იცით თუ არა

ცხენი, რომელმაც 7 საბჭოურ ფილმში „ითამაშა“ - გახსოვთ ეს ფილმები?

fun time

14:00 პარ. 24 სექტემბერი, 2021 წელი

ბრინჯაოს „პერსევსი და
პეგასუსი“ - „მოსფილმის“
საყვარელი რეკვიზიტი

14
დაკოპირებულია

ეს ფრთოსანი პეგასუსი კარგად გემახსოვრებათ ელდარ რიაზანოვის „სამსახურებრივი რომანიდან“, მაგრამ შეგიმჩნევიათ სხვა ფილმებში, საიდანაც უმეტესობა ნანახი გექნებათ, მით უფრო, თუ 60-70-იანების თაობა ხართ?

„საიდუმლო მისია“ (1950)

1950 წელს ლეგენდარული მიხაილ რომის მიერ გადაღებული ფილმი მეორე მსოფლიო ომის მიწურულს გერმანიაში მიმდინარე მოვლენებს ეძღვნებოდა. რაიხი სადაცაა დაემხობა, მოლაპარაკებები მიდის გერმანიის კაპიტულაციაზე, საბჭოთა დაზვერვა თავის საქმეს აკეთებს და სისხლიანი ხოცვა-ჟლეტის დასასრულს აახლოებს. ჩვენი ნაცნობი ბრინჯაოსფერი ცხენი კი მთელი ეს დრო მშვიდად დგას ერთ-ერთ კაბინეტში - ეს მისი პირველი როლი იყო.

„პაკეტი“ (1965)

1965 წელს ვლადიმირ ნაზაროვის კომედიაში „პაკეტი“ ჩვენი „მსახიობი“ ცხენი ყურადღებით ადევნებს თვალს ახალგაზრდა წითელარმიელის დაკითხვას, რომელსაც რამდენიმე თაობის საბჭოთა ქალების საყვარელი არტისტი, 24 წლის ვალერი ზოლოტუხინი ასრულებს. და თუ ახალბედა მსახიობის დებიუტი ამ ფილმში შედგა, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით ჩვენს ცხენზე.

„ბრილიანტის ხელი“ (1968)

სამი წლის შემდეგ, 1968 წელს, კიდევ ერთხელ გაიელვებს ეკრანზე ბრინჯაოსფერი ცხენის „ნიჭიერება“, ამჯერად უკვე ლეონიდ გაიდაის უკვდავ კომედიაში. გახსოვთ სცენა, სენია სადაფისღილებიან ხალათს რომ ეძებს? ის სიამოვნებით იყიდდა ცხენს, ფრთები რომ არ ჰქონოდა.

„გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება“

„მოსფილმის“ საყვარელი ცხენი 1973 წელს გადაღებულ, ამ ცნობილ 12-სერიიან ფილმშიც გამოჩნდა. პეგასუსი მე-11 სერიის ერთ-ერთ ეპიზოდში, ვალტერ შელენბერგის და შტირლიცის შეხვედრას „ესწრება“.
სხვათა შორის, ეს გენიალური სერიალი ქალი რეჟისორის - რეჟისორ ტატიანა ლიოზნოვას მიერ არის გადაღებული.

„სამსახურებრივი რომანი“ (1977)

და აი, ისიც - დიდების წამი. 1977 წელს გამოსულ ელდარ რიაზანოვის კომედიაში ჩვენს ბრინჯაოსფერ „მსახიობს“ სოლიდური როლი ერგო, ნამდვილი შინაარსობრივი დატვირთვით.
ეს მძიმე სკულპტურა ყველა საქმის მოთავე შურამ (ლუდმილა ივანოვა) იუბილარ ბოროვსკის შეურჩია, თუმცა არც უეჭვია, რომ ეს ცხენი გახდებოდა კატალიზატორი ურთიერთობისა „ბაიყუშ“ კალუგინასა (ალიასა ფრეინდლიხი) და მორცხვ ნოვოსელცევს (ანდრეი მიაგკოვი) შორის. ჰო, მართლა, ცხენი მართლაც მძიმეა - გადაღებებისას ანდრეი მიაკოვმა გვარიანად ღვარა ოფლი.

„ჩემი ალესიანი და ნაზი მხეცი“ (1978)

კიდევ ერთი წლის შემდეგ ცხენი საპატიო ადგილს იკავებს გამომცემლის კაბინეტში ჩეხოვის მოთხრობის „დრამა ნადირობისას“ მიხედვით რეჟისორ ემილ ლოტიანუს მიერ გადაღებულ ფილმში „ჩემი ალესიანი და ნაზი მხეცი“ და ამასთანავე, კიდევ რამდენიმე ეპიზოდშიც ჩნდება კადრში.

„შირლი-მირლი“ (1995)

1995 წელი. კარიერის დასასრული. „ღვაწლმოსილმა“ ცხენმა თავისი ბოლო როლი ვლადიმირ მენშოვის კომედია „შირლი-მირლიში“ „ითამაშა“. ფილმში მისი პარტნიორია თავად ვერა ალენტოვა, ბოშას როლის შემსრულებელი.

დაგვეთანხმებით - კარიერის მართლაც ღირსეული დასასრულია!

p.s. საიდან ჰქონდა Мосфильм-ს ბრინჯაოს „პერსევსი და პეგასუსი“, არავინ იცის, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ის ომისდროინდელი ნადავლია.

🔰:

4 უგემრიელესი ყავის რეცეპტი ლეგენდარული ფილმებიდან

10 ფილმი, რომელიც წიგნზე უკეთესი გამოდგა

აგათა კრისტის დეტექტივები - 5 საუკეთესო ეკრანიზაცია


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი