დღის ჰოროსკოპი

12 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:05 ოთხ. 11 მაისი, 2022 წელი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით

ვერძი

მშვენიერი დღეა ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გასეირნებისა და პიკნიკის მოწყობისთვის. ზაფხული მოახლოვდა, ამიტომ დროა წონის დაკლებაზე იფიქროთ და ვიტამინებით მდიდარი დიეტა შეარჩიოთ. ეცადეთ მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ, თუ არ აჩქარდებით და მშვიდად იმოქმედებთ, ჩანაფიქრს აუცილებლად განახორციელებთ.

კურო

ნუ ინერვიულებთ თუ სახელმწიფო მოხელეებისგან დახმარების თხოვნაზე უარს მიიღებთ - პრობლემას თავადაც გაუმკლავდებით. ეცადეთ პროფესიული პრობლემების გადაჭრას მეტი ყურადღება მიაქციოთ. რომანტიკული განწყობა მოსაწყენი საქმის კეთებაში ხელს გიშლით.

ტყუპები

ძალიან აქტიური დღე და მოვლენებით მდიდარი დღეა. შეიძლება ოჯახის წევრმა სახლში დაბრუნება დააგვიანოს და ბევრი ინერვიულოთ. შეგიძლიათ თამამად წამოაყენოთ საკუთარი იდეები და წინადადებები კოლეგებისა და უფროსების განსახილველად. დღის მეორე ნახევარში უფროს ნათესავებთან კონფლიქტი გელით.

კირჩხიბი

გახსოვდეთ, რომ საყვარელი ადამიანი თქვენს თავშეკავებას უყურადღებოდ აღიქვამს, რამაც შეიძლება გაუგებრობა და წყენა გამოიწვიოს. სასურველია საღამო ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ, სუფთა ჰაერზე გაატაროთ.

ლომი

გამოცდილებისა და ინტუიციის დახმარებით ფინანსების სწორად მართვას და განაწილებას შეძლებთ. მაცდურმა შეთავაზებამ არ მოგატყუოთ. ხელსაყრელი დროა საქმიანი ურთიერთობისა და მეგობრებთან შეხვედრებისთვის. ამ დღის ამოცანას წარმატებით შეასრულებთ.

ქალწული

ამ დღეს ბევრი წინააღმდეგობრივი სიტუაცია ახლავს, რაც თქვენი მხრიდან მოთმინებას და გამძლეობას მოითხოვს. დროა, სიკეთით გადაუხადოთ ადამიანს, ვინც აქამდე უანგაროდ გეხმარებოდათ. ეცადეთ, დილას არ ჩაგეძინოთ. რადგან სამსახურში დაგვიანება ბევრ პრობლემას შეგიქმნით.

სასწორი

ამ დღეს ბევრი სიახლე და ცვლილება გელით. მეგობრებთან შეხვედრა საინტერესო საღამოს გპირდებათ. არახელსაყრელი დროა კოლექტიური სწავლებისა თუ ერთობლივი ღონისძიებებისთვის, თუმცა ინდივიდუალური საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. ფრთხილად იყავით უფროსთან ურთიერთობის დროს.

მორიელი

ამ დღეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან იშვიათი წარმატება გელით. თუ არ იზარმაცებთ, ამ დღის ამოცანას წარმატებით შეასრულებთ. უსიამოვნებების მიუხედავად, ეცადეთ ,სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ამ დღეს ახალი ნაცნობობა, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

მშვილდოსანი

ნუ ინერვიულებთ, თუ სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითება იგრძენით - ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ჩხუბის შემთხვევაში, თქვენი მხრიდან კონფლიქტის მხარეების შერიგების ყველა მცდელობა მხოლოდ ვითარებას გაართულებს.

თხის რქა

გირჩევთ, ამ დღეს ნაკლები იაქტიუროთ და ყველასთვის უხილავი გახდეთ.. შეამოწმეთ ვარგისობის ვადა წამლებზე, რომელთა გამოყენებასაც აპირებთ და არავითარ შემთხვევაში დოზას არ გადააჭარბოთ დოზას.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა შემოქმედი მერწყულებისთვის. არ არის გამორიცხული, რომ საყვარელი ადამიანის მოქმედებებით იმედგაცრუებული დარჩეთ. მეგობარი საინტერესო და მოგებიანი სამუშაოს მიღებაში დაგეხმარებათ.

თევზები

კარგი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. რთულ დროს შეგიძლია საყვარელი ადამიანის დახმარების იმედი გქონდეთ. დროა ჯანმრთელობაზე იზრუნოთ და პროფილაქტიკური მკურნალობის კურსი ჩაიტაროთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge