ნუ გარისკავთ - 5 მიზეზი, თუ რატომ არ შეიძლება თმის შეჭრა საკუთარი ხელით
18:03 ოთხ. 8 მარტი, 2023 წელი
თმას უამრავი წესი და ჩვეულება უკავშირდება, თუმცა ამჯერად თქვენს ყურადღებას ერთ-ერთ მათგანზე შევაჩერებთ. მოდი, ერთად გავარკვიოთ, რატომ არ შეიძლება საკუთარი თმის შეჭრა?
1. მარტოობას დაიბედებთ
ადრე სჯეროდათ, რომ საკუთარი თმის შეჭრით ადამიანი მარტოობას იზიდავს. რა თქმა უნდა, ამ რწმენის დადასტურება ან უარყოფა ძნელია, რადგან მარტოობის განცდა შეიძლება ხალხით სავსე ოთახშიც გაჩნდეს, თუმცა მაინც გაითვალისწინეთ.
2. ენერგიას დაკარგავთ
თანამედროვე ადამიანისთვის თმას მხოლოდ ესთეტიკური დანიშნულება აქვს და მას მოდის აქსესუარად იყენებს, თუმცა ეს თმის შესაძლებლობების უმცირესი ნაწილია.
თმა თავის კანს იცავს მზისა და სიცივის ზემოქმედებისგან და ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის.
აქვე წაიკითხეთ 👉 რატომ არის მნიშვნელოვანი თმის სიგრძე და რა კავშირი აქვს თმას ადამიანის ენერგეტიკასთან?
მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ გრძელი თმის მქონე ადამიანები ენერგიულები და ნაკლებად დეპრესიულები არიან. მოკლე თმის მქონე ადამიანის ორგანიზმი თმის ზრდაზე უდიდეს ენერგიას ხარჯავს. თუ თმას რეგულარულად, მოკლედ იჭრით თქვენი სხეული იძულებულია სიცოცხლის მანძილზე 25 მეტრამდე სიგრძის თმა წარმოქმნას. უწინ მტკიცედ სჯეროდათ, რომ თმის მოკლედ შეჭრით ქალი ენერგიის ნაწილს კარგავს, რომელიც სამყარომ დაბადებისას მისცა. თუმცა, თუ მეორე მხრიდან შევხედავთ, თმის მოჭრით ძველი და უსარგებლო ენერგიის მოცილება შეიძლება, რომელიც მშვიდად ცხოვრებაში ხელს გიშლით.
3. გადაჭრით საკუთარ ბედნიერებას
ალბათ ქალებს ეს მოსაზრება ყველზე მეტად არ მოეწონებათ, რადგან ყველა ბედნიერ ცხოვრებაზე ოცნებობს - პრობლემებისა და ნეგატივის გარეშე. ბედნიერება აბსტრაქტული ცნებაა, ზოგისთვის ის დილის გემრიელ საუზმესაც კი ნიშნავს, ამიტომ საეჭვოა, რომ წინამოს შეჭრით საკუთარი ბედნიერება გაანადგუროთ.
4. საკუთარ ბიოველს ასუსტებთ
ზოგი ექსპერტი ამტკიცებს, რომ საკუთარი თავისთვის თმის შეჭრა (განსაკუთრებით მზის ჩასვლის შემდეგ) ქალის ბიოველს ანადგურებს.
5. სიღარიბეს მოიზიდავთ
არსებობს მინიშნება, რომ საკუთარი თავისთვის თმის შეჭრას ადამიანი ფინანსურ პრობლემებამდე და სიღატაკემდე მიჰყავს. გარდა ამისა, ადრე იმისაც სჯეროდათ, რომ ფინანსური კეთილდღეობა დამოკიდებულია თმის სიგრძეზე, განსაკუთრებით ქალების შემთხვევაში.
დაბოლოს, რამდენიმე საინტერესო ინფორმაცია თმაზე:
* თუ მთელი სიცოცხლის მანძილზე ნაზარდი თმის ღერებს ერთმანეთის მიყოლებით განვალაგებთ, 1000 კილომეტრზე მეტი გამოვა.
* თმის ღერის ზრდის სიჩქარე არის, დაახლოებით, 12.7 მმ თვეში, ანუ 15.24 სმ წელიწადში, ანუ 0.00001609კმ/სთ-ში.
* თმის უჯრედები ყოველ 12 სთ-ში იყოფიან.
* თმა ზაფხულში მეტად იზდება, ვიდრე ზამთარში.
* თმის ცვენის გამოწვევა 300 მეტი დასახელების მედიკამენტს შეუძლია.
* თმა ყველაზე სქელია 20 წლის ასაკში, შემდეგ თხელდება და 70 წლისთვის ახალშობილის თმის სისქეს აღწევს.
* თუ გაინტერესებთ, რამდენი ღერი თმა აქვს ადამიანს თავზე, იცოდეთ, რომ ეს დამოკიდებულია თმის ფერზეც:
- ქერათმიანებს საშუალოდ - 140 000 თმის ღერი აქვთ
- წაბლისფერთმიანებს - 110 000
- შავთმიანებს - 108 000
- ჟღალითმიანებს - 90 000
* თმის ზრდას 150 გენი აკონტროლებს.
* თმის 3% წყალია, 97% ცილა – კერატინი.
* თმა ცოცხალი სუბსტანციაა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოჭრის დროს ადამიანი ვერ გრძნობს ტკივილს.
ესეც საინტერესოა:
ვაშლის ძმარი თმისთვის - ჰოლივუდი ძველ რეცეპტებს ირჩევს
თმის შეღებვა სახლის პირობებში - 5 შეცდომა, რომელსაც უშვებთ
როგორ უვლიდნენ საბჭოთა ქალები თმას შამპუნების გარეშე?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან