საკნატუნო ამბები

აგათა კრისტის დეტექტივები და მათი 5 საუკეთესო ეკრანიზაცია

fun time

14:00 ოთხ. 9 ივნისი, 2021 წელი

აგატა კრისტის 5 საუკეთესო
ეკრანიზაცია

14
დაკოპირებულია

მისი რომანების ეკრანიზაციას რეჟისორები ხშირად ვერ ბედავენ. ეს არც არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ აგათა კრისტის კითხვისას თავი უკვე ფილმში გგონია და მის დინამიკაში ცვლილებებს მაყურებელი არ გაპატიებს. მოდი, ვნახოთ, რომელ ფილმებს მიიჩნევენ კრიტიკოსები შედარებით საუკეთესო ეკრანიზაციებად...

„ბრალდების მოწმე“. 1957 წელი. აშშ

რეჟისორი: ბილი უაილდერი
როლებში: ტაირონ პაუერი, ჩარლზ ლოტონი და მარლენ დიტრიხი

ლეონარდ ვოული, მომხიბვლელი და კეთილშობილი ადამიანი, დაადანაშაულეს მდიდარი ქალბატონის მკვლელობაში, რომელმაც ვიულის დიდი ქონება დაუტოვა. ეჭვმიტანილის წინააღმდეგ ბევრი მტკიცებულება არსებობს, მაგრამ ცნობილი ადვოკატი, სერ ვილფრიდ რობარტსი მიიჩნევს, რომ ლეონარდ ვოული უდანაშაულოა და თანახმაა დაიცვას იგი. ვოული დაქორწინებულია გერმანელ მედდა კრისტინაზე (მარლენ დიტრიხი), რომელიც მან ომის დროს გაიცნო. ვოულის ალიბი კრისტინას ხელშია. გამამართლებელი განაჩენის შანსები ძალიან მცირეა...


„მკვლელობა „აღმოსავლეთის ექსპრესში“. 1974 წელი, დიდი ბრიტანეთი

რეჟისორი: სიდნი ლუმეტი
როლებში: ინგრიდ ბერგმანი, ჟაკლინ ბისეტი, შონ კონერი, ვანესა რედგრეივი

აგატა კრისტის რომანის ეს ერთ-ერთი პირველი და საუკეთესო ეკრანიზაციაა. მის არქივშია „ოსკარის“ 6 და ბრიტანული კინოაკადემიის 10 ნომინაცია. ფილმს ერთი ამოსუნთქვით უყურებთ. ის აგათა კრისტის რომანების ეკრანიზაციის ერთგვარ ეტალონად იქცა და ამ სიუჟეტს მომავალშიც არაერთი რეჟისორი შეეჭიდა.
სიუჟეტი: 30-იანი წლებში. მატარებელში მკვლელობა ხდება. მაყურებელი დეტექტივ ერკიულ პუაროსთან ერთად არკვევს, ვინ არის მკვლელი.


„უდანაშაულობის ტესტი“, 1984, დიდი ბრიტანეთი

რეჟისორი: დესმონდ დევისი
როლებში: დონალდ საზერლენდი, ფეი დანაუეი, კრისტოფერ პლამერი, იან მაკშეინი

„უდანაშაულობის ტესტი“ არც ისეთი პოპულარულია, როგორც ნაწარმოებები ერკიულ პუაროსა და მის მარპლის გმირებით. ანალოგიური ბედი გაიზიარა ეკრანიზაციამაც. ეს ფილმი რაღაცით ჰგავს გოვორუხინის „ათ პატარა ინდიელს“, რომელიც 2 წლის შემდეგ გამოვიდა ეკრანებზე.
სიუჟეტი: ჯეკ აპრაილი საკუთარი დედობილის მკვლელობაში დაადანაშაულეს. რამდენადაც მან ვერ შეძლო თავისი ალიბის გამყარება, ჯეკი დამნაშავედ ცნეს და მან სიცოცხლე ციხეში დაასრულა. გარკვეული ხნის შემდეგ მისი მეგობარი არტურ კალგარი (რომელსაც ბრწყინვალედ თამაშობს დონალდ საზერლენდი) იწყებს საკუთარ გამოძიებას, რათა ჯეკის უდანაშაულობა დაამტკიცოს.
აგათა კრისტის შემოქმედების მოყვარულებმა ეს ფილმი აუცილებლად უნდა ნახონ.

„ათი პატარა ზანგი“, 1987 წელი, საბჭოთა კავშირი

რეჟისორი: სტანისლავ გოვორუხინი
როლებში: ვლადიმირ ზელდინი, ტატიანა დრუბიჩი, ალექსანდრ კაიდანოვსკი, ალექსეი ჟარკოვი, მიხაილ გლუსკი, ალექსანდრ აბდულოვი

რომანს „ათი პატარა ზანგი“ აგათა კრისტი თავის საუკეთესო ნაწარმოებად მიიჩნევდა .
ის 1939 წელს დაიბეჭდა და უკვე 1943 წელს მის მოტივებზე გამოვიდა პიესა „და აღარავინ დარჩა“ (მასში, წიგნისგან განსხვავებით, ყველა გმირი კვდება). მოგვიანებით დასავლეთში სწორედ ამ სახელით გამოიცემოდა რომანიც, წინა სახელწოდების არაპოლიტკორექტულობის გამო.
ამ წიგნის საუკეთესო ეკრანიზაცია საბჭოთა კინემატოგრაფს ეკუთვნის. რეჟისორმა სტანისლავ გოვორუხინმა შეინარჩუნა ფილმის ფინალი (ისევე როგორც თავდაპირველი სახელწოდება), ზუსტად გადმოსცა პერსონაჟების ხასიათები და მათი კონფლიქტები. იყო რაღაც უზუსტობები სიუჟეტში, მაგრამ ფილმი ამით არ დაზარალებულა. და რა თქმა უნდა, აღნიშვნის ღირსია შესანიშნავ მსახიობთა ანსამბლი.

„მკვლელობა „აღმოსავლეთის ექსპრესში“, 2010 წელი

რეჟისორი: ფილიპ მარტინი
მთავარ როლში: დევიდ სუშე

და ისევ „მკვლელობა „აღმოსავლეთის ექსპრესში. ამჯერად მთავარ როლში - შეუდარებელი დევიდ სუშე. სახელოვანი დეტექტივის როლი მან პირველად 1989-ში შეასრულა, ხოლო 2013-ში ცნობილი სერიალის ბოლო სერია გამოვიდა მისი მონაწილეობით. ლამის მეოთხედი საუკუნის მანძილზე ისე მივეჩვიეთ ერკიულ პუაროს სწორედ დევიდ სუშეს შესრულებით, სხვა ვერც კი წარმოგვიდგენია ამ როლში.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ჩინეთში ქუჩაში უცხო ადამიანის დახმა...

ჩინეთში უცხო ადამიანების
დახმარება კანონით ისჯება

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში