კაპარი დაბალკალორიულია, მაგრამ სწრაფად ანაყრებს, შესაბამისად, ჭარბი წონის დაკლების მსურველთათვის იდეალური დიეტური პროდუქტია.
✔️ კაპარი ვიტამინებისა და მინერალების მდიდარი წყაროა, რომელიც უზრუნველყოფს ძვლების, კანისა და თვალების ჯანმრთელობას.
კაპარის უკუჩვენებები
კაპარს, ნებისმიერი სხვა პროდუქტის მსგავსად, შეუძლია ორგანიზმს ზიანი მიაყენოს. კაპარის კვირტების მიღების გვერდითი მოვლენებია:
⭕ არტერიული წნევის მომატება — კაპარი შეიცავს ნატრიუმს, რამაც შეიძლება არტერიული წნევის მომატება გამოიწვიოს, ამიტომ, ჰიპერტენზიის მქონე ადამიანებმა ეს პროდუქტი სიფრთხილით უნდა მოიხმარონ.
⭕ თირკმლის დაავადების გამწვავება — დაკონსერვებული კაპარი დიდი რაოდენობით მარილს შეიცავს. ნატრიუმის ქლორიდი კი, როგორც ცნობილია, თირკმელების მუშაობაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
⭕ ალერგიული რეაქციები — კაპარმა შეიძლება ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს, განსაკუთრებით ყვავილოვან მცენარეებზე ალერგიის მქონე ადამიანებში.
⭕ მეტაბოლური პრობლემები — ნატრიუმის მაღალი შემცველობის გამო, კაპერსმა ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს ორგანიზმის ელექტროლიტურ ბალანსზე – განსაკუთრებით თუ ადამიანს ჰიპოკალიემია (კალიუმის დაბალი შემცველობა)აწუხებს.
⭕ კაპარი სიფრთხილით უნდა მოიხმარონ ორსულებმა — დაკონსერვებული კვირტები უამრავ მარილს შეიცავს, მარილის ჭარბი მოხმარება კი სითხის შეკავებას და არტერიული წნევის მატებას იწვევს. ეს განსაკუთრებით საფრთხილოა ქალებისთვის, რომლებსაც ორსულობის დროს შეშუპებისა და მაღალი წნევისკენ მიდრეკილება აქვთ.
როგორ ავირჩიოთ კაპარი მწნილისთვის
მნიშვნელოვანია, რომ ქილაში ყველა კვირტი ერთი და იგივე ზომისა და ფერის, მარილწყალი კი სუფთა და გამჭვირვალე იყოს.
როგორ შევინახოთ
კაპარის გახსნილი ქილა შეიძლება მაცივარში 3-4 თვე შეინახოთ. კვირტებს მარინადიდან მხოლოდ გამოყენების წინ იღებენ.
კაპარის მწნილი მარილწყალში 1 წლის განმავლობაში ინახება.
ესეც სცადეთ:
ყაბაყის მწნილი სტერილიზაციის გარეშე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან