სილამაზე/ჯანმრთელობა

როგორ მოვიქცეთ, თუ ფრჩხილებზე თეთრი ზოლები გაგვიჩნდა?

fun time

14:00 სამ. 17 მაისი, 2022 წელი

ფრჩხილებზე ზოლების
გაჩენა

14
დაკოპირებულია

ფრჩხილებზე თეთრ ზოლებს მედიცინაში ლეიკოონიქია ეწოდება. „აყვავებული“ ფრჩხილი საკმაოდ არაესთეტიკურად გამოიყურება და მთელ რიგ პრობლემებზე მიანიშნებს.

ფრჩხილებზე ზოლების გაჩენა ყველაზე ხშირად არასრულფასოვან კვებასთან, ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ეს პრობლემა კარგად ნაცნობია გოგონებისთვის, რომლებიც გამუდმებით დიეტაზე არიან.

ფრჩხილების მდგომარეობაზე მოქმედებს პიგმენტაციისა და კერატიზაციის დარღვევა, ვიტამინების А, Е და С, ასევე, ცინკისა და კალციუმის ნაკლებობა, ზოგიერთი ინფექციური დაავადება ან ტრავმა.

ტრავმის შემთხვევაში, ლაქების მოცილება გვირილის ნაყენის აბაზანებით ან ფრჩხილის მოვლის სპეციალური საშუალებებით არის შესაძლებელი.

ქიმიური საშუალებები, უხარისხო ფრჩხილის ლაქი, ლაქის მოსაშორებელი სითხეები და ხელის კრემები შეიძლება ფრჩხილის დაზიანების მიზეზი გახდეს. ამიტომ ჭურჭლის რეცხვისა თუ სახლის დალაგების დროს, რეზინის ხელთათმანები გამოიყენეთ და პერიოდულად ხელები თბილ, მარილიან წყალში ჩააწყვეთ.

ფრჩხილებზე ლაქების გაჩენისთანავე:

შეცვალეთ კვების რაციონი და მენიუში ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი პროდუქტები შეიტანეთ;

ასევე, კარგი ეფექტი აქვს ზეთოვანი ა ვიტამინის შეზელას, ზღვის მარილის აბაზანებს და დღეში ორჯერ (1 თვის განმავლობაში) ჩაის ხის ზეთის შეზელას, რომელსაც ანტიმიკოზური, ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური მოქმედება ახასიათებს.

👉თუ ფრჩხილებზე თეთრი ლაქების გამოჩენას თან ახლავს ფრჩხილის დაყოფა, სავარაუდოდ, პრობლემა სოკოვანი ინფექციით არის გამოწვეული. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი მკურნალობისთვის ექიმს უნდა მიმართოთ.

👉ყურადღებით! თუ ლაქები გახშირდა და ზოლების ფორმა მიიღო, შეიძლება ეს შინაგანი ორგანოების ისეთ პრობლემებზე მიანიშნებდეს, როგორიცაა ცილების ნაკლებობა, ღვიძლის უკმარისობა, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები ან სისხლის მიმოქცევის დარღვევა.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ გვირჩევენ მეცნიერები საკვების...

რატომ გვირჩევენ
მეცნიერები საკვების
გულდასმით ღეჭვას?

საინტერესო ფაქტები წაბლის შესახებ

წაბლის სასარგებლო
თვისებები

რაც უფრო მუქია, მით უფრო ჯანსაღია —...

გარგარის ჩირის
სასარგებლო თვისებები

მცენარეები, რომლებიც სიმსივნის საწი...

Podophyllum

ყავა თუ კაკაო — რომელია უკეთესი დილ...

ყავა თუ კაკაო

გარგარის კურკის თვისებები, შემადგენ...

გარგარის კურკის
თვისებები

ემოციებს ნუ შეიკავებთ — რატომ არის...

რატომ არის ტირილი
ჯანმრთელობისთვის
სასარგებლო

საშიშია თუ არა ტოპლეს რუჯი — ანუ გა...

ტოპლეს გარუჯვა

რატომ გროვდება ცხიმი მუცლის არეში —...

რატომ გროვდება ცხიმი
მუცლის არეში