დესერტი

ალფახორესი - ესპანური ნამცხვარი, რომელიც ენის წვერზე დნება

fun time

12:00 პარ. 27 მაისი, 2022 წელი

ალფახორესი

14
დაკოპირებულია

უცნაურია, მაგრამ ამ ესპანურმა ნამცხვარმა განსაკუთრებული პოპულარობა სამხრეთ ამერიკაში მოიპოვა. ადრე ლათინო ამერიკელები მის მოსამზადებლად სიმინდის ფქვილს იყენებდნენ, შემდეგ კი ხორბლის ფქვილი დაუმატეს, რადგან ასე უფრო გემრიელია და ჩვენც ამ ხერხით ვცადოთ.

საჭირო პროდუქტი:

  • 150 გრ ხორბლის ფქვილი
  • 150 გრ სიმინდის ფქვილი
  • 140 გრ. ოთახის ტემპერატურის კარაქი
  • 1/2 ჭიქა შაქარი
  • 1 კვერცხი
  • 1 კვერცხის გული
  • ვანილი
  • 1/2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • ცოტა მარილი
  • 1 ქილა მოხარშული შესქელებული რძე
  • შაქრის პუდრა
  • ქოქოსის ფანტელები

მომზადების წესი:

ცომის მოსამზადებლად ხორბლის დ სიმინდის ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად წვრილ საცერში გაცერით და მარილი დაუმატეთ.

კარაქი და შაქარი მიქსერით მაღალ სიჩქარეზე, 3-4 წუთის განმავლობაში ათქვიფეთ. დაუმატეთ კვერცხი და თქვეფის ბოლოს ვანილი შეურიეთ.

მიქსერის სიჩქარე შეამცირეთ და ნელ ნელა ფქვილის ნარევი შეურიეთ. ცომი ჯამში ჩადეთ, თავზე დააფარეთ და მაცივარში 30 წუთით შედგით.

გამოიღეთ ცომი და შუაზე გაყავით. გააბრტყელეთ როგორც სურათზეა და მაცივარში სულ მცირე, 2 საათით შედგით. გაითვალისწინეთ, რომ ცომი კარგად უნდა გაცივდეს, რომ მასთან მუშაობა გაგიადვილდეთ.

გააცხელეთ ღუმელი 180°C-მდე და საცხობ ფურცელზე საცხობი ქაღალდი დააფინეთ. ეს მნიშვნელოვანია, რომ ნამცხვარი საცხობ ფურცელს არ მიეკრას.

ცომის ერთი ნაწილი მაცივრიდან გამოიღეთ და ფქვილმოყრილ მაგიდაზე, 3-4 მმ სისქეზე გააბრტყელეთ, შემდეგ კი 4,5–5 სმ დიამეტრის წრეები ამოჭერით.

ფუნთუშები საცხობ ფირფიტაზე მოათავსეთ, ზემოდანაც საცხობი ქაღალდი დააფარეთ და სიმძიმისთვის საცხობი ფურცელი დაადეთ. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ნამცხვარი არ ამოიბეროს. ამის შემდეგ შედგით ღუმელში 7-8 წუთით, სანამ ნამცხვარი ღია ოქროსფერი არ გახდება.

ნამცხვარი კარგად რომ გაგრილდება, თითოეული რგოლის ცენტრში დაახლოებით 2 ჩაის კოვზი მოხარშული შესქელებული რძე მოათავსეთ და მეორე წრე დააფარეთ. ზედა რგოლს მსუბუქად დააწექით, რომ შესქელებული რძე თანაბრად გადანაწილდეს. შესქელებული რძის ფენა და ნამცხვარი ერთი სისქის უნდა იყოს.

ნამცხვარს კიდეებზე ცოტა შესქელებული რძე წაუსვით და დაჭრილ თხილში ან ქოქოსის ფანტელებში ამოავლეთ. გემრიელად მიირთვით.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ჟოლოს გაყინვა - 4 ოქროს წესი დიასახ...

ჟოლოს გაყინვა

ნაყინის მომზადება ბანანით

ნაყინის მომზადება
ბანანით

წითელი მოცხარის ჯემი ზამთრისთვის

წითელი მოცხარის ჯემი
ზამთრისთვის

ნესვის ჩირის მომზადება სახლის პირობ...

ნესვის ჩირის მომზადება

შოკოლადის ტორტი ცხობის გარეშე, უგემ...

შოკოლადის ტორტი ცხობის
გარეშე

ბლონმანჟე შოკოლადით — ნაზი და მსუბუ...

ბლონმანჟე შოკოლადით

მარწყვი შოკოლადში – როგორ მოვამზადო...

მარწყვი შოკოლადში

ტორტი „მიკადო“ – უგემრიელესი სომხურ...

ტოროტი მიკადო

ქოლდ ბრიუ – ცივად დაყენებული ფილტრი...

ქოლდ ბრიუ