იცით თუ არა

რას აღნიშნავს ტილაკა - წერტილი ინდუსის შუბლზე?

fun time

14:57 შაბ. 13 იანვარი, 2024 წელი

რას ნიშნავს ტილაკა -
წერტილი ინდუსების შუბლზე?

14
დაკოპირებულია

თუნდაც მხოლოდ ფილმებსა და ფოტოებში, მაგრამ დიდი წითელი წერტილი ინდუსების (ინდუიზმის მიმდევრები - უპირატესად ინდოეთში, აგრეთვე ცეილონზე, მალაიაში, ბირმაში და სხვ.) შუბლზე ყველას გვინახავს. ამ წერტილს ტილაკა ჰქვია და ინდუსები არა სილამაზისთვის, არამედ საკუთარი სოციალური მდგომარეობის ხაზგასასმელად იკეთებენ.

რას ნიშნავს ტილაკა ქალისთვის?

ინდოეთის კასტური საზოგადოებისთვის სტატუსის ჩვენება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამიტომ წითელი წერტილის საშუალებით ქალი გარშემო მყოფებს ამცნობს, რომ ინდუიზმს აღიარებს და დაქორწინებულია.

ტილაკა შეიძლება სხვა ფერისაც იყოს. მაგალითად, გასათხოვარი ქალიშვილები სახეს შავი ტილაკით იმშვენებენ, ყვითელი ტილაკა ნიშნავს, რომ ქალმა ქმარი ან ოჯახის სხვა წევრი დაკარგა.

ბავშვებს ტილაკას ავი თვალისგან დასაცავად უკეთებენ.

რას ნიშნავს ტილაკა მამაკაცისთვის?

თუ მამაკაცი დაქორწინებულია, მის შუბლზე ტილაკას ცოლი ხატავს, თუ დაუქორწინებელი - და.

ტილაკას ფერი მამაკაცის სტატუსზე (ვარნაზე) მეტყველებს. საქმე ის გახლავთ, რომ ვარნა ინდუიზმში საზოგადოებრივი ფენა ანუ კასტაა. უძველესი დროიდან მოყოლებული, დღესაც ინდოეთის ინდუისტური მოსახლეობა ოთხ მთავარ ფენად ანუ ვარნად იყოფა:

  • ბრაჰმანები (უმაღლესი ვარნა - სასულიერო პირები, მეცნიერები)
  • კშატრიები (ძველად მეომართა, დღესდღეობით - ჩინოვნიკების ფენა
  • ვაიშები (ვაჭრები და ფერმერები)
  • შუდრები (მოსამხურეები).

ბრაჰმანებს წითელი ტილაკას ტარება შეუძლიათ და ამისათვის საღებავს სანდლის ხისგან ამზადებენ. კშატრიებს შავი ტილაკა ამშვენებთ, ყვითელი ტილაკა კი ჩვეულებრივ ფერმერის ნიშანია.

რა მოხდება, თუ ინდუსი არასწორი ფერის ტილაკას დაიხატავს?

ინდოეთში კლასობრივი სისტემის დარღვევა საზოგადოების მხრიდან მკაცრად ისჯება და თაღლითობაში შენიშნულ პირებს სასტიკად სცემენ.

რას იყენებენ შუბლზე ტილაკას დასახატავად?

ამისთვის ნებისმიერი ბუნებრივი საღებავი გამოიყენება. საღებავის ხარის სისხლით ჩანაცვლებაც კი მისაღებია!

ბოლო დროს ინდოეთში ძალიან ტრენდული გახდა ტილაკა-სტიკერის გამოყენება. ის მთელი დღის განმავლობაში არ იშლება, ყოველთვის ნათელი ფერი აქვს და გამოკვეთილია. რომელი ახალგაზრდა ქალი იტყვის უარს ასეთ სამკაულზე?

საკრალური მნიშვნელობა

რა თქმა უნდა, თვალებს შორის წერტილს საკრალური მნიშვნელობაც აქვს - ის მესამე თვალს ანუ სულიერ სამყაროსთან კავშირს აღნიშნავს. ინდუსებს სწამთ, რომ სამი თვალის მქონე ადამიანი ბევრად უფრო გამჭრიახია და საგნების არსს უკეთ ხედავს.

თუ ფიქრობთ, რომ ინდოეთში ტილაკას ტრადიცია მოძველდა, ცდებით. ბოლო დროს ჩატარებული გამოკითხვები ადასტურებს, რომ ტილაკიანი ახალგაზრდა საპირისპირო სქესის ადამიანებს უფრო მომხიბვლელად და მიმზიდველად მიაჩნიათ.

ესეც დაგაინტერესებთ:

რატომ აქვთ ინდუსთა ღმერთებს ბევრი ხელი?

რას ნიშნავს აღმოსავლური ქვეყნების სახელები: პაკისტანი, ავღანეთი, ინდოეთი, ჩინეთი, ბანგლადეში?



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში