დღის ჰოროსკოპი

27 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

funtime

22:17 სამ. 26 იანვარი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge
14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 იანვრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

დღეს ორმაგი მახასიათებელი აქვს. დღის პირველ ნახევარში მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, რადგან პლანეტების არახელსაყრელმა კომბინაციამ შეიძლება ფინანსური ზარალი გამოიწვიოს. სამსახურში მოსალოდნელია თანამდებობის შეცვლა. გამორიცხული არ არის, რომ შექმნილმა ვითარებამ მეგობრებთან ურთიერთობის გადახედვა გაიძულოთ.

კურო

თავი შეიკავეთ დიდი და მნიშვნელოვანი პროექტების დაწყებისგან - ახლა ამისთვის არახელსაყრელი დროა. თქვენი სიფრთხილე და წინდახედულება ძალიან გამოგადგებათ. უყურადღებოდ ნუ დატოვებთ ახლობელი ადამიანების რჩევას - შესაძლოა, ეს ისაა, რაც ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ.

ტყუპები

ემოციურად საშიში დღეა. გირჩევთ, დაგეგმილი ვიზიტები გააუქმოთ და მთელი დღე სახლში გაატაროთ. ყურადღება მიაქციეთ ოჯახის წევრების მოთხოვნილებებს. თქვენი მოთმინება და ტაქტი ხელს შეუწყობს ნდობის, კომფორტისა და სითბოს ატმოსფეროს შექმნას. თუ შესაძლებელია, პატარა ოჯახური წვეულება მოაწყვეთ და ახლობელი ადამიანები მოიწვიეთ. ამ დღეს არასასურველია საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება: რემონტი, სახლის კეთილმოწყობა, მცენარეების დარგვა. შესაძლებელია, ვიღაცას თქვენი დახმარება დასჭირდეს და უარი არ უთხრათ.

კირჩხიბი

ამ დღეს სამსახურში გაუგებრობება გელით. ფხიზლად იყავით და ნაჩქარევ გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ, რადგან ვიღაც თქვენთვის ზიანის მოყენებას ცდილობს. ბევრი რამ თქვენს სისწრაფესა და გამძლეობაზეა დამოკიდებული. ერიდეთ სამსახურის შეცვლას - ეს პერიოდი ასეთი ცვლილებებისთვის შესაფერისი არაა. ეცადეთ, საღამოს საყვარელ ადამიანებთან ერთად გაერთოთ და ცუდი განწყობა მოიშოროთ.

ლომი

დღევანდელი პრობლემები, სავარაუდოდ, პირად ცხოვრებას უკავშირდება. ან მგზნებარედ შეგიყვარდებათ, ან პირიქით, საყვარელ ადამიანს დაშორდებით, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერი კარგად დასრულდება. ეს თქვენი ცხოვრების უკანასკნელი სიყვარული ან კამათი არაა.

ქალწული

წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველ ნახევარში ფრთხილად უნდა იყოთ - მოერიდეთ გუნდურ მუშაობას, ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რადგან თქვენი ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურია. კარიერულ კიბეზე მოსალოდნელია ცვლილება, ოღონდ ზემოთ თუ ქვემოთ, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ფარული მტრების ჭორებისა და ცილისწამების გამო, მოსალოდნელია უსიამოვნება. გირჩევთ, კონფიდენციალური ინფორმაცია მხოლოდ იუახლოეს ადამიანებს გაანდოთ.

სასწორი

ემოციური თვალსაზრისით, საშიში დღეა. გაითვალისწინეთ, რომ სრულფასოვანი დასვენება გჭირდებათ. ყოველდღიური პრობლემების მოგვარება სხვა დროისთვის გადადეთ. შესაძლებელია, მეგობრების ან ნათესავების დახმარება მოგიწიოთ.

მორიელი

ამ დღეს არაკეთილმოსურნე ადამიანების ინტრიგებს ფარდას ახდით და საკუთარი თავით კმაყოფილი დარჩებით. მთავარია, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. გახსოვდეთ, რომ წყენა და აგრესიულობა, პირველ რიგში, ზიანს თქვენ მოგაყენებთ, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აისახება.

მშვილდოსანი

საშიში დღეა. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ სარისკო საქმეებსა და საეჭვო ნაცნობობას ერიდოთ. გირჩევთ, დაგეგმილი ვიზიტები, საქმიანი შეხვედრები და სასიყვარულო პაემნები გააუქმეოთ და მთელი დღე სახლში გაატაროთ. დღეს დაძაბულობამ შეიძლება პიკს მიაღწიოს, რადგან არასასიამოვნო ამბებს გაიგებთ. თავი შეიკავეთ სპირტიანი სასმელების მიღებისა და უცნობ ადამიანებთან დაპირისპირებისგან.

თხის რქა

მოულოდნელი ამბები სიმშვიდეს დაგირღვევთ ან ოჯახში ურთიერთობებს გაართულებს. მზად იყავით სერიოზული პრობლემებისათვის, რომლებსაც მხოლოდ ადამიანების დარწმუნების უნარით გაუმკლავდებით. სავარაუდოდ, ოჯახის წევრებს თქვენი ყურადღება და ზრუნვა აკლიათ, ამიტომ უნდა ეცადოთ, ეს დანაკლისი აანაზღაუროთ. ალკოჰოლს ერიდეთ.

მერწყული

ჯანმრთელობის მხრივ თუკი პრობლემები გქონდათ, ყველაფერი მოგვარდება. თავს ენერგიულად იგრძნობთ. ახლა საუკეთესო პერიოდია საკუთარი ბიზნესიდეების განხორციელებისთვის. ოჯახში თავი შეიკავეთ ზედმეტი შენიშვნებისგან - ეს შეიძლება, სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდოს.

თევზები

კრიტიკული დღეა. ბევრ თევზს კონფლიქტი ელის, მაგრამ არ უნდა ინერვიულოთ. შესაძლებელია, მეგობრობა განაახლოთ მათთან, ვისთან, რატომღაც, ურთიერთობა გაწყვიტეთ. ერიდეთ ფულის გაუმართლებელ ხარჯვას, რადგან მოსალოდნელია ფინანსური პრობლემები. ახლობელი ადამიანებისა და ძველი ნაცნობების დახმარებით პრობლემებს გაუმკლავდებით. ნუ დაივიწყებთ დასვენების შესახებ, რომელიც სარგებელს მოგიტანთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

1-ლი მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

28 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge