საკნატუნო ამბები

81 წელი ერთად - ყველაზე ხანგრძლივი ქორწინება მსოფლიოში

fun time

14:00 ხუთ. 10 თებერვალი, 2022 წელი

ყველაზე ხანგრძლივი
ქორწინება მსოფლიოში

14
დაკოპირებულია

2022 წლის 4 იანვარს, დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა ცოლ-ქმარმა ქორწინების 81 წლისთავი აღნიშნა. შარშან, ქორწინების 80 წლის იუბილეზე ბედნიერ წყვილს მისალოცი ბარათი თავად ელისაბედ II-მ გაუგზავნა.  

რონალდ და ჯოის ბონდებმა ერთმანეთი ბავშვობაში გაიცნეს და 1941 წელს დაქორწინდნენ. ამჟამად წყვილი მოხუცებულთა სახლში ცხოვრობს, მათი ქორწინება კი მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივად ითვლება.

რონალდი ახლა 102 წლისაა, ჯოისი კი 100 წლის გახდა.

ბონდების ქალიშვილი ამბობს, რომ მისი მშობლები სხვადასხვა სოციალურ ფენას ეკუთვნოდნენ და ნათესავები ვარაუდობდნენ, რომ მათი კავშირი ხანმოკლე იქნებოდა.

ასაკის მიუხედავად, რონის და ჯოისს ნათელი გონება და შესანიშნავი მეხსიერება აქვთ. ისინი ერთმანეთს წუთითაც არ სცილდებიან და ახალგაზრდობის წლებს სიამოვნებით იხსენებენ.

როდესაც ხანგრძლივი ცოლქმრული ცხოვრების საიდუმლოს შესახებ ეკითხებიან, ქალბატონი ბონდი პასუხობს, რომ მათ ურთიერთობაში „არასდროს არსებობდა უფროსი და ქვეშევრდომი“.

„ჩვენს ურთიერთობებში უფროსი და ხელქვეითი არ არსებობს. ჩვენ ორივე გავცემთ და ვიღებთ. რა თქმა უნდა, ვერც კი ვიოცნებებდით, რომ 81 წელი ერთად ვიცხოვრებდით, მაგრამ ძალიან გაგვიმართლა. ზოგჯერ ცხოვრება ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ ყველა სირთულეს ერთად ვებრძოდით. რვა ათწლეულის მანძილზე მე და ჩემს ქმარს ერთი წუთითაც არ შეგვიწყვეტია ერთმანეთზე ზრუნვა“, - თქვა ჯოისმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

მიუხედავად იმისა, რომ ორი შვილი, უამრავი შვილიშვილი და შვილთაშვილი ჰყავთ, 2013 წლიდან ბონდები მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობენ, სადაც მათზე სამედიცინო პერსონალი ზრუნავს. წყვილს ყოველ კვირას ოჯახის წევრები და მეგობრები სტუმრობენ და დროს სასიამოვნოდ ატარებენ.

⭕⭕⭕

ქორწინების ნუმეროლოგია - გამოთვალეთ თქვენი წყვილის ბედნიერი ქორწინების რიცხვი

როგორ ეწყობიან ერთმანეთს ზოდიაქოს ნიშნები

ცნობილი წყვილების საქორწინო კონტრაქტები



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ აქვთ აფრიკაში მცხოვრებ ადამია...

რატომ აქვთ აფრიკაში
მცხოვრებ ადამიანებს მუქი
კანი?

ადამიანის ასაკი ადგილმდებარეობაზეა...

ადამიანის ასაკი
ადგილმდებარეობაზეა
დამოკიდებული

რატომ არ შეიძლება გერმანიაში კვირა...

რატომ არ შეიძლება
გერმანიაში კვირა დღეს
მანქანის გარეცხვა?

რატომ ღებავენ შოტლანდიელები კარს წი...

რატომ ღებავენ
შოტლანდიელები კარს
წითლად

ჩინეთი 2027 წელს „ხელოვნურ მზეს“ აა...

ჩინეთი 2027 წელს „ხელოვნურ
მზეს“ აანთებს

პროფესიები, რომლებსაც მალე ხელოვნურ...

პროფესიები, რომლებსაც
ხელოვნური ინტელექტი
ჩაანაცვლებს

იაპონიაში ადამიანის დასაბანი მანქან...

იაპონიაში ადამიანის
დასაბანი მანქანა შექმნეს

ამერიკელი ქალი 25-წლიანი ქორწინების...

განქორწინება ნამცხვრის
საბაბით

საშიშია თუ არა „მტირალა“ ფანჯრები?

საშიშია თუ არა ფანჯრების
„მტირალა“ მინა?