„ავი თვალი“ და ჯადო - როგორ გვიცავს ბუნებრივი ქვების მისტიკური თვისებები?

რჩევები დიასახლისებს

22 იანვარი 12:00, 2018 წელი

მნიშვნელობა არ აქვს, გჯერათ თუ არა „ავი თვალის“ არსებობა, ნებისმიერ შემთხვევაში ახერხებს თქვენი ენერგეტიკული ველის დაზიანებას ის ნეგატიური დამოკიდებულება, რომელიც თქვენი მტრებისგან მოდის. ნეგატიური აურისგან თავის დასაცავად უამრავი გზა არსებობს, მაგრამ მათ შორის - ნატურალურ ქვები ყველაზე ხელმისაწვდომი და ერთ-ერთი ძლიერი საშუალებაა. 

ბუნებრივი ქვების მისტიკური და სამკურნალო თვისებების შესახებ შუა საუკუნეების მოკლე ენციკლოპედიებში წერდნენ.  მინერალური ქვების საიდუმლო ძალას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ ძველი შუმერები, ბაბილონელები და ეგვიპტელები.

დამცავი ქვის შერჩევის რამდენიმე ხერხი არსებობს: დაბადების დღის, ზოდიაქოს ნიშნის, დაბადების თვის, სამედიცინო ჩვენების მიხედვით და ა.შ. თუმცა, არსებობს უნივერსალური ქვებიც, რომლებიც ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნისთვის საუკეთესო დამცველები არიან.

შავი ონიქსი



ამ ქვას ძლიერი დამცავი ენერგეტიკა აქვს. ის „ავ თვალს“ უკან უბრუნებს გამომგზავნს და ელექტრონული მოწყობილობების უარყოფით ენერგიას განმუხტავს.
შავი ონიქსის ტარებას ურჩევენ ადამიანებს, რომლებიც ძლიერი ნებისყოფითა და სულიერი სიმხნევით გარშემომყოფთა შურს იწვევენ.
ის ადამიანს აზროვნებაში ეხმარება. ამიტომ სასურველია, რომ შავი ონიქსი საქმიანმა ადამიანებმა და სტუდენტებმა ატარონ.
ონიქსით დამშვენებული სამკაულის უცნობი პირისგან მიღება სასურველი არაა, რადგან ძლიერი დამცველის ნაცვლად, ის შეიძლება ნეგატიური ენერგეტიკის მატარებლად მოგევლინოთ.


მალაქიტი



ეს ულამაზესი ქვა ადამიანს „ავი თვალისა“ და განსაცდელისგან იცავს. ასევე, სასიკეთო გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ამიტომ ხშირად მისგან ბავშვებისთვის სამაჯურებს აკეთებენ.
ეზოთერიკოსების თქმით, მალაქიტი სიყვარულსა და კეთილდღეობას იზიდავს, ამიტომ მის ტარებას მარტოხელა ადამიანებს ურჩევენ.
ეს მრავალფუნქციური ქვაა, რომელიც აუცილებელი არ არის, თან ატაროთ და საკმარისია სახლში გქონდეთ, როგორც ნეგატიური ენერგეტიკისგან დამცავი თილისმა.
ამბობენ, რომ ოჯახში, სადაც მალაქიტია, იშვიათად ჩხუბობენ.

ვეფხვის თვალი



ეს ყველაზე გავრცელებული დამცავი ქვაა, რომელსაც ნეგატიური ენერგეტიკისგან დამცავად უძველესი დროიდან იყენებენ. 
ვეფხვის თვალი ცოლქმრული და ოჯახური ურთიერთობების მცველია, ამიტომ ხშირად მის ტარებას გათხოვილ ქალებს ურჩევენ.
ზოგჯერ, დიდი ოდენობით ნეგატიური ენერგეტიკის დაგროვებისას ქვა შეიძლება გასკდეს. ასეთ შემთხვევაში, მისი ნაგავში გადაგდება სასურველი არაა. ის, უბრალოდ, მიწაში უნდა დამარხოთ.

