დღის ჰოროსკოპი

24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

funtime

21:00 სამ. 23 თებერვალი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge
14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

დაძაბული დღეა. თავი შეიკავეთ საქმიან შეხვედრაზე ან სასიყვარულო პაემანზე წასვლისგან, რადგან მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმების მიღწევას ვერ შეძლებთ. წარუმატებელი დღეა მომსახურების სექტორში დასაქმებული ვერძებისთვის. დიდი ძალისხმევის მიუხედავად, შეცდომების თავიდან აცილებას, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებასან დაწყებული ბიზნესის წარმატებით დასრულებას ვერ შეძლებთ. ბიზნესმენ ვერძებს გეგმების გადახედვა ან პრიორიტეტული სფეროების შეცვლა მოუწევთ.

კურო

ქაოსმა და ერთდროულად ბევრი საქმის კეთების აუცილებლობამ შეიძლება წონასწორობიდან გამოგიყვანოთ. შეეცადეთ გაიგოთ, რომ თქვენი შესაძლებლობები უსაზღვრო არაა და ახლობელი ადამიანების დახმარება მიიღოთ. შეგილიათ, მათ რჩევებს სრულად ენდოთ.

ტყუპები

ცხოვრება თქვენს სიმტკიცეს და ამტანობას გამოცდას მოუწყობს, მაგრამ თუ წარსულის ობიექტურად შეფასებას და მომავლის გონივრულად დაგეგმვას შეძლებთ, ოჯახში მშვიდობა დაისადგურებს. ბოლოს და ბოლოს, ჩანაფიქრი შეიძლება სხვა მეთოდებით და სხვა ხალხთან ერთად განახორციელოთ. თქვენი აურა და სხვაზე ზემოქმედების უნარი ძლიერდება.

კირჩხიბი

იძულებული ხართ, ერთდროულად რამდენიმე საქმე აკეთოთ, რამაც შეიძლება სულიერი წონასწორობა დაგირღვიოთ და აგანერვიულოთ. პარტნიორთან ურთიერთობა დღითიდღე უინტერესო ხდება და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, დაშორდებით საყვარელ ადამიანს თუ არა.

ლომი

გადაჭარბებული ემოციები პრობლემების გადაჭრის დროს, მკვეთი გამოთქმები და კატეგორიულობა შეიძლება ნებისმიერ საქმეში ხელის შემშლელი ფაქტორი გახდეს. მოსალოდნელია ქონებასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემებია: ხანძარი, ძარცვა ან საუკეთესო შემთხვევაში, საყოფაცხოვრებო რემონტი.

ქალწული

საგანმანათლებლო და სააღმზრდელო საქმიანობით დაკავებული ქალწულებისთვის ხელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია ფინანსური დგომარეობის გაუმჯობესება ან საქმის წარმატებით დასრულება. პლანეტები გირჩევენ, რომ წონასწორობისა და ტაქტის განცდა არ დაკარგოთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება გეგმების გადახედვა ან პრიორიტეტების შეცვლა მოგიწიოთ.

სასწორი

ცვლილებებისა და განახლებების დღეა. იზრდება ინტუიცია და პიროვნული ხიბლი. ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლებისთვის. დღის პირველ ნახევარში სასწორს საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა აღფრთოვანება და წარმატება ელის. დღის მეორე ნახევარში მოულოდნელმა პრობლემებმა შეიძლება გაართულოს თქვენი ურთიერთობა მეგობრებთან. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და დაუფიქრებლად არაფერი თქვათ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა ცოდნის მიღებისა და ინფორმაციის გაცვლისთვის. გირჩვთ, საქმეს გაერიდოთ, შხვედრებისაგნ თავი შეიკავოთ და სულიერი სიმშვიდე საყვარელ საქმიანობასა და მუსიკაში ან კლასიკური ლიტერატურის კითხვაში იპოვოთ. გირჩევთ, საღამო ბავშვებს დაუთმოთ და გაიხსენოთ ყველაფერი საუკეთესო, რაც ბავშვობის მოგონებებს უკავშირდება.

მშვილდოსანი

დღეს შეძლებთ პარტნიორი ფხიზლად შეაფასოთ, მომავლის სტრატეგია დაგეგმოთ და სულიერი სიმშვიდე მოიპოვოთ. იზრდება აურა და სხვა ადამიანებზე ზემოქმედების უნარი. სავარაუდოდ, ბოლო დროინდელმა წარუმატებლობებმა წონასწორობა დაგირღვიათ. გამოიჩინეთ მოთმინება და გამძლეობა: ადრე თუ გვიან, გეგმების განხორციელებას შეძლებთ.

თხის რქა

მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გარკვეული გაუმჯობესება ან საქმის წარმატებით დასრულება. პლანეტები გირჩევენ, რომ წონასწორობის გრძნობა არ დაკარგოთ. ეცადეთ, ოჯახს მეტი ყურადღება მიაქციოთ, თორემ თანამდებობისთვის ბრძოლაში შეიძლება სრულიად მარტო დარჩეთ. გამორიცხული არ არის, რომ გეგმების გადახედვა ან ტაქტიკის შეცვლა მოგიწიოთ.

მერწყული

ამ დღეს ორმაგი მახასიათებელი აქვს. დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია და უზენაესი ძალების დაცვას გპირდებათ. საღამოს ოჯახური პრობლემები გელით, რაც დიდ დროს, ენერგიას და ხარჯებს გამოიწვევს. ახლა ყველაზე მეტად უარყოფითი ემოციებისგან განთავისუფლება გჭირდებათ. სასურველია მარტოობა და ბუნებასთან კავშირი.

თევზები

ამ დღეს პირად ცხოვრებაში უსიამოვნო სიახლეები გელით. არასტაბილურ წყვილებში მოსალოდნელია ჩხუბი და კონფლიქტი. მყარ ოჯახებს კი ურთიერთობების ან საყოფაცხოვრებო პირობების განახლება ელით. ახლობლი ადამიანების პრობლემები თქვენს აქტიურ მონაწილეობას მოითხოვს, რაც ნერვიულობას და გადაღლას მოგიტანთ.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge