იცით თუ არა

მამაკაცის ფიზიოგნომიკა - როგორ ამოვიცნოთ მოძალადე სახის ნაკვთებით?

fun time

19:39 ოთხ. 31 ივლისი, 2024 წელი

მამაკაცის ფიზიოგნომიკა

14
დაკოპირებულია

ფიზიოგნომიკა მეცნიერებაა, რომელიც სახის ნაკვთების მიხედვით ადამიანის ხასიათს და თვისებებს იკვლევს. ფიზიოგნომებს შეუძლიათ ადამიანის სახის თუ ცხვირის ფორმის მიხედვით ადამიანის ხასიათი და მისი ბედიც კი დაინახონ.

ადამიანის სახე მის აზრებსა და ემოციებს ასახავს, მთავარია დანახულის სწორად წაკითხვა შეგვეძლოს. ვცადოთ, ერთად გავარკვიოთ შეიძლება თუ არა სახის ნაკვთებით მოძალადე მამაკაცის ამოცნობა.

ფართო სახე

კვლევებმა დაადასტურა, რომ მამაკაცები ისეთი კლასიკური ნაკვთებით, როგორიცაა ფართო ყბა, ოთხკუთხედი ნიკაპი და წინ გამოწეული წარბები, აგრესიისკენ მეტად მიდრეკილები არიან.

დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფართო სახის მქონე მამაკაცებს ტესტოსტერონის მაღალი დონე აქვთ, რაც მაღალ სექსუალურ ლტოლვაზე და ზოგჯერ ღალატისკენ მიდრეკილებაზე მიუთითებს.

სახის ოვალური ფორმა

სახის ოვალური ფორმა ნიშნავს, რომ მამაკაცისთვის სახლი და ოჯახი ყველაზე მთავარია. ასეთი მამაკაცი ღალატისკენ მიდრეკილი არაა.

წვრილი თვალები

თუ ფიზიოგნომებს დავუჯერებთ წვრილი თვალები ეშმაკ, მანიპულირების მოყვარულ და ეგოისტ მამაკაცებს აქვთ.

თუ მამაკაცი ნახევრად დახუჭული თვალებით გიყურებთ, ეს შეიძლება მის მგრძნობიარე ბუნებაზე მიუთითებდეს.

თვალის არიდება

თუ სექსოლოგ ტამი ნელსონს დავუჯერებთ, ღალატისკენ მიდრეკილება შეიძლება პარტნიორის თვალების მოძრაობაში დაინახოთ.

საუბრის დროს თვალის არიდება და სხვადასხვა მხარეს ყურება შეიძლება არასაკმარისი გულწრფელობის ნიშანი იყოს. თუ სერიოზულ თემაზე საუბრის დროს მამაკაცს თქვენთვის თვალის გასწორება უჭირს, მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ.

კარგად დააკვირდით, თუ მამაკაცს თვალები ისე ფართოდ აქვს გახელილი, რომ თეთრი გარსი ჩანს, ეს შეიძლება აგრესიაზე ან შიშზე მიუთითებდეს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგ ადამიანს ბუნებრივად დიდი თვალები აქვს, ამიტომ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას უნდა მოვერიდოთ.

თხელი ტუჩები

თხელი ტუჩები შეიძლება მამაკაცის სიმკაცრეზე, სიძუნწეზე და კრიტიკისკენ მიდრეკილებაზე მეტყველებდეს.

თხელი და მაგრად მოკუმული ტუჩები მტკიცე ხასიათზე, სისასტიკესა და შეუვალობაზე მეტყველებს.

ოთხკუთხედი ყბა

მამაკაცის ფართო და ძლიერი ყბა, როგორც წესი, ლიდერის თვისებებთან და თავდაჯერებულობასთან ასოცირდება, თუმცა, ზედმეტად გამოკვეთილი ყბა შეიძლება დომინირებისა და ბევრი პარტნიორის ყოლის სურვილზე მიუთითებდეს.

თუ ძლიერი ქვედა ყბის პატრონს პატარა ნიკაპი აქვს, თქვენ წინაშეა პოტენციური ტირანი, რომელსაც უეცარი „აფეთქება“ ახასიათებს.

სწორი ან კეხიანი ცხვირი

კლასიკური სწორი ცხვირის მქონე მამაკაცები ხშირად მომთხოვნები და სრულყოფილებისკენ მიდრეკილები არიან, რის გამოც გარშემო მყოფებთან ურთიერთობებში პრობლემები აქვთ.

კეხიანი ცხვირი უშიშროებაზე, იმპულსურობაზე, სიფიცხეზე და შურისმაძიებლობაზე მეტყველებს. ასეთი ცხვირის პატრონს შეიძლება ძალადობისკენ მიდრეკილებაც ახასიათებდეს.

გამოკვეთილი წარბები

გამოკვეთილი წარბები მამაკაცში ტესტოსტერონის მაღალ დონეზე მიუთითებს. როგორც წესი, ასეთი წარბები ძლიერ, დომინირების სურვილის მქონე მამაკაცებს აქვთ.

შუბლზე ნაოჭები

შუბლის ნაოჭებმა შეიძლება ადამიანის შესახებ ბევრ რამ გვიამბოს. შუბლზე ან წარბებს შორის ღრმა ვერტიკალური ნაოჭები შეიძლება უკმაყოფილებაზე ან ფარულ აგრესიაზე მიუთითებდეს.

***

სახის ნაკვთებმა შეიძლება ადამიანის ამა თუ იმ თვისებაზე მიუთითოს, მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ფიზიოგნომიკა ზუსტი მეცნიერება არ არის, ამიტომ პიროვნების შესახებ დასკვნების გამოტანა მხოლოდ სახის მახასიათებლებზე დაყრდნობით მცდარი იქნება.

ესეც დაგაინტერესებთ:

რაზე მიგვითითებს მამაკაცის სიარულის მანერა?

ქვეყანა, სადაც ყვავილი მამაკაცურობის სიმბოლოა

თუ ადამიანის ამოცნობა გსურთ, მის შუბლს დააკვირდით


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში

კატის კრუტუნი სიცოცხლეს გვიხანგრძლი...

კატის კრუტუნი სიცოცხლეს
გვიხანგრძლივებს

კავშირი, რომელიც ზეცაში იქმნება — ზ...

ზოდიაქოს 4 წყვილი იდეალური
ფსიქოლოგიური
თავსებადობით