საკნატუნო ამბები

ჰავაიზე ლუდის მდინარე აღმოაჩინეს

fun time

19:21 კვი. 29 მაისი, 2022 წელი

დასპირტული მდინარე

14
დაკოპირებულია

ბევრ ადამიანს ჰავაის კუნძულები მიწიერ სამოთხედ მიაჩნია. მის ასეთ იმიჯს კიდევ უფრო გაამყარებდა კუნძულ ოაჰუზე მომხდარი შემთხვევა, რომ არა მეცნიერები, რომლებსაც ყველაფრის „გაფუჭება“ უყვართ. კუნძულის მცხოვრებლებმა დაიმონდ-კრიკის ველზე, მდინარეში ალკოჰოლი აღმოაჩინეს, თუმცა მეცნიერებმა „ბუნების სასწაულის“ საიდუმლო ამოხსნეს და ოაჰუელები იმედგაცრუებულები დატოვეს. 

მდინარესთან სათევზაოდ მისულ ოაჰუელ ახალგაზრდებს სპირტის მძაფრი სუნი ეცათ. ახალგაზრდებმა წყლის სინჯების ასაღებად ადგილობრივ ეკოლოგს - კეროლ კოქსს მიმართეს. მან, თავის მხრივ, მოთხოვნა შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტში გააგზავნა.

ამის შემდეგ სოფელში მობილური ლაბორატორია გამოცხადდა, რომელმაც წყლის სინჯების შესწავლის შემდეგ უცნაური, მაგრამ საკმაოდ მოსალოდნელი დასკვნა გააკეთა. წყალში სპირტის შემცველობა 1,2 გრადუსი აღმოჩნდა, რაც ლუდში სპირტის შემცველობაზე ნაკლებია, მაგრამ 3-ჯერ მეტია, ვიდრე ბურახში.

ეს წარმოუდგენელი აღმოჩენა უამრავ ტურისტს მიიზიდავდა, რომ არა მეცნიერები... მათ სპირტის შემცველი მდინარის ფენომენის შესწავლა დაიწყეს და აღმოჩნდა, რომ მდინარის ზედა ნაწილში ჰავაის ყველაზე დიდი ლუდსახარში Paradise Beverages მდებარეობს.

სავარაუდოდ, საწარმოში გაჟონვა მოხდა და ლუდი მდინარეში აღმოჩნდა. მომხდარის მიზეზების გასარკვევად, ქარხანაში გამოძიება დაიწყო.

ესეც საინტერესოა ლუდის მოყვარულებისთვის 👇

ლუდის ცუნამი ლონდონში, რომელმაც რვა ადამიანი იმსხვერპლა

ლუდის აკვარიუმი - უცნაური და არცთუ უსაფრთხო შეჯიბრი

პიცა, ლუდი და ელ-ფოსტა: რაზე ფიქრობენ პორნოვარსკვლავები გადაღების პროცესში


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 ქვეყანა, რომელსაც ბირთვული ომის შ...

5 ქვეყანა, რომელსაც
ბირთვული ომის
შემთხვევაში გადარჩენის
შანსი აქვს

რატომ ამრავლებდნენ II მსოფლიო ომის...

რატომ ამრავლებდნენ ომის
წლებში ბაბუაწვერას?

ახალი კვლევა: ქალის მენჯის ფორმა ჯა...

მენჯის ფორმა და
ჯანმრთელობა

შავი კბილები - ქმრისადმი ერთგულების...

შავი კბილების ტრადიცია -
ოჰაგურო

„ლუდის მოყვარულთა პარტია“ - იუმორის...

ლუდის მოყვარულთა პარტია

სოციალური პირობები და დაბერების პრო...

სოციალური სტატუსი და
დაბერების პროცესი

ფერადკანიან ნიგერიელ წყვილს თეთრკან...

გენეტიკის საიდუმლო

პლანეტების აღლუმი — 28 თებერვალს ცა...

პლანეტების აღლუმი 2025

რატომ ჰქვია Samsung-ს სამსუნგი და X...

რატომ ჰქვია Samsung-ს სამსუნგი
და Xiaomi-ს შაომი?