საკნატუნო ამბები

რატომ აქვს ტაივანში ტუალეტებს მინის კედლები?

fun time

16:02 კვი. 27 მარტი, 2022 წელი

ტაივანის უცნაური
ტრადიცია

14
დაკოპირებულია

როგორ მოგწონთ გამჭვირვალე ტუალეტის იდეა?  უცნაურია, არა? 

განსხვავებული კულტურის ადამიანს შესაძლოა, ეს ველურობად მოეჩვენოს - ეს როგორ შეიძლება, ეს ხომ პირადი სივრცეა?

ამ კითხვის საპასუხოდ ტაივანში მხრებს აიჩეჩავენ და ვერაფერს მიხვდებიან. მიზეზი განსხვავებული კულტურაა.

აზიაში უძველესი დროიდან ითვლებოდა, რომ შარდის ბუშტისა და ნაწლავების დაცლის დროს ადამიანი ძალიან დაუცველია. თუ ამ დროს მას მტაცებელი ცხოველი ან არაკეთილგანწყობილი ადამიანი თავს დაესხა, ბრძოლას ან გაქცევას ვერ შეძლებს. აქედან გამომდინარე, შეიქმნა თავის გადარჩენის ორი სტრატეგია.

პირველი დასავლურ საზოგადოებაში დამკვიდრდა. ამ სტრატეგიის თანახმად, ადამიანმა უნდა მოძებნოს მშვიდი ადგილი, სადაც დეფეკაციის დროს უსაფრთხოდ იქნება. ამ დროს ტუალეტში თუნდაც უახლოესი ადამიანის შესვლა დასავლურ კულტურაში ნდობის უმაღლესი ხარისხია.

აზიაში განსხვავებული სტრატეგია იყო, რომელიც გაერთიანებას და ერთმანეთზე ზრუნვას გულისხმობდა. სწორედ ამ სტრატეგიის დამსახურებაა, რომ ჩინეთში, საზოგადოებრივ ტუალეტებს ტიხრები იშვიათად აქვთ. ისინი ან არ არსებობს ან იმდენად ვიწროა, რომ მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანს ფარავს.

ჩინეთის პროვინციებში ხშირად ადამიანები ტუალეტში სასაუბროდ ერთად მიდიან. ეს მეგობრებთან ერთად ყავის სმას ჰგავს, თუმცა - ყავის გარეშე.

ტაივანში გამჭვირვალე ტუალეტები ჩინური კულტურის გავლენით გაჩნდა. თუ ჩინეთში ეს კულტურა თანდათან დავიწყებას მიეცა, ტაივანი გამჭვირვალე ტუალეტების იდეას დღესაც ვერ ელევა.

რა თქმა უნდა, ევროპული ტიპის ტუალეტები ტაივანშიც შეიძლება იპოვოთ, მაგრამ რატომღაც ისინი ძირითადად იაფ სასტუმროებში გვხვდება.

საინტერესო ამბები 🔰:

ბილ გეითსის მომავლის ტუალეტი - წყალი და კანალიზაცია არ სჭირდება!

რატომ არის პენტაგონში ნორმაზე ორჯერ მეტი ტუალეტი?

ჰოლანდიის დედაქალაქის ტუალეტები კედლების გარეშე


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ საუბრობენ პრეზიდენტები ტელეფო...

როგორ საუბრობენ
პრეზიდენტები ტელეფონით?

ფეხსაცმელი, როგორც ოქსფორდის უნივერ...

მამაკაცის ფეხსაცმელი -
ოქსფორდების ისტორია

სად ჯობია დასვენება ფსიქიკის აღსადგ...

სად ჯობია დასვენება
ფსიქიკის აღსადგენად?

რატომ იმატა მსოფლიოში ტყუპების რაოდ...

რატომ მოიმატა მსოფლიოში
ტყუპების რაოდენობამ?

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ დალიმ...

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ
დალიმ შექმნა

რატომ უჭირს კატას ხიდან ჩამოსვლა, თ...

რატომ უჭირს კატას ხიდან
ჩამოსვლა

სასწაულმოქმედი ხილი, რომელიც შაქარზ...

მსოფლიოში ყველაზე ტკბილი
ხილი - ტაუმატოკოკუ

ქვეყნები, სადაც ჩვენი საყვარელი პრო...

9 ქვეყანა, სადაც ჩვენი
საყვარელი პროდუქტები
აკრძალულია

რატომ უნდა გაყინოთ ყავის მარცვლები?

რატომ უნდა გაყინოთ ყავს
მარცვლები