სილამაზე/ჯანმრთელობა

რატომ უნდა გადაეჩვიოთ მუცელზე ძილს

fun time

11:45 ხუთ. 8 ივნისი, 2023 წელი

რატომ უნდა გადაეჩვიოთ
მუცელზე ძილს

14
დაკოპირებულია

თუ თქვენი ძილის საყვარელი პოზიცია მუცელზე წოლაა, ბრიტანელი ექიმების აზრით, ჯანმრთელობის პრობლემები გემუქრებათ.  

 

ბრიტანულ გამოცემასთან - Daily Mail ინტერვიუში ექიმმა ჯეიმს ლეინჰარდტმა (James Leinhardt) განაცხადა, რომ მუცელზე წოლა და ძილი თქვენი ხერხემლისა და კისრისთვის ყველაზე ცუდი არჩევანია.

„როდესაც მუცელზე ვწევართ, თავი მარჯვნივ ან მარცხნივ გვაქვს შეტრიალებული. ​ამ დროს სისხლძარღვებზე, რომლებიც გაივლის ხერხემლის მალებს შორის ზეწოლა ხდება.

შედეგად, სისხლი თავისკენ კარგად არ მიედინება და დილას კისრის და თავის ტკივილით ვიღვიძებთ. შეიძლება შეშუპებაც გვქონდეს, რადგან ვენური სისხლის კარგი უკუდინებაც არ ხდება.

ეს პოზიცია როგორც ძვლოვან, ისე ასევე კუნთოვან სისტემაზე უდიდეს დატვირთვას იწვევს.“ - ამბობს ლეინჰარდტი.

ზემოთ აღწერილ პოზიციაში ხანგრძლივად ყოფნა განსაკუთრებით საშიშია ადამიანებისთვის, რომლებსაც სისხლძარღვების პრობლემები, ათეროსკლეროზი და ოსტეოქონდროზი აქვთ.

ბრიტანელი ექიმი მუცელზე ძილის მოყვარულებს სხვა პოზიციის გამოყენებას ურჩევს. ყველაზე ოპტიმალური გვერდზე წოლა იქნება.

ექიმ ჯეიმს ლეინჰარდტის საინტერესო ვიდეო-რჩევებს შეგიძლიათ აქ გაეცნოთ 👉 levitex

***

ესეც დაგაინტერესებთ

რატომ არის საშიში გაღებული პირით ძილი?

როგორ ვუშველოთ უძილობას

რატომ მცირდება ძილის ხანგრძლივობა ასაკის მატებასთან ერთად?

რას ნიშნავს ძილში ნერწყვიანობა?

წყარო: www.dailymail.co.uk


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

საშიშია თუ არა ტოპლეს რუჯი — ანუ გა...

ტოპლეს გარუჯვა

რატომ გროვდება ცხიმი მუცლის არეში —...

რატომ გროვდება ცხიმი
მუცლის არეში

ფიზიოლოგიური დაბერების პროცესი დაჩქ...

ფიზიოლოგიური დაბერების
პროცესი

იოდის ბადე — მითია თუ რეალური დახმა...

იოდის ბადე

ბლის 6 სასარგებლო თვისება, რომელიც...

ბლის 6 სასარგებლო თვისება

როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობისას და...

როგორ მოვიქცეთ მზით
დამწვრობის დროს

5 პროდუქტი, რომლებიც „ჭკვიანი დირიჟ...

5 ხელმისაწვდომი პროდუქტი
დაბერების წინააღმდეგ

მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული...

მჯდომარე ცხოვრების ხუთი
საგანგაშო შედეგი

რატომ არ არის სასურველი პომიდვრის მ...

რატომ არ არის სასურველი
პომიდვრის მაცივარში
შენახვა?