იცით თუ არა

რა საერთო აქვთ სენდვიჩსა და აზარტულ თამაშებს?

fun time

16:00 სამ. 5 ოქტომბერი, 2021 წელი

სენდვიჩის შექმნის
ისტორია

14
დაკოპირებულია

ევროპაში, განსაკუთრებით კი ბრიტანეთის დიდ ქალაქებში, სენდვიჩი კვების კულტურის ნაწილი გახდა. სენდვიჩი (ინგლ. Sandwich) შედგება პურის ან ფუნთუშის ორი ან მეტი ნაჭრისგან და რამდენიმე ფენა ხორცისა და სხვა სახის შიგთავსისგან.

ამბობენ, რომ სენდვიჩის არსებობას აზარტულ თამაშებს უნდა ვუმადლოდეთ.

1762 წელს გრაფი ჯონ მონტეგიუ, ბრიტანეთის საადმირალოს პირველი ლორდი და დიპლომატი, თავისდაუნებლიედ, ახალი საკვების გამომგონებელი გახდა.

ლორდი ცნობილი იყო აზარტული თამაშების მიმართ მისწრაფებებით, რაც უზარმაზარ დროსა და ენერგიას ართმევდა. ლორდი იმდენად ეფლობოდა ბანქოს თამაშში, რომ ხშირად ჭამა ავიწყდებოდა.

ერთხელ, მეგობრებთან ერთად, კრიბეჯს თამაშობდა. თამაში რამდენიმე საათს გაგრძელდა და მან ვერ გამონახა დრო საჭმელად. მონტეგიუმ სთხოვა მსახურს, მისთვის პურის ორ ნაჭერს შორის ჩადებული ხორცი მიეტანა, რათა ჭამაც მოეხერხებინა და ხელებიც არ დასვროდა.

ლორდის მეგობრებს ხორცის მირთმევის ეს ხერხი ძალიან მოსახერხებელი ეჩვენათ და თავადაც მოითხოვეს პური „სენდვიჩულად“.

აი, ასე გახდა მოდური „სირბილის დროს“ ჭამა.

🔰:

როგორ მიიღო შაურმამ მსოფლიო ფასტ-ფუდის რიგებში საპატიო ადგილი

როგორ შეიქმნა პოპულარული „ცეზარი“ და რა აკავშირებს სალათს რომაელ მხედართმთავართან?

5 ისტორიული დესერტი

პოკერში მოგებული პოლიტიკური სავარძლები



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში