იცით თუ არა

როდის და როგორ იქცა სპარსეთი ირანად?

fun time

19:00 კვი. 30 ოქტომბერი, 2022 წელი

ირანი

14
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო რუკაზე სპარსეთის ყურესა და სხვა მსგავსი ტოპონიმების ნახვა შესაძლებელია, ქვეყანა სპარსეთის სახელით, დიდი ხანია, აღარ არსებობს. როდის და რატომ შეიცვალა ქვეყნის სახელი და ვინ დაარქვა სპარსეთს ირანი?

 

ამ ქვეყანას სპარსეთი ძველმა ბერძნებმა სპარსეთის ყურესთან მცხოვრები პარსელთა ტომის სახელის მიხედვით უწოდეს.

ამ ადგილზე პარსები (სხვა ტომებთან ერთად) მართლაც ცხოვრობდნენ, თუმცა ტერიტორიას უძველესი დროიდან ირანი - „არიელების ქვეყანა“ ერქვა. (პროტო-ინდოევროპულ ენაზე „არია“ სიტყვის ზოგადი მნიშვნელობაა „კეთილშობილი“ ან „თავისუფალი“). ირანელები თავის ქვეყანას ყოველთვის ამ სახელით მოიხსენიებდნენ.

იმის მიუხედავად, რომ ძველი ბერძნები მეცნიერულ საკითხებში განსაკუთრებული სიზუსტით გამოირჩეოდნენ, სპარსელებთან არცთუ ისე მეგობრული დამოკიდებულების გამო, მშვენიერი მიზეზი ჰქონდათ, რომ ფაქტები დაემახინჯებინათ.

სწორედ ბერძნების წყალობით გავრცელდა მსოფლიოში სახელი სპარსეთი და ის ჯერ ძველმა ბიზანტიამ და შემდეგ ევროპამ მიიღო.

როდის და როგორ შეიცვალა ქვეყნის დასახელება?

სახელის ოფიციალურად 1935 წელს შეიცვალა, თუმცა დღემდე შემორჩა სპარსული ხალიჩები, სპარსული კატები და ა.შ.

რატომ შეიცვალა სახელი?

სპარსეთის ირანით შეცვლა სრულიად კანონზომიერია, რადგან ადგილობრივი მცხოვრებლები სპარსელები კი არა, არიელები იყვნენ, ყოველ შემთხვევაში, საკუთარ თავს ასე უწოდებდნენ. სპარსელები კი მათ მეზობელ რაიონებში ცხოვრობდნენ.

ირანის უძველესი სახელი - „Aryānām“ ითარგმნება როგორც "არიული მიწა". ძვ. წ. III საუკუნიდან მოყოლებული, ისტორიულ წყაროებში, ქვეყნის სახელი უკვე „Erānšahr“ არის, შემდეგ „ერანი“ გახდა და ბოლოს – „ირანი“, როგორც მას დღეს ეძახიან.

სახელის ცვლილების საკითხი რამდენიმე ვარაუდს ეფუძნება. მათ შორის ძირითადია გერმანიაში მოღვაწე ირანის ელჩის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, სახელწოდება ირანი უფრო ამაყად ჟღერს და ამ ქვეყანაში მცხოვრებთა არიულ წარმომავლობას ხაზს უსვამს. 1935 წელს სახელმწიფოს სახელი მართლაც შეეცვალა.

სიახლე ყველას არ მოეწონა. 1959 წელს შაჰმა მოჰამედ რეზა ფეჰლევიმ გამოაცხადა, რომ ორივე სახელი მისაღებია და საერთაშორისო ურთიერთობებში დაიშვება ქვეყნის ხსენება როგორც ირანის, ისე სპარსეთის სახელით.

ცნობისათვის - მოჰამედ რეზა ფეჰლევი ირანის უკანასკნელი შაჰი იყო, ქვეყანას მართავდა 1941-1979 წლებში. ხელისუფლებას ჩამოაშორეს ირანის ისლამური რევოლუციის შედეგად. შაჰი ემიგრაციაში წავიდა და გარდაიცვალა კაიროში.

წლების განმავლობაში, ძველი სახელი ყველას მიავიწყდა და ახალი სახელი - ირანი გააქტიურდა.

ამრიგად, სახელმწიფოსთვის სახელის შეცვლის მთავარი მიზეზი ისტორიული უსამართლობის აღმოფხვრა გახდა. თანამედროვე მსოფლიომ „ირანი“ მიიღო, ხოლო „სპარსეთი“ უმეტესწილად ლეგენდებსა და ზღაპრებში დარჩა.

ამასაც გირჩევთ 👇

რას ნიშნავს აღმოსავლური ქვეყნების სახელები: პაკისტანი, ავღანეთი, ინდოეთი, ჩინეთი, ბანგლადეში?

რა განსხვავებაა დასახელებებში: დიდი ბრიტანეთი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო

მხოლოდ ერთი ასო - გეოგრაფიული ადგილების ყველაზე მოკლე დასახელებები



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი