იცით თუ არა

მართალია თუ არა, რომ მერილინ მონროს უფრო მაღალი IQ ჰქონდა, ვიდრე აინშტაინს?

fun time

12:45 პარ. 1 დეკემბერი, 2023 წელი

მერილინ მონროს უფრო
მაღალი IQ ჰქონდა, ვიდრე
აინშტაინს?

14
დაკოპირებულია

მომღერალი, მსახიობი და მოდელი მერილინ მონრო ეპოქის სიმბოლო და კინოს ისტორიაში ერთ-ერთი საკულტო მსახიობია, თუმცა ამბობენ, რომ მისი შესაძლებლობები გაცილებით ფართო იყო, რაზედაც საზოგადოებამ არაფერი იცოდა. ერთ-ერთი ვერსიით მერილინს ძალიან მაღალი IQ  ჰქონდა, რომელიც ალბერტ აინშტაინის და სტივენ ჰოკინგის ინტელექტის კოეფიციენტსაც კი აღემატებოდა.

მიმღებ ოჯახებში გატარებული მძიმე ბავშვობისა (მან 11 მიმღები ოჯახი გამოიცვალა, დედა კი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობდა) და დისლექსიასთან (სწორად და სწრაფად კითხვის უუნარობა) ბრძოლის შემდეგ მერილინმა შეძლო, წარმატება მოეპოვებინა.

არსებობს მოსაზრება, რომ მსახიობის IQ 168 ქულას შეადგენდა, რაც აინშტაინის მაჩვენებელს (160 ქულა) აღემატება. თუმცა, ეს უფრო ვარაუდია, რადგან მერილინს IQ ტესტი არასოდეს ჩაუტარებია.

რთული ბავშვობის და 16 წლის ასაკში გათხოვების გამო მერილინმა განათლების მიღება ვერ მოახერხა, რაც მისი ინტელექტის შეფასების საშუალება იქნებოდა. გარდა ამისა, იმ დროს, როდესაც მერილინი ცხოვრობდა, IQ ტესტები არ არსებობდა.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მერილინ მონრო ჭკვიანი არ იყო. შესაძლოა მისი ინტელექტი საშუალოზე მაღალიც კი გახლდათ.

მიუხედავად იმისა, რომ საშუალო სკოლა არასდროს დაუმთავრებია, მერილინს წიგნების კითხვა უყვარდა. მისი ბიბლიოთეკა 400-ზე მეტი წიგნისგან შედგებოდა. აქ ნახავდით ხელოვნების, დრამის, პოეზიის, პოლიტიკის, ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის, თეოლოგიის და ისტორიის თემებზე შექმნილ ლიტერატურას.

მსახიობის ყოფილი მეუღლის მოგონებებიდან ირკვევა, რომ მერილინს შეეძლო წიგნის არსს პირველივე გვერდიდან ჩასწვდომოდა.

ერთხელ მსახიობი თავის მორიგ წიგნს კითხულობდა, როდესაც მის საგრიმიორო ოთახში რეჟისორმა შეიხედა და დაინტერესდა რა პრინციპით არჩევს მერილინი წიგნებს.

”საღამოს, როცა საქმე არაფერი მაქვს, მივდივარ ჰოლივუდის ბულვარზე, Pickwick-ის წიგნების მაღაზიაში და შემთხვევით შერჩეულ წიგნებს ვათვალიერებ. წიგნს ვშლი, ვკითხულობ და თუ თხრობის მანერა მომეწონა, ვყიდულობ. მაგალითად, ეს წუხელ ვიყიდე“, - უპასუხა მას მერლინმა.

მერილინის გარემოცვაში ბევრი ჭკვიანი ადამიანი იყო. ის ურთიერთობდა პოლიტიკის, ფინანსებისა და ლიტერატურის სფეროს ექსპერტებთან და ცოლად გაჰყვა დრამატურგსა და თავისი დროის უდიდეს ლიტერატურათმცოდნეს არტურ მილერს (მილერი მისი მესამე ქმარი იყო 1956-61 წლებში. მერლინი მასთან განქორწინებიდან ერთ წელიწადში - 1962 წელს გარდაიცვალა).



***

ლოის ბანერის თქმით, რომელმაც მსახიობზე წიგნი "მერლინ: ვნება და პარადოქსი" დაწერა, მერილინი ზედაპირული ადამიანი არასოდეს ყოფილა. ის გამუდმებით რაღაც ახლის სწავლასკენ ისწრაფოდა, რაც ნამდვილი ინტელექტის ერთ-ერთი ნიშანია.

ამ მოსაზრებას კიდევ ერთი ავტორი, მიშელ მორგანი იზიარებს, რომელიც ამბობს, რომ მერილინისთვის გულუბრყვილო ქერათმიანი ქალის სახე მორიგი როლი იყო და სინამდვილისგან ძალიან განსხვავდებოდა.

მისი ცნობილი ქერა კულულებიc შეღებილი გახლდათ. მერილინი ბუნებრივად შავგვრემანი იყო და თმის შეღებვა დაიწყო, როდესაც ხელი პირველ სტუდიურ კონტრაქტს მოაწერა.

ესეც საინტერესოა:

მერლინ მონროს საიდუმლო - როგორ იმოქმედა კაბის აფრიალებამ ვარსკვლავის ბედზე

აინშტაინის ტვინის ფოტო ამჟღავნებს, თუ რატომ იყო ის გენიოსი

სად გაქრა მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ბიჭი, რომელსაც აინშტაინსა და ჰოკინგზე მაღალი IQ აქვს

ზე-მეხსიერება - გოგონა, რომელსაც დაბადებიდან მოყოლებული ყველაფერი ახსოვს


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ ითხოვს კატა დახმარებას - 4 სი...

როგორ ითხოვს კატა
დახმარებას

მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ აქვთ კ...

მეცნიერებმა გაარკვიეს,
რატომ აქვთ კატებს
ვერტიკალური გუგები

როგორ ცხოვრობენ ქალაქში, სადაც ორი...

სოფელი ბარლი (Baarle) - ორი
ქვეყნის საზღვარი

რატომ აძინებდნენ სსრკ-ში ბავშვებს ს...

რატომ აძინებდნენ სსრკ-ში
ბავშვებს სიცივეში?

რატომ მალავენ კატები საკუთარ ექსკრე...

კატის ტუალეტი

რას ნიშნავს სიტყვა ორკი

რას ნიშნავს სიტყვა ორკი

რატომ ჭამენ ჩინელები ჩიტის ბუდეებს?

სალაგანის ბუდე

რატომ არ სვამს ალკოჰოლს ტრამპი? - 1...

დონალდ ტრამპი მამასთან
ერთად

რატომ იკეთებს მართლმადიდებელი საქორ...

საქორწინო ბეჭედი
მარჯვენა ხელზე