დესერტი

ფუმფულა ფუნთუშები - მოამზადეთ მარტივად სახლის პირობებში

fun time

12:00 კვი. 26 ივნისი, 2022 წელი

ფუნთუშების რეცეპტი

14
დაკოპირებულია

ტკბილი და სურნელოვანი ფუნთუშების რეცეპტი შეფ-მზარეულ ლევან თებიძისგან ექსკლუზიურად Funrine-ს მკითხველებისთვის.

 

პროდუქტი ცომისთვის:

  • კვერცხი - 2 ცალი,
  • შაქარი - 600 გრ.
  • რძე - 500 გრ.
  • მარგარინი „ონა“ -125 გრ.
  • საფუარი - 50 გრ.
  • ზეთი -30 გრ.
  • ფქვილი - 1,600 კგ.
  • ქიშმიში -100 გრ.
  • ვანილი - დანის წვერით.

პროდუქტი სიროფისთვის:

  • შაქარი - 1 ჭიქა
  • წყალი - 1 ჭიქა

ცომის მოზელა

ჯამში ჩაყარეთ 1 სუფრის კოვზი ფქვილი, 1 სუფრის კოვზი საფუარი და 1 სუფრის კოვზი შაქარი.
დაასხით 1 ჭიქა თბილი წყალი, კარგად აზილეთ და თბილ ადგილას დადგით. (ეს ინგრედიენტები ზემოთ ჩამოთვლილებში არ შედის).

რძეში გაადნეთ მარგარინი ისე, რომ ძალიან არ გაცხელდეს.
ცალკე ჯამში, კვერცხით და შაქრით გააკეთეთ გოგლიმოგლი, დაუმატეთ რძეში გამდნარი მარგარინი, ვანილი და პირველ ჯამში ამოსული საფუარიანი მასა.
ეს ყველაფერი კარგად ათქვიფეთ (მიქსერის შემთხვევაში, დაბალ სიჩქარეზე), ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.
სულ ბოლოს დაუმატეთ ქიშმიში, ზეთი და ცომი სითბოში დააყოვნეთ.

ცომი რომ ამოვა, ზეთში დასველებული ხელით ჩაზილეთ და კიდევ დააყოვნეთ. მეორედ ამოსვლის შემდეგ, ცომიდან თქვენთვის სასურველი ზომისა და ფორმის გუნდები ამოჭერით და ფქვილმოყრილ დაფაზე დააწყვეთ.

ცომის გუნდებს თქვენთვის სასურველი ფორმა მიეცით და თუნუქის ფურცელზე გადაიტანეთ.
სილიკონის ფუნჯით გადაუსვით წყალში ან რძეში ათქვეფილი კვერცხის გული და ცოტა ხანს კიდევ დააყოვნეთ.
კარგად რომ აფუმფულდება, 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში შედგით და 10-15 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ.

სიროფის მომზადება

სიროფის მოსამზადებლად შაქარი და წყალი ხუთი წუთი ადუღეთ და ცეცხლიდან გადმოდგით.

ფუნთუშები კარგად რომ დაიბრაწება, ღუმელიდან გამოიღეთ და წინასწარ მომზადებული სიროფი წაუსვით.

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ხურმის მურაბა და ჯემი - მარტივი რეც...

ხურმის მურაბა და ჯემი

ქაცვის მომზადება - მურაბის მარტივი...

ქაცვის მომზადება

ორცხობილა კორჟიკი - გემო ბავშვობიდა...

ორცხობილა კორჟიკი

დესერტი ტაფაზე

დესერტი ტაფაზე

ნაყინის ტორტი შოკოლადითა და თხილით...

ნაყინის ტორტი შოკოლადითა
და თხილით - მოამზადეთ
სახლში

გამაგრილებელი სასმელები - 3 მარტივი...

გამაგრილებელი სასმელები

ბანანის ტორტი ცხობის გარეშე

ბანანის ტორტის რეცეპტი

გამომცხვარი მსხალი ყველით - უგემრიე...

გამომცხვარი მსხალი
ყველით

ფუმფულა დონატები - განსაკუთრებული ს...

ფუმფულა დონატები