სილამაზე/ჯანმრთელობა

როგორ მოვუაროთ სახის კანს ზამთარში

fun time

16:00 შაბ. 29 ოქტომბერი, 2022 წელი

როგორ მოვუაროთ სახის კანს
ზამთარში

14
დაკოპირებულია

გამათბობლით გამომშრალი ოთახის ჰაერი, ყინვა, ქარი და სხვა არახელსაყრელი ფაქტორები სახის კანს თავის კვალს ამჩნევს - აშრობს, აუხეშებს, ელასტიკურობას უკარგავს და, აქედან გამომდინარე, ნაადრევად აბერებს. ჩვენ მიერ შემოთავაზებული სახის ნიღბები სახლის პირობებში ამ პრობლემებს მარტივად მოაგვარებთ და კანს მთელი ზამთრის განმავლობაში იდეალურ იერს შეუნარჩუნებთ. 

სახის ნიღბები სახლის პირობებში

დამატენიანებელი ნიღბები

ბანაბის ნიღაბი

¼ ბანანი დააბლენდერეთ, დაამატეთ 1 ჩ.კ. სახის მკვებავი კრემი, 3-3 წვეთი ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ.
მიღებული მასა წაისვით სახეზე, 20-25 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.

ხაჭოს ნიღაბი

2 ჩ.კ. უცხიმო ხაჭო, 1 ჩ.კ. მაგარი ჩაი და 1 ჩ.კ. სელის ზეთი ერთმანეთში აურიეთ.
მიღებული მასა წაისვით სახეზე, 15-20 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

გამაახალგაზრდავებელი ნიღბები

ჟელატინის ნიღაბი

10 გრ ჟელატინს დაასხით ნახევარი ჭიქა ცივი წყალი, აურიეთ და ერთი საათით გააჩერეთ (კარგად რომ გაფუვდეს). შემდეგ დაამატეთ მასში 10 გრ თუთიის ოქსიდი და 40 გრ გლიცერინი. კარგად აურიეთ, გააცხელეთ და გააგრილეთ.

მიღებულ მასაში დაასველეთ მარლა და სახეზე დაიფინეთ.
20-25 წუთის შემდეგ კი მარლა მოიხსენით და სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ლიმონის ნიღაბი

1 ჩ.კ. ლიმონის წვეთი, 1 ჩ.კ. მკვებავი კრემი (სასურველია ცხიმიანი) და ნახევარი ჩ.კ. არაჟანი ერთმანეთში კარგად აურიეთ.

მიღებული მასა წაისვით სახეზე, 20-25 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნიღბები გაუხეშებული კანისთვის

მცენარეული ნიღაბი

თითო-თითო ჩ.კ. გვირილას, მრავალძარღვასა და პიტნას (ეს ყველაფერი შეგიძლიათ, ნებისმიერ აფთიაქში შეიძინოთ) დაასხით ნახევარი ჭიქა წყალი და წამოადუღეთ, დაამატეთ 1 ჩ.კ. კარტოფილის სახამებელი, გადმოდგით და გააგრილეთ.

მიღებული მასა წაისვით სახეზე, 30-40 წუთის შემდეგ კი ჩამოიბანეთ.

ვაშლის ნიღაბი

1 ჩ.კ. ვაშლის წვენი და 2 ჩ.კ. ხაჭო ერთმანეთში აურიეთ, დაამატეთ 1 ჩ.კ. ქაფურის ზეთთან ერთად ათქვეფილი ნახევარი კვერცხის გული და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ურიეთ.
მიღებული მასა სახეზე წაისვით, 20-25 წუთით გაიჩერეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

მატონიზებელი ნიღბები

თაფლის ნიღაბი

1 ჩ.კ. ნატურალური თაფლი შეათბეთ ორთქლზე, დაამატეთ 40 წვეთი ლიმონის წვენი, 1 ს.კ. თეთრი თიხა და კარგად აურიეთ.

მიღებული მასა სახეზე წაისვით, ნახევარი საათის შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

სტაფილოს ნიღაბი

1 ს.კ. გახეხილ სტაფილოს დაამატეთ რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი და აურიეთ.

მიღებული მასა სახეზე წაისვით და 20-30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

ზემოჩამოთვლილი ნიღბების გაკეთება რეკომენდებულია რეგულარულად - კვირაში 2-3-ჯერ.

გარდა ამისა, მთელი ზამთრის განმავლობაში:

👉გარეთ გასვლისას დღის დამცავი კრემი წაისვით, შინ დაბრუნებისას კი სახე აუცილებლად თბილი წყლით ჩამოიბანეთ;

👉აუცილებლად იხმარეთ ღამის მკვებავი კრემი;

👉რაც შეიძლება მეტი ვიტამინებით მდიდარი საკვები მიირთვით, განსაკუთრებით სასარგებლოა ხილი, ბოსტნეული, რძე და რძის ნაწარმი;

👉არ იხმაროთ მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალებები, რომლებიც სპირტს შეიცავს.

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ მოვუაროთ სახის კანს სახლის პირობებში

სახის იოგა - დღეში 10 წუთი და დაივიწყეთ ბოტოქსი!

მწვანე ჩაი სახის კანისთვის


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ოლეანდრე - საშიში სილამაზე, რომელმა...

ოლეანდრა - შხამიანი
მცენარე

ინდონეზიელმა მეცნიერებმა საშიშ კოღო...

ინფექციური დაავადება
დენგე

რატომ იკლებს ადამიანი სიმაღლეში ასა...

ასაკი და სიმაღლე

ახალი კვლევა - სხეულის დაბალი ტემპე...

სხეულის დაბალი
ტემპერატურა

საინტერესო ფაქტები საზამთროს შესახე...

საზამთროს სამკურნალო
თვისებები

ფეიხოას სასარგებლო თვისებები

ფეიხოას სასარგებლო
თვისებები

ადამიანის ნერწყვი მორფინზე ძლიერ გა...

ადამიანის ნერწყვი

მარცვლეული, რომელიც თითქმის ყველაფრ...

რა არის ფეტვი

ციკორის ყავა

ციკორის ყავა