4 სისხლიანი ტრაგედია, რომელსაც საბჭოთა კავშირი დიდხანს მალავდა

წარმატების ისტორიები

20 თებერვალი 20:00, 2018 წელი

ამ ტრაგედიებს ათწლეულების მანძილზე გრიფი „საიდუმლო“ ედო. მათ შესახებ საუბარს თვითმხილველებიც კი ვერ ბედავდნენ. სრული სიმართლე მხოლოდ ათწლეულების შემდეგ გაირკვა, როცა ინფორმაციას გრიფი "საიდუმლო" მოხსნეს...

1. ნოვოროსიისკის 11 სექტემბერი



1976 წლის 26 სექტემბერს ახალგაზრდა პილოტმა ვლადიმერ სერკოვმა ადგილობრივი აეროპორტიდან თვითმფრინავი AH-2 გაიტაცა, რომლითაც სხვა დროს მგზავრები გადაჰყავდა.
სერკოვმა ქალაქის თავზე რამდენიმე წრე დაარტყა და კურსი ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლისკენ აიღო. თვითმფრინავის სახლთან შეჯახებისას სართულებს შორის უზარმაზარი ნახვრეტი გაჩნდა. ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო ერთი სადარბაზოს ყველა სართული ცეცხლის ალში გაეხვია.
კატასტროფის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, პილოტიც. ხელისუფლებამ დაზიანებული სახლი სასწრაფოდ შეაკეთა, ხოლო მომხდარს გრიფი „საიდუმლო“ დაადო, რომელიც მხოლოდ 2000-იან წლებში მოეხსნა.

2. ჭყლეტა „ლუჟნიკებში“



ეს საშინელი ინციდენტი მოსკოვის „სპარტაკსა“ და ჰოლანდიის „ჰაარლემს“ შორის საფეხბურთო მატჩის დროს მოხდა.
გვიანი შემოდგომის ცივ საღამოს გამართულ თამაშზე საკმაოდ ცოტა ბილეთი გაიყიდა. სტადიონის ადმინისტრაციამ თოვლისგან მხოლოდ ორი ტრიბუნა გაწმინდა, სადაც გულშემატკივრები განთავსდნენ. თამაში საინტერესო არ გამოდგა, ამიტომ ბევრმა გულშემატკივარმა სტადიონის დატოვება თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაიწყო და ერთადერთი ღია გასასვლელისკენ გაემართა. მოულოდნელად წინა რიგებში მიმავალ გოგონას ფეხი დაუსრიალდა და წაიქცა. ვიღაცამ მისი დახმარება სცადა, ამ დროს, უკნიდან მიმავალი ხალხი წინ მდგომებს მიაწვა და უბრალოდ, გადაუარა, თუმცა ყველაზე საშინელი შემდეგ მოხდა.
თამაშის ბოლო წუთზე „სპარტაკმა“ გოლი გაიტანა. ხალხის მასა უკან, სტადიონისკენ შემობრუნდა. ამას საშინელი ჭყლეტა მოჰყვა, რომელსაც 66 ადამიანი შეეწირა.
დაღუპულები ძირითადად, 19-20 წლის ახალგაზრდები იყვნენ. საბჭოთა ხელისუფლებამ არათუ მომხდარი ფაქტი დამალა, არამედ გადაწყვიტა, დაღუპულთა ოჯახებისთვის გარდაცვალების ნამდვილი მიზეზიც კი არ გაემხილა. მშობლები შვილებს ქალაქის ყველა საავადმყოფოსა თუ მორგში ეძებდნენ და ვარაუდის დონეზე ხვდებოდნენ, რა გახდა ტრაგედიის მიზეზი.

3. მოსკოვის მეტროს „გაცოფებული“ ესკალატორი



ტრაგედია ერთ ჩვეულებრივ სამუშაო დღეს მოხდა, როცა დაღლილი ადამიანები სამსახურებიდან სახლებში ბრუნდებოდნენ. მოულოდნელად, ერთ-ერთი ესკალატორის კიბე მგზავრებიანად მოწყდა და ქვემოთ დაქანდა. საუბედუროდ, გაიჭედა ხელის მუხრუჭიც, რომელსაც მოძრაობა უნდა შეეჩერებინა.
პანიკაში ჩავარდნილი ადამიანები ერთმანეთს აწყდებოდნენ. ზოგიერთები მეზობელ ესკალატორზე გადასვლას ცდილობდნენ, თუმცა  პლასტიკატის საფარმა მათ სიმძიმეს ვერ გაუძლო და ესკალატორის შახტაში ჩაცვივდნენ.
ინციდენტის შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანმა სერიოზული დაზიანება მიიღო. მათ შორის ბევრი სამუდამოდ ინვალიდად დარჩა.
მომხდარის შესახებ მხოლოდ გაზეთ „საღამოს მოსკოვში“ დაწერეს და ისიც მხოლოდ ორი წინადადებით.

4. აფეთქება ბაიკანურზე



ავარია ამერიკა-საბჭოთა კავშირს შორის დაწყებული „ცივი ომის“ დროს მოხდა, როცა ორი სახელმწიფო კოსმოსში ლიდერობისთვის ერთმანეთს ეჯიბრებოდა.
24 ოქტომბერს დაგეგმილი იყო ბალისტიკური რაკეტის Р-16-ის გაშვება. მზადებისთვის დრო ცოტა რჩებოდა - ორგანიზატორებს სურდათ, რომ რაკეტის გაშვება ოქტომბრის რევოლუციის წლისთავისთვის დაემთხვიათ. პოლიგონზე გამოიყვანეს რაკეტა, რომელზეც შესაბამისი სამუშაოები ბოლომდე დასრულებული არ იყო. ამასთანავე დარღვეული იყო უსაფრთხოების მინიმალური ნორმები. რაკეტის გაშვებამდე 30 წუთით ადრე მოხდა ძრავის დაუგეგმავი ჩართვა, რის შემდეგაც რაკეტა აალდა და მყისიერად აფეთქდა.
ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა დღემდე არ არის დადგენილი. სხვადასხვა მონაცემით, მათი რაოდენობა 78-დან 126-მდეა. რამდენიმე ადამიანი პოლიგონზევე ცოცხლად დაიწვა, ბევრი კი საშინელი დამწვრობებისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა.

წყარო
ურთიერთობა

ცნობილი „პენსიონერები“ და მათი მეორე ნახევრები

რამდენიმე მაგალითი კიდევ ერთხელ იმის დასტურად, რომ სიყვარულმა არ იცის ასაკის საზღვრები, ისევე როგორც - კანის ფერი, რელიგია და კიდევ ბევრი სხვა მსაზღვრელი.
დღის ჰოროსკოპი

26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 იანვრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

პროფესორის ანეკდოტში ჩატეული ცხოვრება

ერთხელ ერთმა პროფესორმა სტუდენტებთან ლექცია ანეკდოტის მოყოლით დაიწყო - ცხოვრებისეული და ძალიან გონებამახვილური ანეკდოტით, რაზეც მთელმა აუდიტორიამ გულიანად იცინა...
საკნატუნო ამბები

რას ხედავთ ამ ფოტოზე?

აბა, ყურადღებით დააკვირდით... 
დღის ჰოროსკოპი

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 იანვარს  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

გუგლის ახალი ყურსასმენი სინქრონულად თარგმნის 40 ენიდან! (Video)

კომპანიის ჩანაფიქრით, Pixel Buds 2, ერთი მხრივ, ლამაზი უნდა ყოფილიყო, მეორე მხრივ - მოხერხებული, მესამე მხრივ - ფუნქციონალური. და, როგორც ჩანს, გამოუვიდათ.  
დღის ჰოროსკოპი

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვარისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

საქართველოს ახალი მილიონერი ჰყავს! 

გათამაშდა 1 მილიონ 182 454 ლარი! იძებნება მოგებული!!!
იცით თუ არა...

როგორ ეძებდა სტივ ჯობსი სამსახურს - CV, რომელიც შეავსო Apple-ის დაარსებამდე 3 წლით ადრე

ყველას გვიწევს, რაღაცით დავიწყოთ... 1973 წელს ეს ლეგენდარული ადამიანი სამსახურს ეძებდა. იმ დროს უკვე მიტოვებული ჰქონდა სწავლა ორეგონ რიდის კოლეჯში. თუმცა ჯერ 3 წელი იყო იმ დრომდე, სანამ ჯობსი კომპიუტერულ ინდუსტრიას შეცვლიდა. 
დღის ჰოროსკოპი

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?