დღის ჰოროსკოპი

18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:38 ორშ. 17 მარტი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს უმჯობესია ზედმეტი აქტიურობისგან თავი შეიკავოთ. აუცილებელი არ არის, რომ ყველგან და ყოველთვის საკუთარი სიმართლე ამტკიცოთ — შეიძლება ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდეთ, ამიტომ ფრთხილად უნდა იმოქმედოთ. გირჩევთ, კონტაქტები მინიმუმამდე შეამციროთ და ისეთი საქმეებით დაკავდეთ, რომლებიც განმარტოებას მოითხოვს. დაფიქრდეთ, რომელი შეცდომები გიშლით ხელს წინსვლაში და მათი გამოსწორება სცადეთ.

რჩევა: უმჯობესია დღეს ჩრდილში დარჩეთ – ამ დღეს ინიციატივების გამოჩენისა და ხმამაღალი განცხადებების დრო არ არის.

კურო

ემოციების აყოლა კარგს არაფერს მოგიტანთ. გირჩევთ, რეალობას თვალი გაუსწოროთ და სამოქმედო გეგმა შეადგინოთ. არახელსაყრელი დღეა ახალი წამოწყებებისა და საქმიანი შეთანხმებებისთვის. ვიღაც თქვენს მოტყუებას ან თქვენთვის ხაფანგის დაგებას ეცდება, რასაც მოგვიანებით მიხვდებით.

რჩევა: მზად იყავით მოულოდნელი აღმოჩენებისთვის — ყველა სიახლე სასიამოვნო არ იქნება, მაგრამ საჭიროა ზრდისა და განვითარებისთვის.

ტყუპები

ამ დღეს სიტყვები შეიძლება თქვენი ყველაზე საშიში იარაღი გახდეს – თუნდაც უმნიშვნელო ფრაზამ შეიძლება გარშემომყოფებთან ურთიერთობები გაგიფუჭოთ. ნებისმიერი კრიტიკა, თუნდაც სამართლიანი, შეიძლება მტრულად იქნეს მიღებული, ამიტომ უმჯობესია, დღეს თქვენი მოსაზრება თქვენთვის შეინახოთ. სამსახურში ეცადეთ, მნიშვნელოვანი ინფორმაცია გადაამოწმოთ და სხვის სიტყვებს არ დაეყრდნოთ – დღეს ვიღაცა თქვენს მოტყუებას ცდილობს.

რჩევა: სიტყვებს დიდი ძალა აქვს — გამოიყენეთ ისინი ფრთხილად, რომ საკუთარი ნათქვამი არ ინანოთ.

კირჩხიბი

ილუზიებში ცხოვრებას ჯობია რეალობა აღიაროთ. გირჩევთ, ზოგიერთ ადამიანთან თქვენს ურთიერთობას გადახედოთ. დროა მიხვდეთ, რომ წარსულს უნდა დაემშვიდობოთ და მომავლისკენ იმოძრაოთ. სამსახურში მოსალოდნელია შეფერხებები, შეცდომები ან მოულოდნელი ინფორმაცია, რომელიც გეგმების შეცვლას გაიძულებთ.

რჩევა: შეცდომების აღიარება არ შეგეშინდეთ — ეს კი არ დაგამცირებთ, პირიქით, წინსვლის შესაძლებლობას მოგცემთ.

ლომი

გირჩევთ, ვნებები მოთოკოთ და სიტუაციის გაკონტროლებას არ ეცადოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ რაღაც თქვენს გეგმაში არ ჯდება. ეს დღე გაძლევთ შესაძლებლობას, რომ საკუთარ მიზნებში გაერკვეთ. დროა გაარკვიოთ, თქვენს ეგოს რომელი სურვილები განაპირობებს და რომლებია თქვენთვის მართლაც მნიშვნელოვანი.

რჩევა: დროა, ტემპი შეანელოთ – ზოგჯერ სიტუაციაზე გავლენის მოსახდენად საკმარისია ყველაფერი თვითდინებაზე მიუშვათ და ბუნებრივად განვითარების შესაძლებლობა მისცეთ.

ქალწული

ეს დღე თქვენგან მაქსიმალურ სიფრთხილეს მოითხოვს, განსაკუთრებით ფინანსებთან და დოკუმენტებთან დაკავშირებულ საქმეებში. მოსალოდნელია ხარვეზები, ამიტომ თუ შესაძლებლობა გაქვთ, გირჩევთ მნიშვნელოვანი გარიგებები და ხელშეკრულებების ხელმოწერა ცოტა ხნით გადადოთ. ემოციურად რთული დღეა. შესაძლოა, შინაგანი დისკომფორტი და შფოთვა იგრძნოთ, რის მიზეზს თავადაც ვერ ხვდებით.

