ურთიერთობა

სამი რამ, რასაც ჭკვიანი ადამიანი მალავს - არტურ შოპენჰაუერის განმარტება

fun time

14:00 ორშ. 19 თებერვალი, 2024 წელი

არტურ შოპენჰაუერი

14
დაკოპირებულია

ჭკვიანი ადამიანი არასოდეს ამბობს, რომ ჭკვიანია. ყველაფერი, რასაც აკეთებს, კანონზომიერებად მიაჩნია - იქნება ეს პროფესიული საქმიანობა თუ, უბრალოდ, ადამიანებთან ურთიერთობა. ჭკვიანი ადამიანი არასოდეს ტრაბახობს და რჩევებს არ არიგებს, თუ არ სთხოვენ. ჭკვიანი ადამიანი იმ საზოგადოების შესაბამისად იქცევა, რომელშიც იმყოფება - უბრალო ადამიანებთან ის უბრალო ადამიანია, ხოლო  პროფესიონალების გარემოცვაში თავადაც პროფესიონალია.

ჭკვიან ადამიანებს თავიანთი საიდუმლოებები აქვთ - ისინი ბევრ რამეს მალავენ.

გერმანელი ფილოსოფოსის არტურ შოპენჰაუერის მოსაზრებით, ჭკვიანი ადამიანები, ძირითადად, სამ რამეს მალავენ:

1. საკუთარ შიშებს, რომლებითაც შეიძლება ვიღაცამ ისარგებლოს.

როგორც ყველას, ჭკვიან ადამიანსაც რაღაცის ეშინია. მას ესმის, რომ შიში მისი სისუსტეა, რომელიც არაკეთილის მსურველმა შეიძლება მის საწინააღმდეგოდ გამოიყენოს, ამიტომ მალავს.

2. საკუთარ ამბიციებს, რომლებმაც შეიძლება მის მიმართ ნდობა გააქარწყლოს

ზოგჯერ ადამიანები ზედმეტად ამბიციურები არიან და მათი პროვოცირება ძალიან ადვილია. ასეთი პროვოკაციების წყალობით შეიძლება ადამიანი უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდოთ ან დააზარალოთ. ეს ჭკვიან ადამიანებს შესანიშნავად ესმით, ამიტომ საკუთარ ამბიციებს მალავენ. თუნდაც ეს რთული იყოს, მათ იციან თავის შეკავება და ამაში ძლიერი ნებისყოფა ეხმარებათ.

3. საკუთარ შემოსავალს, რომელიც შეიძლება შურის და ანგარების მიზეზი გახდეს.

ჭკვიანი ადამიანი თავის ფინანსურ მდგომარეობას მალავს, რათა მისი პროვოცირება ვერავინ შეძლოს. ჭკვიანი ადამიანი არ ცდილობს მდიდარი გამოჩნდეს. ის არასოდეს აძლევს ადამიანებს შურის ან დაცინვის მიზეზს. ჭკვიანმა ადამიანმა იცის საკუთარ თავზე მუშაობა და ადამიანებს ისეთებს იღებს, როგორებიც არიან.

ესეც საინტერესოა:

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

მართალია თუ არა, რომ მერილინ მონროს უფრო მაღალი IQ ჰქონდა, ვიდრე აინშტაინს?

რატომ ჰყავს ჭკვიან ადამიანს ცოტა მეგობარი?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

აბრაამ ლინკოლნი — წერილი შვილის მას...

აბრაამ ლინკოლნი

ვინ იყო ყველაზე ღარიბი ნობელიანტი?

ანრი დიუნანი

ვის დარჩება ალენ დელონის მრავალმილი...

ალენ დელონი შვილებთან
ერთად

როგორ წარიმართა ისტორიაში ყველაზე ჭ...

უილიამ სიდისი

რატომ არ უყვარდა ელისაბედ მეორეს ეს...

დედოფალი ელისაბედ მეორე

ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მ...

ნობელიანტი ნეირომეცნიერი
რიტა ლევი-მონტალჩინი

რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის...

წუწუნა ადამიანი

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვა...

იგავი თეთრი ყვავის
შესახებ

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა