დესერტი

„დიპლომატი“ - შოკოლადისა და ვანილის დესერტი ცხობის გარეშე

fun time

12:00 შაბ. 27 ნოემბერი, 2021 წელი

სწრაფი დესერტი

14
დაკოპირებულია

„დიპლომატი“ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მოსამზადებელი ცივი დესერტია, რომლის რეცეპტსაც პროფესიონალი კულინარი მანანა ვაჭარაძე გვიზიარებს.

საჭირო პროდუქტი:

  • ჟელატინი - 2 სუფრის კოვზი (30 გრ.)
  • არაჟანი ან მაწონი - 200 გრ.
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • კაკაო - 2 ჩ/კ


მომზადება:

ლითონის ჯამში ჩაყარეთ ჟელატინი. დაასხით 2 ჭიქა ანადუღარი ცივი წყალი და 1 საათი დააყოვნეთ. შემდეგ დაბალ ცეცხლზე დაადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ (არავითარ შემთხვევაში არ უნდა ადუღდეს).

არაჟანი ან მაწონი კარგად ათქვიფეთ 1 ჭიქა შაქართან ერთად. დაუმატეთ კაკაო და ვანილი და კიდევ კარგად აურიეთ.

ჟელატინიანი და არაჟნიანი მასა შეურიეთ ერთმანეთში და ფორმებში ჩაასხით. თავზე შეგიძლიათ, გახეხილი შოკოლადი ან კაკაო მოაფრქვიოთ.

შედგით მაცივარში 3-4 საათით; სულ ესაა.

შენიშვნა:

თუ დესერტის ფორმიდან ამოღება და ლანგარზე დადება გსურთ, ფორმა ერთი წუთი ცხელ წყალში ჩადეთ. ამის შემდეგ დესერტი ფორმის კედლებს ადვილად მოსცილდება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

პანაკოტა მარწყვით — დაუვიწყარი იტალ...

პანაკოტა მარწყვით

რა მოხდება, თუ ნამცხვარში კარაქს მც...

რა მოხდება, თუ ნამცხვარში
კარაქს მცენარეული ზეთით
ჩავანაცვლებთ?

ხაჭოს პასქა - კლასიკური რეცეპტი

ხაჭოს პასქა - კლასიკური
რეცეპტი

პასქის მინანქარი - სამი მარტივი რეც...

პასქის მინანქარი

BECKJAM - დევიდ ბეკჰემის საფირმო ჯე...

დევიდ ბეკჰემის საფირმო
ჯემის რეცეპტი

პრიალა მინანქარი

პრიალა მინანქარი

ყავა კედრის კაკლით - ახალი გემო

კედრის კაკალი

კივის ჯემი - ვიტამინების განძი ზამთ...

კივის ჯემი -

ჰალვის სასარგებლო თვისებები

ჰალვის სასარგებლო
თვისებები