საკნატუნო ამბები

ადამიანის ასაკი ადგილმდებარეობაზეა დამოკიდებული

fun time

11:46

ადამიანის ასაკი
ადგილმდებარეობაზეა
დამოკიდებული

14
დაკოპირებულია

თუ ფიქრობთ, რომ დრო ყველგან ერთნაირად მიედინება, ცდებით. როგორც აღმოჩნდა, დრო დედამიწის ზოგ წერტილში შედარებით ნელა გადის, ზოგან კი უფრო სწრაფად. აინშტაინის ფარდობითობის თეორიის თანახმად, გრავიტაცია დროს დინებაზე გავლენას ახდენს, რაც ნიშნავს, რომ ადამიანის ასაკი მისი ადგილმდებარეობის მიხედვით იცვლება. ეს ფენომენი გვიჩვენებს, რომ რაც უფრო ძლიერია გრავიტაცია, მით უფრო ნელა გადის დრო.

ექსპერიმენტული მტკიცებულებები

ატომურმა საათებმა მეცნიერებს დედამიწის სხვადასხვა სიმაღლეზე დროში მიკროსკოპული სხვაობების გაზომვის საშუალება მისცა:

2010 წელს, NIST-ის მეცნიერებმა (სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტი) დროში სხვაობა სულ რაღაც 33 სანტიმეტრის სიმაღლეზეც კი დააფიქსირეს. მათ დაამტკიცეს, რომ რაც უფრო მაღლა დგახართ, მით უფრო სწრაფად ბერდებით.

2022 წელს, JILA-ს მკვლევრებმა (გაერთიანებული ასტროფიზიკის ლაბორატორიების ინსტიტუტი) სხვაობა მილიმეტრიან დაშორებაზეც კი გაზომეს.

როგორ მოქმედებს ეს პრაქტიკაში?

თუ წლებს ან ათწლეულებს ჩელენჯერის ღრმულში გაატარებთ (დედამიწის ყველაზე (ჯერჯერობით) ღრმა ადგილი (10.898-10.928 კმ.), რომელიც მდებარეობს წყნარ ოკეანეში, მარიანას ღრმულის სამხრეთ ნაწილში), ოდნავ უფრო ნელა დაბერდებით, ვიდრე ზღვის დონეზე მყოფი ადამიანი, რადგან იქ გრავიტაცია უფრო ძლიერია.

მეორე მხრივ, ევერესტის მწვერვალზე ან მთვარის ზედაპირზე, სუსტი გრავიტაციის გამო, დრო უფრო სწრაფად გადის. შესაბამისად: ევერესტზე გატარებული 30 წელი თქვენს ასაკს დაახლოებით 0.91 მილიწამს დაუმატებს.

ხოლო იგივე დრო მკვდარი ზღვის სანაპიროზე (ხმელეთის ყველაზე დაბალი წერტილი) თქვენს ასაკს წამის, დაახლოებით, 44 მილიარდედს დააკლებს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს სხვაობა ყოველდღიურ ცხოვრებაში უმნიშვნელოა, ის რეალური და კრიტიკულად აუცილებელია იმ სფეროებისთვის, რომლებიც ზუსტ გაზომვებს მოითხოვს. მას იყენებენ გეოდეზიაში, გეოფიზიკაში და, რაც ყველაზე მთავარია, GPS სისტემების სიზუსტის უზრუნველსაყოფად.

***

რომელია თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის მნიშვნელოვანი ასაკი

ტესტი - გაარკვიეთ თქვენი მენტალური ასაკი

6 შეცდომა, რომელსაც სიბერეში აუცილებლად ინანებთ


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ შეიძლება გერმანიაში კვირა...

რატომ არ შეიძლება
გერმანიაში კვირა დღეს
მანქანის გარეცხვა?

რატომ ღებავენ შოტლანდიელები კარს წი...

რატომ ღებავენ
შოტლანდიელები კარს
წითლად

ჩინეთი 2027 წელს „ხელოვნურ მზეს“ აა...

ჩინეთი 2027 წელს „ხელოვნურ
მზეს“ აანთებს

პროფესიები, რომლებსაც მალე ხელოვნურ...

პროფესიები, რომლებსაც
ხელოვნური ინტელექტი
ჩაანაცვლებს

იაპონიაში ადამიანის დასაბანი მანქან...

იაპონიაში ადამიანის
დასაბანი მანქანა შექმნეს

ამერიკელი ქალი 25-წლიანი ქორწინების...

განქორწინება ნამცხვრის
საბაბით

საშიშია თუ არა „მტირალა“ ფანჯრები?

საშიშია თუ არა ფანჯრების
„მტირალა“ მინა?

ჩინეთში „მსუქანი კატების კუნძული“ ა...

მსუქანი კატების კუნძული
ჩინეთში

როგორ აცხობენ კოსმონავტების პურს და...

როგორ აცხობენ
კოსმონავტების პურს