იცით თუ არა

ლუდი სიცოცხლეს ახანგრძლივებს? - 5 სამეცნიერო ფაქტი, რომელიც გაგაოცებთ

fun time

18:37 შაბ. 1 მარტი, 2025 წელი

ლუდი სიცოცხლეს
ახანგრძლივებს?

14
დაკოპირებულია

ლუდი მსოფლიოში მესამე ყველაზე გავრცელებული სასმელია ჩაისა და წყლის შემდეგ. ყველამ იცის, რომ ის ანადგურებს ღვიძლს, იწვევს ჭარბ წონას, აზიანებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას და დამოკიდებულებას იწვევს, მაგრამ ბოლო წლების კვლევებმა აჩვენა, რომ ლუდის ზომიერი რაოდენობით მოხმარება შეიძლება ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს.

ლუდი არა მხოლოდ პოპულარული სასმელია, არამედ საკვები ნივთიერებების წყაროცაა. მდიდარი შემადგენლობისა და უნიკალური თვისებების წყალობით, სწორად გამოყენების შემთხვევაში, მას შეუძლია სასარგებლო გავლენა მოახდინოს სხეულზე.

როგორ უნდა დალიოთ ლუდი ისე, რომ ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ:

გთავაზობთ 5 დადასტურებულ ფაქტს, რომელიც გაიძულებთ ამ სასმლის მიმართ დამოკიდებულებას საკუთარ დამოკიდებულებას გადახედოთ.

1. ლუდი ბოჭკოს წყაროა

ლუდი შეიცავს ხსნად ბოჭკოს, რომელიც საჭმლის მონელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის აუმჯობესებს ნაწლავის მიკროფლორას და ეხმარება ღვიძლს ტოქსინების წინააღმდეგ ბრძოლაში. ლუდი ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს. ლუდში შემავალი ბოჭკო ხელს უწყობს სისხლში LDL ქოლესტერინის, ე.წ. ცუდი ქოლესტერინის შემცირებას.

2. სასარგებლოა ძვლებისა და გულისთვის

ლუდში სილიციუმის მაღალი შემცველობა ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის გაძლიერებას, რაც 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში ძვლის ნორმალური სტრუქტურის შესანარჩუნებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

კვლევები ადასტურებს, რომ ლუდის ზომიერი მოხმარება თეთრ ღვინოზე უფრო ეფექტურად ამცირებს გულის იშემიური დაავადების რისკს. ეს ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობით არის გამოწვეული - ლუდში ის ორჯერ მეტია. გარდა ამისა, ლუდი მნიშვნელოვანი მიკროელემენტების - კალიუმის და მაგნიუმის წყაროა, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე დადებითად მოქმედებენ.

3. ლუდი და ტვინის ჯანმრთელობა

ლუდში შემავალი სილიციუმი ამცირებს ალუმინის ტოქსიკურ ეფექტს, რომელიც ალცჰაიმერის განვითარების ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად ითვლება.

გარდა ამისა, ლუდი მდიდარია B ვიტამინებით, განსაკუთრებით B2, B6 და B12, რომლებიც მონაწილეობენ მეტაბოლიზმის პროცესში და ხელს უწყობენ ცენტრალური ნერვული სისტემის და ტვინის ფუნქციონირებას.

4. ლუდი და საჭმლის მონელება

ზოგიერთი მონაცემი ადასტურებს, რომ ლუდმა შეიძლება ბაქტერია Helicobacter pylori-ის ზრდა შეაფერხოს, რომელიც ცნობილია, როგორც წყლულოვანი დაავადების მთავარი მიზეზი.

5. აწესრიგებს სისხლში შაქრის დონეს

სვიაში შემავალ ნაერთებს ესტროგენის მსგავსი თვისებები აქვთ, რაც ამცირებს ინსულინის წინააღმდეგობის განვითარების რისკს და აწესრიგებს შაქრის დონეს.

სხვა სასმელებთან შედარებით, ლუდი შედარებით ნაკლებ კალორიას შეიცავს - 42 კკალ 100 გრ-ზე. ეს ნაკლებია, ვიდრე ვაშლის წვენში, ტკბილი ხილის სასმელებში ან რძეში შემავალი კალორიები.

რამდენია ლუდის დღიური დოზა:

მამაკაცებისთვის ეს არის არაუმეტეს 0,5 ლიტრი დღეში, ქალებისთვის - არაუმეტეს 0,3 ლიტრი სუსტი ლუდი. ამასთან, ლუდი ყოველდღე არ უნდა დალიოთ.

და ბოლოს, ზომიერად მოხმარების შემთხვევაში, ლუდი შეიძლება ვიტამინებით, მიკროელემენტებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი, ჯანსაღი პროდუქტი იყოს, თუმცა, აქ მთავარი სიტყვა ზომიერებაა, რადგან გადაჭარბებულმა მოხმარებამ შეიძლება საპირისპირო ეფექტი გამოიწვიოს.

***

რა სარგებლობა მოაქვს ლუდს?

ლუდი, რომელიც შეგიძლიათ ჭამოთ

სასმელი და კერძი - იდეალური წყვილები


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ისტორიული ფაქტები, რომელთა დაჯერება...

ჩინელი მეკობრე ქალი ჟენგ ი
საო

შეამოწმეთ — ხართ თუ არა დედამიწის პ...

პლანეტა დედამიწა და
ინფორმაცია მისი
მოსახელობის შესახებ

როგორ უმკლავდებოდნენ სიცხეს მსოფლიო...

ნიუ იორკი, 1911 წელი, სიცხე

რატომ უნდა შეეხოთ მთქნარებისას ენას...

რატომ უნდა შეეხოთ
მთქნარებისას ენას?

ვინ გამოიგონა ლუდი?

ვინ გამოიგონა ლუდი?

რისთვის სჭირდება ადამიანს თითის ანა...

თითის ანაბეჭდები

როგორ იქცა ამერიკული აბრევიატურა OK...

ამერიკული აბრევიატურა OK

შექმნეს ნაყინი, რომელიც არ დნება (v...

Kanazawa Ice cream

მამაკაცებს ქალებზე ცუდი სმენა აქვთ?...

მამაკაცებს ქალებზე ცუდი
სმენა აქვთ?