საკნატუნო ამბები

აშშ-ში მაღაზიის კარზე უსაფრთხოებისთვის სახაზავს ამაგრებენ

fun time

19:00 ხუთ. 7 ივლისი, 2022 წელი

უსაფრთხოების ზომები
აშშ-ში

14
დაკოპირებულია

თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთხელ მაინც ყოფილხართ, შენიშნავდით მაღაზიების კარზე დამაგრებულ ვერტიკალურ სახაზავს.  

მაღაზიის კარზე სახაზავის ვერტიკალურად დამაგრება გასულ საუკუნეში დანაშაულთან ბრძოლის ერთ-ერთი ეფექტურ გზად ითვლებოდა.

ცნობილია, რომ მძარცველები მცირე შეწინაღმდეგებაზეც კი იარაღს იღებენ და ცეცხლს ხსნიან, ამიტომ ამერიკის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს სთხოვს, რომ წინააღმდეგობის გაწევის ნაცვლად, მძარცველებს კარგად დააკვირდნენ.

„მოექეცით მათ, როგორც საუკეთესო მომხმარებელს - მიეცით ყველაფერი, რასაც ითხოვენ და გააცილეთ“, - ასეთია მაღაზიებისთვის გაცემული რეკომენდაცია ძარცვის დროს. სახაზავი რა შუაშია? ის საშუალებას გაძლევთ თავდამსხმელის სიმაღლე ზუსტად დააფიქსიროთ.

საქმე ისაა, რომ ხშირად, სტრესის დროს ადამიანს თავდამსხმელი რეალურზე მაღალი ეჩვენება. აქედან გამომდინარე, პოლიცია დიდ დროს კარგავდა ორმეტრიანი დამნაშავეების ძებნაზე, როდესაც ნამდვილი ბანდიტი ტანდაბალი და გამხდარი მამაკაცი იყო.

ვერტიკალური სახაზავი ამ პრობლემას ეფექტურად წყვეტს და შეცდომის შანსებს ამცირებს. მაშინაც კი, თუ შეშინებულ თვითმხილველებს სახაზავზე შეხედვა დაავიწყდათ, კარისკენ მიმართული სათვალთვალო კამერები ყველაფერს დააფიქსირებენ.

ბუნებრივია, ვერტიკალური სახაზავების შესახებ მაღაზიის მეპატრონეების გარდა, ყაჩაღებმაც იციან, ამიტომ იმ მაღაზიებს, სადაც სახაზავია დამაგრებული, გაცილებით იშვიათად ესხმიან თავს.

პირველი სავაჭრო ქსელი, რომელმაც თავისი მაღაზიების კართან სახაზავის დამაგრება სავალდებულო გახადა, 7-Eleven იყო. ამის შემდეგ, 1976 წლიდან 1986 წლამდე, 24-საათიან მაღაზიებზე ღამით თავდასხმების რაოდენობა 50 პროცენტით შემცირდა.

შესაბამისად, ამერიკის სადღეღამისო მაღაზიების ასოციაცია ყველა სავაჭრო ობიექტს სახაზავების გამოყენებისკენ მოუწოდებს.

ესეც საინტერესოა 👇

უცნაური კანონები აშშ-ს შტატებსა და ქალაქებში

რატომ იკრძალება აშშ-სა და კანადაში წვიმის წყლის შეგროვება?

ქართველი პრინცი აშშ-ს დაზვერვაში - ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავლის ამერიკული ცხოვრება

წყარო: slate.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ არის ბიჭი, ვინც 12 წლისამ კვანტ...

ბელგიელი ლოჰან სიმონსი
(Laurent Simons)

როგორ გაჩნდა ტანსაცმელზე ჯიბეები და...

ტანსაცმელზე ჯიბეები

ჰიბრიდი ცხოველები, რომლებიც რეალურა...

ლეოპონი

როგორ ცხოვრობენ შვედურ „ხრუშჩოვკებშ...

შვედური „ხრუშჩოვკები“
Lamellhus

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით უფრო...

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა,
მით უფრო გრძელი
კონსტიტუცია აქვს

იაპონიის „ყველაზე ხანდაზმულ“ სოფელშ...

გუმას პრეფექტურის სოფელი
ნანმოკუ

10 ებრაული ანდაზა ცხოვრების შესახებ

10 ებრაული ანდაზა
ცხოვრებაზე

პერუში ააშენეს სახლი, რომლის სიგანე...

პერუში ააშენეს სახლი,
რომლის სიგანე 63
სანტიმეტრია

ვარსკვლავები და მათი უცნაური დიეტებ...

რენე ზელვეგერი