იცით თუ არა

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ცხოველური შხამები

fun time

16:00 ხუთ. 16 მარტი, 2023 წელი

ძვირად ღირებული შხამები

14
დაკოპირებულია

ადამიანების უმეტესობა სიმდიდრის სიმბოლოდ ელიტარულ სახლებს, მანქანებს, იახტებს და სამკაულებს მიიჩნევს, თუმცა მათ ეს შხამები ღირებულებით არ ჩამოუვარდება...

სამეფო კობრას შხამი - 1 ლიტრი 42 000 აშშ დოლარი

სამეფო კობრის შხამისგან ქრონიკული ანთებითი დაავადებების, შაკიკისა და ნევრალგიის სამკურნალო მედიკამენტები მზადდება. ის ასევე გამოიყენება გველის ბალზამის დასამზადებლად, რომელიც ჩინეთში ძალიან პოპულარულია.

ამ სითხის მისაღებად კობრებს სპეციალურ გველის მეურნეობებში ამრავლებენ, სადაც გაწვრთნილი ადამიანები „წველიან“.

ხმალკუდას (კიბომორიელი) სისხლი - 1 ლიტრი 20 ათასი აშშ დოლარი

ხმალკუდას სისხლი ფარმაცევტული მიზნებისთვის გამოიყენება. ყოველწლიურად ნახევარ მილიონამდე ხმალკუდას იჭერენ, სისხლის მესამედს აცლიან და ბუნებრივ გარემოში აბრუნებენ. სისხლის გაღების ეს მეთოდი ხმალკუდებისთვის სრულიად უვნებელი ყოფილა.

ხმალკუდას სისხლი დიდი რაოდენობით სპილენძს შეიცავს და ენდოტოქსინებთან ურთიერთქმედებისას დედდება. ის ადამიანისთვის საშიში ბაქტერიების გამოსავლენად გამოიყენება. ხმალთევზას სისხლის საშუალებით მოწმდება მედიკამენტები, იმპლანტები და სამედიცინო აღჭურვილობა.

ყვითელი მორიელის შხამი - 1 ლიტრი 12 000 აშშ დოლარი

ყვითელი მორიელის შხამისგან დამზადებული მედიკამენტები გაფანტულ სკლეროზს, რევმატოიდულს ართრიტს და ნაწლავის ანთებას ებრძვის. მიმდინარეობს მუშაობა შხამის ონკოლოგიურ კვლევებში გამოსაყენებლად.

ბოლო დრომდე შხამის ჰუმანური შეგროვების მეთოდი არ არსებობდა, ამიტომ ძვირფასი სითხის მისაღებად მორიელის მოკვლა უწევდათ. ახლახან გამოიგონეს VES-4 მოწყობილობა, რომელიც მორიელზე ელექტროშოკის მსგავსად ზემოქმედებს, რის შემდეგაც ის შხამს გამოყოფს.

***

850 000 დოლარი ერთი დოზისთვის - რას კურნავს მსოფლიოში ყველაზე ძვირი მედიკამენტი?

რატომ „მოკლა“ აგათა კრისტიმ 83 პერსონაჟი შხამით?

გველის ღვინო - გარისკავთ დალევას?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოძრაობენ გემები ღამით, განათ...

როგორ მოძრაობენ გემები
ღამით

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული