იცით თუ არა

ქვეყანა, სადაც ყვავილი მამაკაცურობის სიმბოლოდ მიიჩნევა

fun time

15:51 ორშ. 30 იანვარი, 2023 წელი

კახტანიტები

14
დაკოპირებულია

საყოველთაოდ მიღებულია, რომ ყვავილებით ტკბობა ქალების საქმეა, თუმცა კახტანიტებს ანუ „სამხრეთელ არაბებს“ ყვავილებისგან დაწნული გვირგვინები მამაკაცურობის სიმბოლოდ აქვთ...

კახტანიტებს საუდის არაბეთში შეხვდებით. მიიჩნევა, რომ ისინი ჭეშმარიტი, „სუფთა“ არაბები არიან.

კახტანიტ მამაკაცებში ყვავილების გვირგვინისა და მძივების ტარების ტრადიცია საუკუნეების წინ ჩამოყალიბდა და ჩვენს დრომდე მოაღწია. ამ ტრადიციის თანახმად, ყვავილისგან დამზადებული სამკაულები ყველა თავმოყვარე კახტანიტს უნდა ამშვენებდეს.

მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთი უზარმაზარი უდაბნოა, აქ ფლორის 2000-ზე მეტ სახეობას ნახავთ. ყვავილის მძივებსა და გვირგვინებს ადგილობრივ ბაზრებზე ყოველდილით ამზადებენ. ბუნებრივი სამკაულების ფასი 1 ევროდან იწყება. ზოგი მამაკაცი საკუთარ გვირგვინებს თავად ამზადებს და ამისთვის იშვიათ ყვავილებს ირჩევს.

რომელი ყვავილებით მზადდება კახტანიტების გვირგვინი?

ყველაზე ძვირად ღირებული და დახვეწილი გვირგვინები თეთრი ჟასმინისგან მზადდება. აღსანიშნავია, რომ ეს ყვავილი იმდენად სათუთია, რომ გამყიდველებს მისი შენახვა მაცივრებში უწევთ. ჟასმინისგან დამზადებული გვირგვინის „სიცოცხლის ხანგრძლივობა“ მხოლოდ ორი დღეა.

მამაკაცის გვირგვინებს ყველაზე ხშირად გარეული რეჰანისა და გულყვითელასგან ამზადებენ.

აბსოლუტურ სრულყოფილებად ითვლება გვირგვინის ფერის შეხამება შეღებილ წვერთან. კახტანიტებს მიაჩნიათ, რომ ასე უფრო ახალგაზრდულად და მიმზიდველად გამოიყურებიან.

ყვავილების გვირგვინებს არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ სამკურნალო დანიშნულებაც აქვს

საუდის არაბეთში ფიტოთერაპია დიდი პოპულარობით სარგებლობს, ამიტომ ყვავილების გვირგვინს თავის ტკივილის სამკურნალოდ და დაღლილობის მოსახსნელად იყენებენ.

ახლა კახატანის შთამომავლები ცდილობენ ტრადიციები მომდევნო თაობებს გადასცენ.

თუ გვირგვინი არა, მაშინ - გრძელი თმა

კახტანიტებში ისეთ მამაკაცებსაც შეხვდებით, რომლებიც ყვავილების გვირგვინებისა და მძივების ტარებაზე უარს ამბობენ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვალდებულნი არიან, გრძელი თმა ატარონ, როგორც ადგილობრივი კულტურის ნაწილი.

ზოგი კახტანიტი მამაკაცი ყვავილების დეკორაციებით იმდენად ამაყობს, რომ ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და ქალებს თავს აწონებს.

დიახ, ისინი კონსერვატიული შეხედულებებით ცნობილი ნამდვილი არაბი მამაკაცები არიან, მაგრამ თმაში ყვავილების აქვთ ჩაწნული.

ესეც დაგაინტერესებთ:

ისლანდია - ყველაზე სუფთა, ბედნიერი და დღეგრძელი ადამიანებით დასახლებული ქვეყანა

ზღაპრული ქვეყანა ჯარის, ვალუტის, დანაშაულის, უმუშევრობის და საგარეო ვალის გარეშე

ქვეყნები, სადაც მოქალაქეობის მოპოვება შესაძლებელია მათ ტერიტორიაზე დაბადებით

წყარო: pictolic.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი