უცხოური სამზარეულო

ნამდვილი შაურმა - ტრადიციული რეცეპტი და კერძის ისტორია

fun time

17:00 კვი. 14 თებერვალი, 2021 წელი

ქათმის შაურმა

14
დაკოპირებულია

დღეს, შაურმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სწრაფი კვების პროდუქტია, რომელსაც მდიდარი ისტორია გააჩნია.

შაურმას რეცეპტი მრავალი საუკუნის წინ გაჩნდა და მის სამშობლოდ ქალაქი დამასკო მიიჩნევა. მას შემდეგ კერძმა მრავალი ცვლილება განიცადა, მაგრამ მთავარი შემადგენელი - შემწვარი ხორცი და თხელი ლავაში შეინარჩუნა.

შაურმას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად ამზადებენ: ზოგან ცხვრის ან ძროხის ხორცს იყენებენ, ზოგან ფრინველის ან ღორის ხორცს. ასევე განსხვავებულია პურის ფენა და ბოსტნეულის არჩევანი.

ამ აღმოსავლურ კერძს სხვადასხვა ქვეწყანაში სხვადასხვა სახელი აქვს - აზერბაიჯანსა და გერმანიაში მას დონერ-ქაბაბს უწოდებენ, უზბეკეთში თურქ-ქაბაბს, საბერძნეთში, ჩეხეთში და მონტენეგროში - გიროსს, ისრაელში - შავარმას.

თუმცა, რაც არ უნდა დავარქვათ, ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძია და ჩვენ მისი მომზადების ტრადიციულ ვერსიაზე გიამბობთ.

გაითვალისწინეთ, რომ საუკეთესო შაურმა საკუთარი ხელით მომზადებული შაურმაა.

დღეს გვინდა, შემოგთავაზოთ ქათმის შაურმა, მაგრამ სურვილის შემთხვევაში, მისი ჩანაცვლება ძროხის, ცხვრის ან ღორის ხორცით შეიძლება.

ერთადერთი წესი, რომელიც ნამდვილი შაურმას მომზადებისას ყოველთვის უნდა დაიცვათ, ისაა, რომ ნამდვილი შაურმის ინგრედიენტები არ უნდა შეიცავდეს მაიონეზს და კეტჩუპს!

საჭირო პროდუქტი:

  • ლავაში 1 ც.
  • ქათმის ხორცი - 400 გრ
  • დიდი პომიდორი - 2 ცალი.
  • ახალი კიტრი - 2 ცალი.
  • წითელი ხახვი - 1 თავი
  • ღვინის ძმარი - 1 ჩ.კ.
  • კურკუმა - 1 ჩ.კ.
  • იოგურტი (უშაქრო) - 5 ს.კ.
  • დაფქული შავი პილპილი
  • ნიორი - 2 კბილი
  • ძირა - 1 ჩ.კ.
  • ოხრახუში - რამდენიმე ღერი
  • დაფქული წიწაკა - 1 ჩ.კ.
  • ზეითუნის ზეთი - 3 ს.კ.
  • მარილი

მომზადების წესი:

ჯამში ჩაყარეთ სანელებლები, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და ამ სოუსში ხორცი, სულ მცირე, ერთი საათით დატოვეთ.

აიღეთ მეორე ჯამი და ჩაასხით იოგურტი. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ან დაჭყლეტილი ნიორი, ძმარი, მარილი და დაფქული შავი პილპილი. სურვილისამებრ, სოუსს შეგიძლიათ დაამატოთ ახალი ოხრახუში.

დამარინადებული ქათმის ხორცი ტაფაზე 7-8 წუთის განმავლობაში შეწვით, მაგრამ ძალიან არ გამოაშროთ.

ამის შემდეგ, ყველა ინგრედიენტი უნდა დაჭრათ: ხორცი და პომიდორი - პატარა ნაჭრებად, კიტრი - ზოლებად, ხოლო წითელი ხახვი რგოლებად.

ახლა დაიწყეთ შაურმის აწყობა: ლავაშის ნახევარი გაშალეთ და ინგრედიენტების ფენა მოათავსეთ - კიტრი, პომიდორი, ხორცი, ხახვი. ბოლოს სოუსი მოასხით და შაურმა რულეტივით გადაახვიეთ. იგივე გაიმეორეთ ლავაშის მეორე ნახევრით.

მზა შაურმა ტაფაზე, თითო მხარეს 3-4 წუთის განმავლობაში შეწვით, ორად გაჭერით და გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ფალაფელის ბურთულები - მარტივი რეცეპ...

ფალაფელის ბურთულები

რატომ უნდა დაამატოთ შაქარი გატარებუ...

კატლეტების მომზადება

ხრაშუნა ყველის ბურთები - გემრიელი ხ...

მარტივი ხემსი

საზაფხულო ცივი კერძები მთელი ოჯახის...

საზაფხულო ცივი კერძები

კარტოფილი ფრი ღუმელში

კარტოფილი ფრი ღუმელში

ბოსტნეულის სალათები მაიონეზის გარეშ...

ავოკადოს სალათი

ჰუმუსის მომზადება - კლასიკური რეცეპ...

ჰუმუსის მომზადება

კესადილია - გემრიელი ქათმის მექსიკუ...

კესადილია - ქათმის
მექსიკური რეცეპტი

ბატატი ღუმელში - მიირთვით კარტოფილი...

ბატატი ღუმელში