იცით თუ არა

ვინ და რატომ უწოდა ფუნთუშაში გახვეულ სოსისებს „ცხელი ძაღლი“?

fun time

12:36 პარ. 24 მარტი, 2023 წელი

ვინ და რატომ უწოდა
ფუნთუშიან სოსისებს
„ცხელი ძაღლი“?

14
დაკოპირებულია

ჰოთ-დოგი სწრაფი კვების კერძია, რომელსაც მთელ მსოფლიოში სიამოვნებით მიირთმევენ ახალ ბოსტნეულთან, გახეხილ ყველთან, ბეკონთან ან ზეთისხილთან ერთად. რაც შეეხება კერძის სახელს, კულინარები მის წარმოშობაზე დღემდე კამათობენ და საბოლოოდ, სამ ვერსიაზე შერჯერდნენ.

პირველი ვერსია

ჩვეულებრივ, ჰოთ-დოგი ბეისბოლთან და ამერიკულ კულტურასთან ასოცირდება, თუმცა, ამ კერძის სამშობლო გერმანიაა.

მიიჩნევენ, რომ 1600-იანი წლების ბოლოს ფრანკფურტელმა ყასაბმა გრძელი სოსისი გამოიგონა და ხუმრობით Dachshundwurst უწოდა, რაც გერმანულიდან ითარგმნება როგორც "ტაქსა-ძეხვი".

შემდეგ კიდევ ერთმა გერმანელმა, რომელიც ემიგრაციაში წავიდა შეერთებულ შტატებში, ქუჩის სწრაფი კვების ობიექტებში დაიწყო სოსისის სენდვიჩების გაყიდვა. მაგრამ სოსისი მუდმივად ცვიოდა პურის ნაჭრებიდან, ამიტომ მათ დაიწყეს გრძელი ფუნთუშების გამოყენება.

სოსისი ამერიკაში გერმანელმა ემიგრანტებმა შეიტანეს, აქ კი ხალხს სიტყვა Dachshundwurst-ის წარმოთქმა უჭირდა.. ასე გაჩნდა სახელი „ჰოთ-დოგი“.

მეორე ვერსია

ჰოთ-დოგის მოყვარულთა ნაწილს სჯეროდა, რომ ჰოთ-დოგის სოსისები მაწანწალა ძაღლებისგან მზადდება. იმის გათვალისწინებით, რომ გერმანიაში, სადაც კერძი გამოიგონეს, 1900-იანი წლების დასაწყისამდე, ძაღლის ხორცის მოხმარება გავრცელებული იყო, ამ ვერსიას არსებობის უფლება ნამდვილად აქვს.

მესამე ვერსია

1890-იან წლებში იელის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ავტომობილებს, რომლებიც სოსისებიანი ფუნთუშებით ვაჭრობდნენ „ძაღლის ფურგონები“ შეარქვეს.

ამ თეორიას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ „ჰოთ-დოგი“ პირველად 1895 წლის 19 ოქტომბერს, უნივერსიტეტის ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაშია ნახსენები.

დაბოლოს

მიუხედავად იმისა, რომ ჰოთ-დოგის სახელის ნამდვილი ისტორია არავინ იცის, უამრავი ადამიანისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი სწრაფი კვების კერძია.

შეერთებულ შტატებში ფუნთუშებში ჩადებული სოსისი იმდენად პოპულარულია, რომ ჰოთ-დოგის ეროვნული საბჭოც კი შეიქმნა, ამასთან, ყოველწლიურად ტარდება სწრაფად ჭამის კონკურსი. დღეისთვის რეკორდი ვინმე ჯოი ჩესტნატს ეკუთვნის. 2018 წელს მან ერთ ჯერზე 74 ცალი ჰოთ-დოგი მიირთვა.

აშშ-ს ყველა შტატს აქვს საკუთარი, საფირმო ჰოთ-დოგის რეცეპტი აქვს.

მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰოთ-დოგი პარაგვაიში მოამზადეს. მისი წონა თითქმის 260 კგ იყო, სიგრძე კი 203 მ 80 სმ. გინესის რეკორდსმენი ჰოთ-დოგის შექმნაზე 205 შეფმზარეული მუშაობდა, მისი ნაჭრები კი ყველას უფასოდ დაურიგდა.

ასევე, საინტერესოა:

სინგაპურის ქუჩის საჭმელს იუნესკო დაიცავს!

ნამდვილი შაურმა - ტრადიციული რეცეპტი და კერძის ისტორია


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

თუ სახლში შენიშნეთ, გაუფრთხილდით —...

რატომ არ უნდა მოკლათ
მრავალფეხა

სად მდებარეობს მსოფლიოს უძველესი ქრ...

ანტიოქიის
მართლმადიდებელი ეკლესია

კუ — ევოლუციის საოცრება დინოზავრები...

კუ - ევოლუციის საოცრება

აშშ-ის შტატები, სადაც ათეისტებს სახ...

აშშ-ის შტატები, სადაც
ათეისტებს სახელმწიფო
თანამდებობების დაკავება
ეკრძალებათ

რატომ აშენებდნენ ქოხებს „ქათმის ფეხ...

ქოხი ქათმის ფეხებზე

სააღდგომო კვერცხი — ტრადიციები, სიმ...

სააღდგომო კვერცხი

ბიბლიური თემები კინოში — ქრისტეს რო...

ენრიკე ირასოკი

ბზობა - ერთადერთი შემთხვევა, როცა ზ...

ქრისტეს შესვლა
იერუსალიმში. XII საუკუნე,
მოზაიკა, პალატინის კაპელა,
იტალია.

როგორ შევინახოთ სააღდგომო კვერცხი,...

სააღდგომო კვერცხის
შენახვა