ქრიზოკოლა



მიუხედავად იმისა, რომ ქრიზოკოლა ნაკლებად ცნობილი ქვაა, ის მინერალების მოყვარულებში პოპულარობით სარგებლობს. მას შეუძლია, ადამიანი შურისა და ცუდი ზრახვებისგან დაიცვას.
ქრიზოკოლა ებრძვის ფობიებს და ცუდ სიზმრებს.
მის ტარებას ურჩევენ ადამიანს, რომელსაც ხშირად საჯარო გამოსვლები და გარშემომყოფთა შურიანი მზერის არიდება უწევს.


ავანტიურინი



ეს საკმაოდ ძლიერი ქვაა, რომელიც აუმჯობესებს შემოქმედებით პოტენციალსა და განწყობას. ავანტიურინი იმდენად ლამაზია, რომ პირველივე დანახვისას უყვარდებათ.
ასტროლოგები მას წმინდა და მარადიულ სიყვარულთან აკავშირებენ. ავანტიურინი თავის მფლობელს ჯადოსა და ავი თვალისგან იცავს და სიყვარული, ოპტიმიზმი და ხალისიანი განწყობა მოაქვს.
ის მწერლების, მუსიკოსების, მხატვრების, მსახიობებისა და სხვა სახელოვნებო სფეროების წარმომადგენელთა ერთგული თანამგზავრია.
ავანტიურინი გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა და სისხლის მიმოქცევის სისტემის სამკურნალოდ. მაღალი წნევის, ანგინის, ბრონქიტის, ალერგიისა და ასთმის დროს.


ზემოჩამოთვლილის გარდა, ბუნებაში კიდევ უამრავი დამცავი ქვა და მინერალი მოიპოვება:
ამეთვისტო, ჩაროიტი, მთის ბროლი, ჰემატიტი, ლაზურიტი, ობსიდიანი, ფირუზი და ა.შ.

გახსოვდეთ, „ბუნებრივი მცველები“ პერიოდულად უნდა მოიხსნათ და „დაასვენოთ“, რათა დაგროვილი ნეგატივისგან გასუფთავდეს და დადებითი ენერგეტიკით დაიმუხტოს.

დღის ჰოროსკოპი

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ძაღლის 12 ჯიში, რომელიც თითქმის არ ყეფს!

მათთვის, ვისაც სურს, სახლში ძაღლი ჰყავდეს, თუმცა მისი ყეფით მეზობლების შეწუხებას ერიდება...
საკნატუნო ამბები

შიშველი იოგა - წარმოუდგენლად ლამაზი სანახაობა

თითოეულ ასანაში ულამაზესი ტალღისებრი მიმოხვრა და მშვიდი კონცენტრირება ამ ფოტოებს ხელოვნების ნიმუშებად აქცევს. 
დღის ჰოროსკოპი

19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
FUN-ტესტი

გამოთვალეთ თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი

რამდენ ძაღლს ხედავთ ამ შავ-თეთრ სურათზე? სწორედ ეს რაოდენობა განსაზღვრავს თქვენი გონების რეალურ ასაკს...
დღის ჰოროსკოპი

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ფულის ხარჯვა - ეს ჩვევა სიღარიბის ნიშანია (?!)

ამერიკელმა მეცნიერებმა შეისწავლეს 100-ზე მეტი ბავშვის და მოზარდის თავის ტვინი, რომლებიც სხვადასხვა შემოსავლების მქონე ოჯახებში იზრდებიან. 
დღის ჰოროსკოპი

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა აქვთ საერთო მერილინ მონროს, ელვის პრესლისა და ჯენიფერ ლოპესს?

გარდა ვარსკვლავური სტატუსისა, მათ ძაღლებისადმი სიყვარულიც აერთიანებთ.
დღის ჰოროსკოპი

16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

მიქსერმა ქალი მისივე შარფით „მოგუდა“

ეს სამწუხრო ინციდენტი ორიოდე დღის წინს საფრანგეთში, ქალაქ სენტ-ეტიენში (Saint-Étienne) მოხდა. 58 წლის ქალი, თავის ვაჟთან ერთად, სამზარეულოში იმყოფებოიდა და ნამცხვრია გამოცხობას აპირებდა... ამის შესახებ გამოცემა „დეილი მეილი“ იუწყება.
დღის ჰოროსკოპი

15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავებ15 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?