10 უცნაური ფაქტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან
16:39 პარ. 2 აგვისტო
ცხოვრება უცნაური ფაქტებით არის სავსე და ჩვენ რამდენიმე ასეთი შესახებ გიამბობთ.
1. მექსიკის კანონმდებლობის თანახმად, ყველა პროდუქტზე, რომელშიც მარილის, შაქრის, კალორიების და მავნე ცხიმების მაღალი შემცველობაა, შესაბამისი ინფორმაციაა დატანილი.
2. „ტიტანიკის“ კაპიტნის მეორე თანაშემწე, ჩარლზ ლაიტოლერი ბოლო წუთამდე მგზავრებს გადარჩენაში ეხმარებდა.
როდესაც „ტიტანიკი“ ფსკერისკენ წავიდა, ლაიტოლერი გემის კორპუსში მოჰყვა, მაგრამ საქვაბის აფეთქებამ გაათავისუფლა და წყლის ზედაპირზე ამოცურა. მამაცმა მეზღვაურმა გადარჩენა მოახერხა და ძალიან დიდხანს იცოცხლა. მეორე მსოფლიო ომში ის მოხალისედ წავიდა. დიუნკერკში, სადაც მოკავშირეებსა და გერმანიას შორის შეტაკება მოხდა, ლაიტოლერმა ხალხის ევაკუაცია მოახდინა და 120 ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა.
3. როდესაც ძველ ეგვიპტეში მცხოვრებ ადამიანს კატა უკვდებოდა, გლოვის ნიშნად წარბებს იპარსავდა, როცა ძაღლი - თავს და მთელ სხეულს და გლოვობდა, სანამ გაპარსული თმა არ გაიზრდებოდა.
4. ვიქტორიანული ეპოქის ინგლისში იყიდებოდა სპეციალური საროსკიპოს სანთლები. თითოეული სანთელი ზუსტად შვიდი წუთის განმავლობაში იწვებოდა და ეს მეძავთან შეხვედრის ხანგრძლივობა იყო. სანთლის ჩაქრობის შემდეგ კლიენტს უნდა ჩაეცვა და წასულიყო.
5. ომის შემდეგ ვიეტნამელი გლეხები ჩამოგდებული ამერიკული თვითმფრინავების საწვავის ავზებისგან ნავებს ამზადებდნენ, რომლებიც დღესაც გამოიყენება.
6. 2003 წელს პილოტის ლიცენზიის არმქონე ორმა მამაკაცმა ლუანდას საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრებით სავსე Boeing 727 გაიტაცა. მას შემდეგ არც თვითმფრინავი და არც მგზავრები არავის უნახავს.
7. სუდანში უფრო მეტი პირამიდაა, ვიდრე ეგვიპტეში: აფრიკის ამ ქვეყანაში 20-დან 30 მეტრამდე სიმაღლის 223 პირამიდაა.
8. ისლანდია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცივი ქვეყანაა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ბანანის მწარმოებელი გახდა და ევროპაში ბანანის უდიდესი პლანტაციებით ამაყობს. პლანტაციების გასათბობად ქვეყანა განახლებადი ენერგიის წყაროებს იყენებს.
9. ხმები, რომლებსაც ღამურა გამოსცემს, სრულფასოვანი საუბარია. მეცნიერებმა ღამურის „სიმღერის“ თითოეული მონაკვეთი გაშიფრეს და დაადგინეს, რომ ის მისალმებით იწყება, გენდერული იდენტიფიკაციით გრძელდება და სასაუბროდ მოწვევით სრულდება - ღამურების „საუბრის“ შინაარსი ჯერჯერობით, გაშიფრული არ არის.
10. კოფეინი აძლიერებს ასპირინისა და ტკივილგამაყუჩებლების მოქმედებას.
11. ბრაზილიაში შუახნის ქალმა ექიმებს დახმარებისთვის მიმართა. როგორც აღმოჩნდა, მას მოულოდნელად გამოუვლინდა ალერგია თხილზე, რომელსაც ყოველთვის სიამოვნებით მიირთმევდა. როგორც გაირკვა, ალერგია მას პარტნიორმა, დაუცველი სექსის დროს გადასცა. ეს ალერგიის სქესობრივი გზით გადაცემის პირველი ცნობილი შემთხვევაა.
ესეც დაგაინტერესებთ:
რა ხდება ზრდასრული ადამიანის სხეულში - 15 საინტერესო ფაქტი!
უცნაური კანონები აშშ-ს შტატებსა და ქალაქებში
ჩინეთში ქუჩაში უცხო ადამიანის დახმარება კანონით ისჯება - რა არის მიზეზი?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან