დღის ჰოროსკოპი

10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

07:56 შაბ. 10 აგვისტო

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ხელსაყრელი დღეა ახალი ადამიანების გაცნობისა და მოკავშირეების მოსაძებნად. იმ ადამიანებთან შეხვედრებიც კი კარგად ჩაივლის, რომლებსაც ვერასოდეს ეწყობოდით. შეიძლება მიხვდეთ, რომ არ დააფასეთ ის, ვინც კარგი მეგობარი და საიმედო თანაშემწე იქნებოდა. ზოგი ვერძი საკუთარ თავში აღმოაჩენს ნიჭს, რომლის შესახებ აქამდე არაფერი იცოდა.

კურო

ნუ აჩქარდებით, სანამ მოქმედებას დაიწყებთ, ინფორმაცია უნდა შეისწავლოთ. გირჩევთ, იმ ინფორმაციით არ დაკმაყოფილდეთ, რომელიც ზედაპირზე ჩანს და მეტის გაგება სცადოთ. ნუ ენდობით მათ, ვინც ცდილობს, საკუთარი მოსაზრება თავზე მოგახვიოთ და ეცადეთ, სიმართლეს ჩასწვდეთ. პირადი ურთიერთობების მხრივ ხელსაყრელი დღეა. სავარაუდოდ, ამ დღეს თქვენი წყალობით ძველი კონფლიქტი მოგვარდება და წარსულში დარჩება უთანხმოება, რომელიც ყველას ცხოვრებას ურთულებდა.

ტყუპები

რთული დღეა, მაგრამ დაბრკოლებების გადალახვას და სირთულეებთან გამკლავებას შეძლებთ. სავარაუდოდ, ამაში ბოლო კვირების მანძილზე მიღებული გამოცდილება დაგეხმარებათ. სწორედ მისი წყალობით რთულ კითხვებზე პასუხებს მიიღებთ და იპოვით გადაწყვეტილებას, რომელიც ყველას მოეწონება. ამ დღეს ახლობლებს თქვენი ყურადღება და ზრუნვა ჩვეულებრივზე მეტად სჭირდებათ. მზად იყავით, რომ დაგროვილი პრობლემების მოგვარებაში აქტიური მონაწილეობა მიიღოთ.

კირჩხიბი

ეცადეთ, ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და რეალობას თვალი გაუსწოროთ. ძველი მეგობრების რჩევა ძალიან გამოგადგებათ, ახალი ნაცნობების რჩევები კი ნაკლებად უნდა გაითვალისწინოთ. სწავლისა და ახალი ინფორმაციის ათვისებისთვის ხელსაყრელი დღეა. ის, რაც ადრე ძალიან რთული გეჩვენებოდათ, ახლა ადვილად გაიგებთ და პირველ წარმატებას მიაღწევთ.

ლომი

ამ დღეს ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, მოუსმენთ თუ არა საკუთარ ინტუიციას. სწორედ ის გიკარნახებთ, როდის უნდა დაიცვათ საკუთარი პოზიცია და როდის დათმობებზე წახვიდეთ.
ნუ გარისკავთ იქ, სადაც რისკის გარეშე მოქმედება შეიძლება. განსაკუთრებით, თუ საქმე არა მხოლოდ თქვენს ინტერესებს, არამედ სხვების კეთილდღეობასაც ეხება.

ქალწული

ეს დღე პროფესიულ სფეროში სასიკეთო ცვლილებებს გპირდებათ. შესაძლებლობა გექნებათ, რომ ყველასთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები იპოვოთ. გარშემო მყოფებისთვის ბევრ სასარგებლო საქმეს აკეთებთ, რაც შეუმჩნეველი არ დარჩება. მოსალოდნელია ნაცნობობა, რომელიც ჯერ ნაყოფიერ თანამშრომლობაში, შემდეგ კი მეგობრობაში გადაიზრდება.

სასწორი

მოუსვენარი, მაგრამ ნაყოფიერი დღეა. ეცადეთ, პრიორიტეტები დროულად განსაზღვროთ და წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ. გარშემომყოფები თქვენს ქმედებებს ყოველთვის არ იწონებენ, მაგრამ დრო აჩვენებს, რომ მართალი იყავით. სწავლისთვის ხელსაყრელი დღეა - ინფორმაციას ადვილად იმახსოვრებთ და სწორად იყენებთ.
დღის მეორე ნახევარში საშუალება გექნებათ, ძველ გატაცებას დაუბრუნდეთ, რისთვისაც ადრე დრო არასოდეს გყოფნიდათ.

მორიელი

დილას დადებითი ტენდენციების გავლენა განსაკუთრებით ძლიერად იგრძნობა, ამიტომ ეცადეთ, ადრე გაიღვიძოთ და საქმეს სწრაფად შეუდგეთ. შანსი გაქვთ, რომ რამდენიმე საათში თქვენთვის და სხვებისთვის ბევრი სასარგებლო რამ გააკეთოთ და მოაგვაროთ საკითხები, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ. შუადღე ხელსაყრელი დროა პირადი სივრცისა და ნივთების მოწესრიგებისთვის.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა ურთიერთობისთვის. გარშემო მყოფების განცდებს გრძნობთ და ისეთი ადამიანებისაც კი გესმით, ვისთანაც საერთო ენას ვერასოდეს პოულობდით. ამ დღეს შეიძლება თანამშრომლობის შეთავაზება მიიღოთ. შესაფერისი დღეა ნებისმიერი სამუშაოსთვის, რომელიც შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს. თქვენს თვალს არცერთი შესაძლებლობა არ გამოეპარება, რომლებსაც ადრე ვერც კი ამჩნევდით. შანსი გექნებათ, ძველი შეცდომები გამოასწოროთ და გაწყვეტილი ურთიერთობა აღადგინოთ

თის რქა

მოვლენებით დატვირთული დღეა. ბევრი პრობლემა იმაზე რთული აღმოჩნდება, ვიდრე გეგონათ და გადასაჭრელად მეტ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. ეს ყველაფერი საკმაოდ დამღლელია, მაგრამ ცდილობთ, კარგი განწყობა შეინარჩუნოთ, წვრილმანებზე არ გაღიზიანდეთ და არავისთან იჩხუბოთ. დღის მეორე ნახევარში ბევრი კარგი იდეა გაჩნდება. გირჩევთ, ისინი გამოცდილ ადამიანებს გაუზიაროთ და მათი კომპეტენცია დაიხმაროთ.

მერწყული

ამ დღეს ბევრის მიღწევა შეგიძლიათ, მაგრამ მხოლოდ ამისთვის თავდადებული შრომა და კონკურენტების დამარცხებაა საჭირო. ამ ნიშნის ზოგ წარმომადგენელს კამათში საკუთარი ინტერესების დაცვა მოუწევს. ეცადეთ, პრიორიტეტები სწორად განსაზღვროთ და ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვან და სასწრაფოდ მოსაგვარებელ საქმეებზე გაამახვილოთ. სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში მოაგვარებთ საკითხს, რომელიც ბოლო დროს თქვენს ახლობლებს აწუხებს.

თევზები

ნაყოფიერი დღეა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, საკუთარი თავისა და გარშემო მყოფებისთვის ბევრი სასარგებლო საქმე გააკეთოთ. ზოგჯერ მიზნის მისაღწევად ეშმაკობაც მოგიწევთ, მაგრამ ამით არავინ დაზარალდება. საღამოს საშუალება გექნებათ, რომ რამდენიმე საყოფაცხოვრებო საკითხი მოაგვაროთ, რომელიც ბოლო დროს თქვენ და თქვენს ახლობლებს გაღიზიანებთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge