დღის ჰოროსკოპი

13 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:00 პარ. 12 აგვისტო, 2022 წელი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

შესაძლოა, ყურადღების ცენტრში მოხვდეთ და უამრავი ქათინაური დაიმსახუროთ. სამსახურში ასი თვალი და ყური უნდა გამოისხათ, რომ საბედისწერო შეცდომა არ დაუშვათ. იზრდება საკვებით მოწამვლის, საყოფაცხოვრებო დაზიანებების და საგზაო შემთხვევების რისკი. ეცადეთ კომპიუტერთან დიდი დრო არ გაატაროთ.

კურო

ამ დღეს იმდენად აქტიური და ენერგიული ხართ, რომ ნებისმიერ საქმეს ადვილად უმკლავდებით. გახსოვდეთ, რომ ახლობელი ადამიანის მოტყუებით საკუთარ თავს კიდევ უფრო მეტად დააზარალებთ. ამ დღეს იღბალი დიზაინერებს და არქიტექტორებს გაუღიმებს.

ტყუპები

დღევანდელი საღამო თქვენს ოჯახურ ურთიერთობებს უფრო მყარს და ჰარმონიულს გახდის. მზად იყავით უსიამოვნო სიახლეების ან გარემოებათა არახელსაყრელი განვითარებისთვის. მშვიდობის დამყარების დროა, ამიტომ დაასრულეთ ომი მეგობართან, რომელსაც სულელური მიზეზის გამო ეჩხუბეთ. საღამოს სასიამოვნო სტუმრების ვიზიტი გელით.

კირჩხიბი

ამ დღეს მეტი სიმშვიდე და მოთმინება უნდა გამოიჩინოთ, რომ და ნათესავებთან და ქვეშევრდომებთან კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. მამაკაცები რაინდული საქმით თავს გამოიჩენენ. უსიამოვნო საუბრისგან თავის დაღწევას ვერ შეძლებთ, თუმცა შედეგი თქვენთვის სასიამოვნო იქნება.

ლომი

შესანიშნავი დღეა ოჯახთან ერთად აქტიური დასვენებისთვის და სპორტისთვის. არ დაგავიწყდეთ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე სიტუაცია ყურადღებით უნდა შეისწავლოთ. თუ კუჭის ტკივილმა შეგაწუხათ, გირჩევთ მენიუდან მარილიანი და ცხარე საკვები გამორიცხოთ. შესაძლოა, მეგობრების დახმარებით მფარველი ან სპონსორი იპოვოთ.

ქალწული

შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და პროფილაქტიკური მკურნალობის კურსი დაიწყოთ. ეცადეთ, ვალები და კრედიტები დროულად გადაიხადოთ, მით უმეტეს, რომ ფინანსურ სირთულეებს მალე წარმატება შეცვლის. დროა, დაძაბული შრომისთვის დამსახურებული ჯილდო მიიღოთ.

სასწორი

ფრთხილად იყავით, რომ არასწორად მოწოდებული ინფორმაციის გამო სამსახურში შეცდომა არ დაუშვათ. პროექტი, რომლის დაწყებასაც გეგმავთ, მაქსიმალურ სიმშვიდეს მოითხოვს. ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას უნდა მოერიდოთ - ამის დრო ჯერ არ მოსულა.

მორიელი

შესაძლებელია, რომ ეს დღე გაუგებრობით დაიწყოს, ამიტომ კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ კომპრომისული გადაწყვეტილება მოძებნოთ. გამორიცხული არ არის, რომ შეხვდეთ ადამიანს, ვისთანაც ოდესღაც სამსახური გაკავშირებდათ და საღამო სასიამოვნოდ გაატაროთ.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა სიყვარულის ახსნის, ქორწინებისა და ოჯახური წვეულებისთვის. თუ შინაური ცხოველების ვეტერინართან მიყვანას გეგმავთ, გირჩევთ, ვიზიტი რამდენიმე დღით გადადოთ. სექსისთვის ცუდი დღეა, ამიტომ გირჩევთ სხვა საქმით დაკავდეთ.

თხის რქა

შემოქმედებითი თვალსაზრისით აქტიური დღეა. თქვენი პირდაპირობა და გულწრფელობა ნებისმიერ გაუგებრობას გააქრობს. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას საფრთხე ემუქრება, ამიტომ ეცადეთ რადიკალური ზომები მიიღოთ.

მერწყული

დილიდან რთული და დატვირთული დღე გელით. თუ შესაძლებელია, ეცადეთ მივლინება რამდენიმე დღით გადადოთ. უფროს ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობა ხალისიანი და სასარგებლო იქნება. შესაძლოა, მეგობრის დახმარებით გავლენიანი მფარველი ან სპონსორი იპოვოთ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა მეგობრული ურთიერთობების აღდგენისთვის. თუ უცხოელი მეგობრები გყავთ, საუკეთესო დროა მათთან შესახვედრად.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge