რატომ ხედავს ზოგი ადამიანი ფერად სიზმარს, ზოგი კი შავ-თეთრს?
16:51 ოთხ. 1 მარტი, 2023 წელი
ზოგი ადამიანისგან გაიგებთ, რომ მისი სიზმრები ფერადია, ზოგი ადამიანი მხოლოდ შავ-თეთრ სიზმრებს ხედავს, ზოგისთვის კი ორივე „ორივე ფორმატი“ ხელმისაწვდომია. სიზმრების მკვლევართა უმეტესობა ამტკიცებს, რომ ფერად სიზმრებს სწრაფი ძილის ფაზაში ვხედავთ.
პირველი, რაც გაღვიძებისას თავში მოგვდის, ჩვენი სიზმრის სიუჟეტის გახსენებაა. თავიდან სიზმრის ზოგად ატმოსფეროს იხსენებთ, შემდეგ - გარკვეულ მომენტს და ხვდებით, რომ ფერადი სიზმარი ნახეთ.
რატომ ვხედავთ ფერად სიზმრებს და როგორ მოქმედებენ ისინი ჩვენზე?
არსებობს რამდენიმე მითი ფერადი სიზმრების შესახებ, რომლის გაქარწყლებაც ერთად უნდა ვცადოთ.
პირველი მითი: ზოგი ადამიანი მხოლოდ შავ-თეთრ სიზმრებს ხედავს
ფერად სიზმრებს ყველა ადამიანი ხედავს, თუმცა ზოგისთვის ისინი სუსტად შეფერილია - ფერების გაჯერება ადამიანის ემოციების სიძლიერეს შეესაბამება.
2008 წელს ჩატარებული სამეცნიერო კვლევის თანახმად, ფერადი ტელევიზორების გამოგონებამდე ანუ 50-იან წლებში და უფრო ადრე დაბადებული ადამიანების, დაახლოებით, მეოთხედი მხოლოდ შავ-თეთრ სიზმრებს ხედავს. ამასთან, კვლევა ვარაუდობს, რომ ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ფერად სიზმრებს შორის გარკვეული კავშირი არსებობს.
მეორე მითი: ფერადი სიზმრებს ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები ხედავენ
ეს საბჭოთა პერიოდის დროინდელი, მოძველებული მითია, რომელიც სამწუხაროდ, ადამიანთა ქვეცნობიერში დამკვიდრდა. დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს მცდარი ვარაუდია.
ემოციური სტრესის სიძლიერე შეიძლება სიზმარში ნანახი ფერებით განისაზღვროს. მაგალითად, წითელი ტონები ადამიანის გაზრდილ აგრესიაზე მიუთითებს, ყავისფერი - პირიქით, სიმშვიდეზე. თუ სიზმარში ნანახი ფერების პალიტრას გააანალიზებთ, მიხვდებით, ადამიანი რას გრძნობს.
სიზმრის მკვლევართა აზრით, ფერად სიზმრებს შეუძლიათ ადამიანის ქცევაზე და გუნება-განწყობაზე გავლენა მოახდინონ და პირიქით, ადამიანის გუნება-განწყობა სიზმრის პალიტრაზე აისახოს.
ამიტომ, თუ ფერადი სიზმრების ნახვა გსურთ, საკუთარი ცხოვრება ნათელი ფერებით უნდა გააჯეროთ!
ფერად სიზმრებს ყველაზე ხშირად შემოქმედებითი პროფესიის ადამიანები ხედავენ. მაგალითად, ხშირად მხატვრებს თავიანთი მომავალი ნახატების სიუჟეტები ესიზმრებათ. მხატვრების მაგალითის მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ ფერადი სიზმრები იდეების შესანიშნავი წყაროა.
მეცნიერების აზრი
ლაბორატორიებში, მაგნიტურ-რეზონანსული სკანირებისა და ელექტროენცეფალოგრამების დახმარებით, შესაძლებელია პარადოქსული ძილის დაწყებისა და მისი განვითარების მონიტორინგი, მაგრამ აპარატურას სიზმრის გრაფიკული ასახვა არ შეუძლია.
ფერადი სიზმრების შემსწავლელი ნევროვროლოგები იძულებულნი არიან კვლევაში მონაწილე პირთა მეხსიერებას ენდონ, მაგრამ სიზმრების მოგონებები ძალიან არასანდოა - ადამიანების უმეტესობას ძილში ნანახი გაღვიძებისთანავე ავიწყდება. ცნობისთვის, გაღვიძებიდან 5 წუთში სიზმრების ნახევარი გვავიწყდება,10 წუთში კი — 90%.
ერთადერთი საშუალება იმის დასადგენად, ხედავს თუ არა ადამიანი ფერად სიზმრებს, იმის გარკვევაა, ახსოვს ეს ფერები თუ არა. ფსიქოლოგებისთვის არჩეული ფერები ადამიანის განწყობაზე მიუთითებს- რაც უფრო მუქია ფერი, მით ცუდ განწყობაზეა.
აღსანიშნავია, რომ დაბადების შემდგომ დაბრმავებული ადამიანები სიზმრებს სხვებივით ხედავენ. დაბადებიდან უსინათლოები კი მხოლოდ - ხმის, შეხების, სურნელის და ემოციის შეგრძნებებს განიცდიან.
ჩვენი გონება სახეებს არ ქმნის - სიზმრებში მხოლოდ იმ სახეებს ვხედავთ, რომლებიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც გვინახავს.
p.s. მთავარ ფოტოზე უკრაინელი მხატვრის Liubov Kuptsova-ს ნახატი.
ასევე საინტერესოა:
სიზმარი და ნუმეროლოგია - რას გვამცნობს სიზმარში ნანახი რიცხვები?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან