იცით თუ არა

ნოემბრის გიორგობა - წმ. გიორგის ბორბალზე წამების დღე რატომ აღინიშნება მხოლოდ საქართველოში?

fun time

16:28 ოთხ. 23 ნოემბერი, 2022 წელი

ალავერდის წმინდა გიორგი

14
დაკოპირებულია

III-IV საუკუნეების მიჯნაზე მცხოვრები და ქრისტიანობისთვის წამებულ წმინდა გიორგი კაბადოკიელს თაყვანს სცემენ არა მარტო მართლმადიდებლები, არამედ კათოლიკეები, პროტესტანტები, მონოფიზიტები. 

საქართველოს ეკლესიების უმეტესი ნაწილი წმინდა გიორგის სახელზეა აგებული.
მე-12 საუკუნიდან, მეფე გიორგი III-ის (1115-1184 წწ.) დროს, წმინდა გიორგი, როგორც ერთიანი საქართველოს სიმბოლო, უკვე დიდ სახელმწიფო ბეჭედზე გამოსახეს.
დღეს წმინდა გიორგი საქართველოს სახელმწიფო გერბის მთავარი ფიგურაა.

წმინდა გიორგის განსაკუთრებულ თაყვანისცემა საქართველოში ჯერ IV საუკუნის დამდეგსვე დაიწყო. წმინდა გიორგი, რომელიც კაბადოკიელი მესხი იყო, წმინდა ნინოს ბიძაშვილი გახლდათ (წმ. არსენ იყალთოელის ცნობით) და საქართველოში სწორედ წმინდა ნინოსგან შეიტყვეს იმის შესახებ, რომ ქრისტიანობისთვის წმ. გიორგი სასტიკად აწამეს და წამების შემდეგ, იმპერატორ დიოკლეტიანეს ბრძანებით, თავი მოჰკვეთეს.

🔸🔸🔸

გადმოცემით, სწორედ წმინდა ნინოს დაუდგენია თავის კვეთის დღე 6 მაისს (23 აპრილი) დღესასწაულად. არის მოსაზრება, რომ წმინდა გიორგის სახელზე პირველი ტაძარი საქართველოში, კერძოდ ბოდბეში (ბოდბის მონასტრის მთავარი ტაძარი) წმინდა ნინოს თაოსნობით ააგეს.

6 მაისს (23 აპრილი) წმინდანის თავის კვეთის დღეს მთელი ქრისტიანული სამყარო და, მათ შორის, საქართველოს ეკლესიაც აღნიშნავს;

ხოლო 23 ნოემბრის გიორგობა, ანუ წმინდანის ბორბალზე წამების დღე, მართლმადიდებელ სამყაროში მხოლოდ საქართველოში აღინიშნება. ქართული ეკლესია მიიჩნევს, რომ ბორბალზე წამება სისასტიკით ჯვარცმას არ ჩამოუვარდება.

ამ დღეს ყველა მოქმედ ტაძარში დიდმოწამის სახელზე წირვა-ლოცვა აღევლინება.

ფოტოზე: ალავერდის მონასტერი

ასევე წაიკითხეთ:

რაფაელის „წმინდა გიორგი და ურჩხული“ - რა ამბავს ჰყვება მხატვარი?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში

კატის კრუტუნი სიცოცხლეს გვიხანგრძლი...

კატის კრუტუნი სიცოცხლეს
გვიხანგრძლივებს