21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
20:46 კვი. 20 აპრილი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ეს დღე ვერძებისთვის არც თუ ისე სასიამოვნოდ ჩაივლის. უმჯობესია, მხოლოდ საკუთარ თავს ენდოთ. ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე შეიცვლება თქვენი დამოკიდებულება იმ ადამიანის მიმართ, ვისაც აქამდე ენდობოდით. სამაგიეროდ, საზოგადოებრივ საქმიანობაში წარმატებას მიაღწევთ – სხვადასხვა ტიპის ადამიანების გაერთიანება თქვენთვის ადვილი და წარმატებული იქნება.
კურო
დავალების შესრულებისთვის იმაზე მეტი ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ, ვიდრე გსურთ, თუმცა შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ. სასურველია, რომ თავისუფალი დრო სპორტულ დარბაზში გაატაროთ. ეწვიეთ აუზს, ჩაიტარეთ მასაჟი და ეს მაქსიმალურ სარგებელს მოგიტანთ. მთავარია, საკუთარ ფიქრებთან მარტო არ დარჩეთ და რაც შეიძლება ნაკლები ინერვიულოთ.
ტყუპები
უსაფუძვლო ეჭვების გამო მამაკაცებს გადაწყვეტილებების მიღება უჭირთ, რაც შეიძლება სერიოზული პრობლემებისა და ფინანსური დანაკარგის მიზეზიც კი გახდეს. ქალებმა ბედის მინიშნებებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ – ეცადეთ, დაიმახსოვროთ სიზმარი, რადგან შეიძლება მასში თქვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები იმალება.
კირჩხიბი
ამ დღეს წარმატება ფეხდაფეხ დაგყვებათ. ყველაზე სარისკო წამოწყებაც წარმატებული იქნება და თქვენს ავტორიტეტს არაკეთილმოსურნეებიც კი აღიარებენ. საქმეში პარტნიორი არ გჭირდებათ, რადგან ადამიანები გენდობიან და თანამშრომლობას თავად გთავაზობენ. ეცადეთ, საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ – გაისეირნეთ პარკში, კინოში ან რესტორანში; ეს თქვენს ურთიერთობას წაადგება.
ლომი
ამ დღეს სპონტანურად უნდა იმოქმედოთ, რადგან დაგეგმილის განხორციელება გაგიჭირდებათ. თავი შეიკავეთ დიდი შესყიდვებისგან და ეცადეთ, ფულის დაგროვება დაიწყოთ. ქალების პროფესიული წარმატება მენეჯმენტის მხრიდან მაღალი შეფასებით აღინიშნება. იმის გამო, რომ ცვლილებების გეშინიათ, ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდებით, თუმცა დღეს ყველა ცვლილება სასარგებლოა და შიშის მიზეზი არ გაქვთ.
ქალწული
სულსწრაფობა ყურადღების მოკრებაში და ვითარების საფუძვლიანად გაანალიზებაში ხელს გიშლით. მამაკაცები მიიღებენ ახალ ინფორმაციას, რომელიც, სწორად გამოყენების შემთხვევაში, ბევრ მნიშვნელოვან კითხვას პასუხს გასცემს და შესაძლოა, ფინანსური წარმატებასაც კი მოიტანოს. ქალწულებო, ხელიდან არ გაუშვათ ასეთი შანსი.
სასწორი
ფრთხილად იყავით - არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცამ თქვენი მოტყუება ან კონფლიქტში ჩათრევა სცადოს. მოულოდნელი მოვლენები თქვენს ნერვულ სისტემას გამოცდას მოუწყობს. გეჩვენებათ, რომ მთელი სამყარო თქვენს წინააღმდეგაა, თუმცა მალე მიხვდებით, რომ ნერვიულობის მიზეზი არ გაქვთ. გახსოვდეთ, სირთულეები დროებითია და ეცადეთ, ყველა ნეგატიური აზრი განდევნოთ.
მორიელი
თამამად დაიწყეთ ახალი საქმეები – შედეგი აუცილებლად წარმატებული იქნება. დიდი შანსია, რომ დღეს შეხვდეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენი მომავალი კოლეგები გახდებიან. ეცადეთ, ეს დღე ტყუილის გარეშე გაატაროთ, რადგან ამ დღეს ყველაზე უწყინარმა ტყუილმაც კი შეიძლება უსიამოვნო შედეგებამდე მიგიყვანოთ. ფრთხილად შეარჩიეთ ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობის გაგრძელებას გეგმავთ.
მშვილდოსანი
მოუსვენარი და მოვლენებით დატვირთული დღეა, თუმცა ამ ქაოსში შესაძლებელია როგორც სტაბილურობის მიღწევა, ასევე გარკვეული წინსვლაც. უახლოეს დღეებში ფინანსურ სფეროში მოსალოდნელია გაუმჯობესება. ოჯახში რაღაც სასიამოვნო მოვლენა მოხდება, რაც საზეიმო სუფრის გაშლისკენ გიბიძგებთ. უმჯობესია საქმიანი და მნიშვნელოვანი საუბრები მომავალი კვირისთვის გადადოთ.
თხის რქა
დღეს თხის რქებს მნიშვნელოვან საქმეში წინსვლა ელით. უახლოეს ხანებში მშობლებთან ურთიერთობა გაუმჯობესდება და მათგან სასიხარულო ცნობას მიიღებთ. ახლა ყველაზე ხელსაყრელი დროა ახალი ცოდნის მიღებისთვის. მზად იყავით სერიოზული საუბრისთვის პარტნიორთან – საუბრის შემდეგ შეიძლება თქვენი ურთიერთობა სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდეს.
მერწყული
გირჩევთ, საკუთარი თავის სიყვარული და საკუთარი შრომის დაფასება ისწავლოთ – ამ ეტაპზე მატერიალური კეთილდღეობისა და სულიერი სიმშვიდის მიღწევას მხოლოდ ასე შეძლებთ. თუ ამ დღეს შრომისმოყვარეობას გამოიჩენთ, შედეგი გაგაოცებთ. ეცადეთ, შემოსავალი მთლიანად არ დახარჯოთ და გარკვეული თანხა გადაინახოთ. პირად ცხოვრებაში დიდად არაფერი შეიცვლება – ჯერჯერობით სანატრელი სიახლეები არ მოჩანს.
თევზები
ამ დღეს ვარსკვლავები თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ თევზების ინტერესს გაამძაფრებენ, რაც უახლოეს მომავალში თქვენს საქმიანობაზე დადებითად აისახება. პროფესიულ საქმიანობაში მეტი სითამამე და ინიციატივა გმართებთ – თქვენი იდეები ხელმძღვანელობისგან მაღალ შეფასებას დაიმსახურებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან