სილამაზე/ჯანმრთელობა

როგორ აღვადგინოთ „დაღლილი“ სახის კანი

fun time

11:54 პარ. 25 ივნისი, 2021 წელი

დაღლილი სახის კანის მოვლა

14
დაკოპირებულია

„გადაღლილი კანი“ უფრო ყოფითი ტერმინია, ვიდრე სამედიცინო, რომლის „მკურნალობა“ ნებისმიერ ქალს შეუძლია სახლის პირობებში.

 

ის, რომ კანს აუცილებლად სჭირდება დასვენება, შესამჩნევია შემდეგი სიმპტომებით: კანის სიმკვრივის შემცირება, კანის გაუხეშება, კანის ფერის შეცვლა და აშკარა შეშუპება თვალების გარშემო.

„დაღლილობა" სულაც არ არის დამოკიდებული ასაკზე. ხშირად, ასაკოვანი ადამიანის სახის კანი ძალიან ჯანმრთელად გამოიყურება, ანათებს და მის მდგომარეობას ნაოჭებიც კი ვერ აფუჭებს.

სახის გადაღლის ნიშნები ახალგაზრდა გოგოებშიც ხშირია, რასაც ცხოვრების არასწორი წესი, მავნე ჩვევები და არასაკმარისი ძილი იწვევს. ეს უსიამოვნო პრობლემა იმ ქალებშიც შეინიშნება, რომლებსაც ხშირად უწევთ სტრესულ სიტუაციებში ყოფნა და ნერვიულობა.

ასევე, სახის კანის გადაღლის მიზეზებია: ულტრაიისფერი სხივების ნაკლებობა, კოსმეტიკის გადაჭარბებით გამოყენება, კანის არასწორი მოვლა და მლაშე პროდუქტების მიღება (განსაკუთრებით, ძილის წინ).


როგორ მოვუაროთ გადაღლილ კანს სახლის პირობებში იმ შემთხვევაშიც, თუკი ადრე იღვიძებთ და ცოტა გძინავთ?

გამოსავალი, რა თქმა უნდა, არსებობს.

შეეცადეთ, გამონახოთ დრო სახის კანის პროცედურების ჩასატარებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაღლილობის ნიშნები თქვენს სახეზე აუცილებლად დაგროვდება და გამრავლდება. მაგალითად:

✔️მოამზადეთ სახის ნიღბები - კიტრის, ლიმონის, ხაჭოს, ატმის ან მარწყვის. ასევე, შესანიშნავია სახის გაწმენდა ყინულის კუბებით. ეს სახის კანის ტონუსის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ასევე, შეგიძლიათ, სცადოთ სახის კონტრასტული შხაპი, რაც თქვენს კანს აუცილებლად დაეხმარება აღდგენაში.

✔️აუცილებლად მოიშორეთ მაკიაჟი ძილის წინ. ამ პროცედურისთვის სპეციალისტები ლოსიონების, ტონიკების ან მიცელარული წყლის გამოყენებას გვირჩევენ.

✔️სასარგებლოა სახის მასაჟი (მაგალითად, როლერით), რომელიც სწრაფად ხსნის დაღლილობას და სახის კანს ელასტიკურობას უბრუნებს.

✔️ჯანმრთელი სახის კანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კვება. კარგი იქნება, თუკი უპირატესობას მიანიჭებთ ცილოვან პროდუქტებს, თუმცა, გაითვალისწინეთ, იმისთვის, რომ თქვენი კანი იდეალურად გამოიყურებოდეს, მხოლოდ კვება საკმარისი არ არის. საჭიროა, გადახედოთ ცხოვრების წესს და შეასრულოთ ყველა აუცილებელი პროცედურა.

✔️გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე.

✔️ჯანსაღი ძილი - უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომელიც სახის მდგომარეობაზე მოქმედებს. შეეცადეთ, გამოიძინოთ, თუნდაც, დასვენების დღეებში.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

გაღვივებული ხორბალი - სასარგებლო თვ...

გაღვივებული ხორბალი

რომელი თევზია ყველაზე სასარგებლო?

რომელი თევზია ყველაზე
სასარგებლო?

ქრისტესისხლა — ჯადოსნური ბალახის გა...

ქრისტესისხლა

თაფლის სანთლის სამკურნალო თვისებები

თაფლის სანთლის
სამკურნალო თვისებები

მეცნიერებმა ვაშლის ყველაზე სასარგებ...

Golden Delicious

თეთრი, შავი და მწვანე თაფლი - რომელ...

რისთვის არის სასარგებლო
თეთრი, შავი და მწვანე
თაფლი?

კვლევა: ღამით განათება ინსულტის რის...

ღამით განათებულში ძილი

რომელი ხილი უნდა ჭამოთ გაზაფხულზე?

რომელი ხილი უნდა ჭამოთ
გაზაფხულზე?

CDC-მა მსოფლიოში ყველაზე სასარგებლო...

ბროკოლი - ყველაზე
სასარგებლო ბოსტნეული