რჩევა: ენდეთ მხოლოდ სანდო წყაროებს და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ.

სასწორი

ახლა აქტიური მოქმედებებისა და სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებისთვის საუკეთესო დრო არ არის. არსებობს რისკი, რომ საკუთარ ემოციებში დაიკარგოთ, განსაკუთრებით — თუ ცდილობთ, ერთდროულად რამდენიმე საქმეს გაუმკლავდეთ. ურთიერთობაში თავშეკავება გამოიჩინეთ — ამ დღეს შეიძლება თქვენი უწყინარი ხუმრობა პირად შეურაცხყოფად მიიღონ.

რჩევა: ნუ ეცდებით, რომ ყველაფერი აკონტროლოთ — ამ დღეს შინაგანი ბალანსის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.

მორიელი

შესაძლოა, გარშემომყოფების მხრიდან მანიპულაციის ან ზეწოლის მცდელობებს შეეჯახოთ. ფრთხილად იყავით, ვიღაც ეცდება, თქვენი ნდობით ისარგებლოს და მოგატყუოთ. გაფრთხილება განსაკუთრებით აქტუალურია სამსახურში, სადაც ნაჩქარევმა შეთანხმებამ შეიძლება არასასიამოვნო შედეგები გამოიწვიოს.

რჩევა: არ ენდოთ პირველ შთაბეჭდილებას — დღეს გარეგნული ფასადის მიღმა შეიძლება მოულოდნელი მოტივები იმალებოდეს.

მშვილდოსანი

შეიძლება ვიღაცამ თქვენი სიტყვები არასწორად გაიგოს. ეცადეთ, სათქმელი უფრო გასაგებად გადმოსცეთ, რათა პრობლემები თავიდან აიცილოთ. ამ დღეს სჯობს, მეტი უსმინოთ და ნაკლები ილაპარაკოთ. საუკეთესო დრო არ არის მოგზაურობის, საბუთების ხელმოწერის ან ფინანსური საკითხების განხილვისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილებები მომავალში სირთულეებს გამოიწვევს.

რჩევა: დასკვნების გამოტანა არ იჩქაროთ — ამ დღეს ჯობია, სიტუაციას დააკვირდეთ, ვიდრე მასში აქტიურად ჩაერიოთ.

თხის რქა

ახალ წინადადებებთან და მოულოდნელ შესაძლებლობებთან განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ის, რაც ერთი შეხედვით მიმზიდველად ჩანს, შესაძლოა, არც ისე მოგებიანი აღმოჩნდეს. ეს დღე ემოციურადაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს — მაგალითად, მომავლის მიმართ გაურკვევლობა ან შფოთვა იგრძნოთ. მნიშვნელოვანია, პანიკას არ აჰყვეთ და ყველა პრობლემის ერთდროულად მოგვარებას არ ეცადოთ.

რჩევა: ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს — დღეს მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმოთ.

მერწყული

ამ დღემ შესაძლოა შინაგანი მღელვარების შეგრძნება მოგიტანოთ. გეჩვენებათ, რომ რაღაც მოვლენები თქვენს საწინააღმდეგოდ ვითარდება, მაგრამ ეს დროებითი შეგრძნებაა. დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ — უბრალოდ შეჩერდით და მოვლენების განვითარებას დააკვირდით. ურთიერთობაშიც სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - შეიძლება დაძაბულ და გაღიზიანებულ ადამიანებს შეხვდეთ, რომლებიც კონფლიქტებისკენ გიბიძგებენ.

რჩევა: შეინარჩუნეთ დისტანცია — დღეს სხვების საქმეებში ზედმეტი ჩართულობა მხოლოდ ზიანს მოგიტანთ.

თევზები

თქვენი შინაგანი სამყარო ამ დღეს განსაკუთრებით მგრძნობიარეა. დაფიქრდით, იქნებ ძველი ილუზიები წინსვლაში ხელს გიშლით? მედიტაცია, განმარტოებით ფიქრი თუ დღიურის წარმოება მომხდარის გააზრებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ ახალი იდეებისა და ემოციებისთვის სივრცე გაათავისუფლოთ.

რჩევა: უსმინეთ საკუთარ თავს — დღეს თქვენი შინაგანი ხმა გაცილებით მეტს გეტყვით, ვიდრე ნებისმიერი ადამიანი.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

17 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge