სილამაზე/ჯანმრთელობა

ზომას აქვს მნიშვნელობა: პატარა მკერდის დიდი პლუსები

fun time

20:44 ხუთ. 15 აპრილი, 2021 წელი

პატარა მკერდის დიდი
პლუსები

14
დაკოპირებულია

ფიქრობთ, რომ ბუნებამ დაგჩაგრათ? შურით შეჰყურებთ დიდმკერდიან ქალებს და მკერდის გადიდების ოპერაციაზე ოცნებობთ? ე.ი. ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებთ როგორი უპირატესობაა პატარა მკერდი. ჩვენ გიამბობთ რამდენად იღბლიანი ხართ და როგორ წარმოუდგენლად გაგიმართლათ!  

მამაკაცები გელაპარაკებიან თქვენ და არა თქვენს დეკოლტეს;

არასოდეს გაქვთ თეთრეულის შერჩევის და ყიდვის პრობლემა;

თქვენთვის ყველაზე ლამაზი თეთრეული ხელმისაწვდომია: მოხდენილი მაქმანი, ფერების და მოდელების მრავალფეროვნება. თქვენ ეს ყველაფერი ხომ მხოლოდ სილამაზისთვის გჭირდებათ და არა რაიმეს დაჭერისთვის.

შეგიძლიათ, ბიუსტჰალტერი საერთოდ არ ატაროთ;

სხვათა შორის, ეს ძალიან მოსახერხებელია, სასარგებლო და სექსუალურიც კი. ძალიან გაგიმართლათ;

მხოლოდ ერთი საცურაო კოსტუმი გყოფნით: შეიძლება არ იცით, რომ დიდმკერდიანი ქალები ყოველთვის 2 საცურაო კოსტიუმს ყიდულობენ - თუ ზედა ნაწილი ორ პარაშუტს ჰგავს, ქვედა ნაწილი იალქანს არ ჩამოუვარდება. შესაბამისად, ქვედა ნაწილისთვის პატარა ზომის საცურაო კოსტიუმიც უნდა შეიძინონ;

შეგიძლიათ მუცელზე იძინოთ - ამის უპირატესობას მაშინ მიხვდებით, როცა ფეხმძიმედ იქნებით და ბოლო ტრიმესტრში პოზას თავისუფლად ვერ შეიცვლით. კარგი ამბავი ისაა, რომ ასე ტანჯვა მხოლოდ 3 თვის განმავლობაში - ორსულობის ბოლო ტრიმესტრში მოგიწევთ. დიდმკერდიანი ქალები კი მთელი ცხოვრების მანძილზე ასე იტანჯებიან;

სპორტი? პრობლემა არ არის;

ვარჯიშის დაწყებას გეგმავთ? რა პრობლემაა? მიდიხართ სავარჯიშო დარბაზში და ვარჯიშს იწყებთ. დიდმკერდიანი ქალბატონები იძულებულები არიან, საჭირო ზომის სპორტული სამოსის ძებნაში მთელი ქალაქი შემოირბინონ.

გრავიტაცია არ გაღელვებს;

არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ქალის მკერდზე, ასაკის მატებასთან ერთად, გრავიტაცია სულ უფრო ძლიერად მოქმედებს და ისიც დედამიწის ცენტრისკენ მიიწევს. პატარა მკერდის მფლობელს კი შეუძლია მშვიდად იყოს - ფიზიკა თქვენი მტერი ნაკლებად არის.

წონაში კლების დროს არაფერს კარგავთ;

გადაუჭრელი დილემა, რომელიც ყველა დიდმკერდიანი ქალის წინაშე დგას - ზედმეტი კილოგრამები დავკარგოთ თუ მკერდის სილამაზე შევინარჩუნოთ? საშინელებაა, როცა ქალი ასეთი არჩევანის წინაშეა! პატარა მკერდიან ქალს შეუძლია, როცა სურს, წონაში დაიკლოს ან მოიმატოს - მკერდი ამის გამო დიდად არ შეიცვლება.

ყველა ტანსაცმელი გეკვრებათ;

შეეცადეთ, იპოვოთ პერანგი, რომელიც დიდ მკერდზე თავისუფლად შეიკვრება და ზურგზე დისკომფორტს არ შეგიქმნით. ეს თქვენთვის მარტივია, არა? დიდმკერდიანმა ქალებმა კარგად იციან, რამხელა ბედნიერებაა, როცა ნებისმიერი პერანგი და კაბა თავისუფლად გეკვრება.

წარწერიანი და ნახატიანი მაისურები გიხდებათ;

შეგიძლიათ, თამამად ჩაიცვათ მაისური, რომელსაც ნახატი ან წარწერები ამშვენებს და ეს მხოლოდ თქვენი პატარა მკერდის დამსახურებაა. სულ ახლახან სოციალურ ქსელში დიდი მხიარულება გამოიწვია გოგონამ ჯეისონ სტეიტჰემის გამოსახულებიანი მაისურით, რომელიც ყველას ლენინი ეგონა;

თანატოლებზე უფრო გამხდარი და ახალგაზრდა ჩანხართ;

თუ ამჟამად 25 წლის ხართ, შეიძლება ეს უდავო უპირატესობა სათანადოდ ვერ შეაფასოთ, მაგრამ 25 წლის შემდეგ მიხვდებით, რამდენად იღბლიანი ხართ.

თუ დაგჭირდათ, ყოველთვის შეგიძლიათ მკერდის ვიზუალური გადიდება;

სურვილის შემთხვევაში მკერდის ვიზუალურად გადიდება სრულიად შესაძლებელია, დიდი მკერდის დამალვა კი არც ისე ადვილი.

მექალთანე მამაკაცები არ შეგაწუხებენ;

თუ პატარა მკერდი გაქვთ, თქვენ სრულიად უინტერესო ხართ ტაქსის მძღოლებისთვის, პომიდვრის გამყიდველებისთვის, გარუჯული მშენებლებისთვის და, უბრალოდ, ქალებზე მონადირე მაჩოებისთვის. შეგიძლიათ, იამაყოთ!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ფიზიოლოგიური დაბერების პროცესი დაჩქ...

ფიზიოლოგიური დაბერების
პროცესი

იოდის ბადე — მითია თუ რეალური დახმა...

იოდის ბადე

ბლის 6 სასარგებლო თვისება, რომელიც...

ბლის 6 სასარგებლო თვისება

როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობისას და...

როგორ მოვიქცეთ მზით
დამწვრობის დროს

5 პროდუქტი, რომლებიც „ჭკვიანი დირიჟ...

5 ხელმისაწვდომი პროდუქტი
დაბერების წინააღმდეგ

მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული...

მჯდომარე ცხოვრების ხუთი
საგანგაშო შედეგი

რატომ არ არის სასურველი პომიდვრის მ...

რატომ არ არის სასურველი
პომიდვრის მაცივარში
შენახვა?

ჭინჭარი — ვიტამინების წყარო და სამკ...

ჭინჭარი მკურნალი

ჯანსაღი კვების რაციონზე გადასვლის 5...

ჯანსაღი კვების რაციონზე
გადასვლის 5 მარტივი წესი