დღის ჰოროსკოპი

31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:22 პარ. 30 ივლისი, 2021 წელი

31 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

საშიში დღეა. ბედი თქვენს გამძლეობას და პრინციპების ერთგულებას გამოცდას მოუწყობს. არ არის გამორიცხული, რომ სარისკო კომერციულმა ოპერაციამ ფინანსური ზარალი მოგიტანოთ. თავი შეიკავეთ კამათში ჩარევისგან, რომელიც, ორმხრივი გაღიზიანების გარდა, არაფერს მოგიტანთ. დღის მეორე ნახევარში, უარყოფითი ტენდენციები შესუსტდება, მაგრამ ოჯახური და საყოფაცხოვრებო პრობლემები დიდ დროს და ფულს წაგართმევთ.

კურო

ამ დღეს ნებისმიერი საქმე მაქსიმალურ სიფრთხილეს და ყურადღებას მოითხოვს. ვარსკვლავები გირჩევენ, ნაკლები იაქტიუროთ და მოერიდოთ საქმეს, რომელიც შესრულების სიზუსტეს მოითხოვს. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სულიერი დისკომფორტი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

ტყუპები

კრიტიკული დღეა. ვარსკვლავებს გირჩევენ ახალ ნაცნობობას სიფრთხილით მოეკიდოთ. სავარაუდოდ, ბიზნესსაქმიანობა ან სარისკო ფინანსური გარიგებები ფინანსურად დაგაზარალებთ. გირჩევთ, პროფესიული საქმიანობის სფეროში აქტიურობისგან თავი შეიკავოთ. მოსალოდნელია ოჯახური საქმეები და ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემები.

კირჩხიბი

ამ დღეს იდეებს, რომლებზეც ბოლო დროს ფიქრობთ, სწრაფი და მნიშვნელოვანი შედეგების მოტანა შეუძლია. თქვენი უშრეტი ენერგიით გარშემო მყოფების გაოცებას შეძლებთ. შანსი გაქვთ, რომ სამსახურებრივ დავალებას წარმატებით გაუმკლავდეთ, თქვენი სოციალური სტატუსი უკეთესობისკენ შეცვალოთ და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა გააუმჯობესოთ.

ლომი

ვარსკვლავების განლაგება ჯერ ისევ არასახარბიელოა. როგორც ჩანს, ბედი თქვენი ცხოვრებისეული პრინციპების ერთგულებას და ხასიათის სიმტკიცეს ამოწმებს. არ არის გამორიცხული, რომ თქვენი საუკეთესო თვისებები თქვენ წინააღმდეგ შემოტრიალდეს. პროფესიული საქმიანობის სფეროში მოსალოდნელია შეცდომები და მენეჯმენტის შენიშვნები. ამასთან ნებისმიერი კომერციული საქმიანობა ფინანსურად დაგაზარალებთ. მოერიდეთ სხვა ადამიანების კამათში ჩარევას, რაც გაღიზიანების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

ქალწული

კრიტიკული დღეა. ახალი საქმე ან სარისკო წამოწყება ფინანსურ ზარალს გამოიწვევს. პირადი ცხოვრება თქვენგან მაქსიმალურ სიფრთხილეს და ყურადღებას მოითხოვს. ოჯახური და საყოფაცხოვრებო პრობლემები დამატებით ხარჯებს გამოიწვევს. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, თავი შეუძლოდ იგრძნოთ.

სასწორი

იღბლიანი დღეა. შეგიძლიათ, ნებისმიერ საქმეს თამამად შეეჭიდოთ, რადგან ყველგან წარმატება გელით. სასიცოცხლო პოტენციალი მაღალია. მარტოხელა ან თავგადასავლების მაძიებელმა სასწორებმა შეიძლება საპირისპირო სქესის ადამიანების ყურადღება მიიქციონ, მაგრამ ნაცნობობა მალე ჩხუბით და სკანდალით დასრულდება.

მორიელი

მძიმე და პასიური დღეა. არაკეთილმოსურნე ადამიანების მხრიდან მოსალოდნელია ინტრიგები და აგრესია. გამორიცხული არ არის, რომ პრობლემები ოჯახურ ურთიერთობებშიც შეგექმნათ. აგრესიულმა ფონმა შეიძლება, უხეშობისკენ გიბიძგოთ და ვიღაც უსამართლოდ შეურაცხყოთ. ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ, რომ უდანაშაულო ადამიანები არ გაანაწყენოთ.

მშვილდოსანი

კრიტიკული დღეა. გირჩევთ, პროფესიული საქმიანობის სფეროში ნაკლები იაქტიუროთ, რადგან სასურველი შედეგების მიღებას მაინც ვერ შეძლებთ. რისკთან დაკავშირებული ბიზნესოპერაციები დანაკარგებს გამოიწვევს. სიზმრები პირიქით უნდა განიმარტოს.

თხის რქა

კრიტიკული დღეა. თქვენს ცხოვრებაზე მერკურის გავლენა ფინანსურ დანაკარგებს გამოიწვევს, ამიტომ კომერციულ საკითხებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას მოერიდეთ. მოსალოდნელია სამსახურებრივი მდგომარეობის გაუარესება, მაგრამ ეცადეთ, უსიამოვნო სიახლეებს მშვიდად შეხვდეთ. დღის მეორე ნახევარში, ფარული მტრები თქვენთვის ხაფანგის დაგებას ეცდებიან, თუმცა გონივრული მოქმედებებით უსიამოვნებების თავიდან აცილებას შეძლებთ.

მერწყული

თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი ჯერ ისევ მაღალია. ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დასაწყებად, რადგან შედეგი მოლოდინს გაამართლებს. მარტოსული ან თავგადასავლების მაძიებელი მერწყულები საპირისპირო სქესის ყურადღებას მიიქცევენ. ეს მხოლოდ ნაცნობად დარჩება თუ რაღაც უფრო მნიშვნელოვან ურთიერთობაში გადაიზრდება, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

თევზები

წინააღმდეგობრივი დღე გელით. დღის პირველ ნახევრის უმიზეზო ოპტიმიზმს საღამოს დეპრესიული განწყობა შეცვლის. სასურველია, ცოტა ხნით განმარტოვდეთ, რომ დაკარგული წონასწორობა აღიდგინოთ. განსაკუთრებული სიფრთხილე ავტომობილის მართვის დროს უნდა გამოიჩინოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

1-ელი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge