საკნატუნო ამბები

რატომ იკარგებიან იაპონიაში ადამიანები და რატომ არ არის მიღებული მათი ძებნა?

fun time

14:00 პარ. 28 იანვარი, 2022 წელი

რატომ იკარგებიან
იაპონიაში ადამიანები?

14
დაკოპირებულია

იაპონიაში ყოველწლიურად, ათასობით ადამიანი უგზო-უკვლოდ იკარგება და ამ ფენომენს ჯოჰაცუ (Jouhatsu) ჰქვია. გავარკვიოთ, სად და რატომ ქრებიან იაპონელები და რატომ არ არის მიღებული მათი ძებნა?

მიზეზი იაპონური ტრადიციები და მენტალიტეტია?

თითოეული იაპონელის ცხოვრების მიზანია, თავისი ქვეყნის წარმატებული მოქალაქე გახდეს. ტრადიციულად, ამ ქვეყანაში ბავშვებს ისე ზრდიან, რომ ბიზნესში წარმატებას და აღიარებას, საზოგადოების პატივისცემას საკუთარ ვალდებულად მიიჩნევენ. ამიტომ, ყოველი თავმოყვარე იაპონელი ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს, რათა საკუთარი თავი და ახლობლები არ შეარცხვინოს.

ალბათ სირცხვილის გრძნობა იაპონელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი გრძნობაა. თუ რაღაც ისე არ გამოსდის, როგორც საჭიროა, იაპონელი სირცხვილისგან იწვის და მზად არის, გაქრეს, რათა მისი წარუმატებლობა არავინ ნახოს. სავარაუდოდ, სწორედ ესაა მიზეზი, რომ იმედგაცრუებული ადამიანი სადღაც ორთქლდება და მას ვეღარავინ ხედავს.

გამოცდა ვერ ჩააბარე, იპოთეკის გადახდა ვერ შეძელი, სამსახურიდან გაგათავისუფლეს, ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა... - ცხოვრებაში უამრავი იმედგაცრუებაა, მაგრამ იაპონელისთვის ეს აუტანელია. თანაც დახმარების თხოვნა მიღებული არაა, რადგან ეს მათთვის ღირსების შელახვის ტოლფასია.

საზოგადოების გაკიცხვის და ახლობლების შერცხვენის შიშით, წარუმატებელი ადამიანი, უბრალოდ, ცხოვრებიდან წასვლას არჩევს. იაპონიაში სუიციდის შემთხვევები საკმაოდ ხშირია, მაგრამ უფრო ხშირია ჯოჰაცუ, რაც სიტყვასიტყვით „უკვალოდ გაქრობას“ ნიშნავს.

გაქრობა გამოსავალია?

ჯოჰაცუს ფენომენის შესახებ ყველა იაპონელმა იცის, ამიტომ გაუჩინარებულებს თითქმის არავინ ეძებს, მათ შორის არც პოლიცია. გამონაკლისია შემთხვევები, როცა ადამიანის გაუჩინარებაში დანაშაულის ნიშნები ჩანს. იშვიათ შემთხვევებში გაუჩინარებულს ოჯახის წევრები და ნათესავები ეძებენ და ამისთვის საკმაოდ ძვირად ღირებულ კერძო დეტექტივებს ქირაობენ.

იაპონიაში დაკარგვა ძალიან ადვილია - ამ ქვეყანაში შიდა პასპორტები არ მოქმედებს და ადამიანებს მხოლოდ საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის საჭირო პასპორტები აქვთ. იაპონიაში მოქალაქეების პირად თავისუფლებას და კონფიდენციალურობას დიდ პატივს სცემენ, ამიტომ მნიშვნელოვანი მიზეზის გარეშე კამერებით, GPS-ით და საბანკო ბარათების ტრანზაქციებით მათი თვალთვალი დაუშვებელია.

როგორ უნდა დაიკარგო - ინსტრუქცია

იაპონური ინტერნეტი სავსეა რჩევებით მათთვის, ვისაც დაკარგვა სურს, მაგრამ არსებობენ სპეციალური სააგენტოებიც, რომლებიც გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, გაუჩინარებაში ეხმარებიან. სააგენტოების მომსახურობის ფასი 450 -დან 10 000 დოლარამდე მერყეობს. ფასი დამოკიდებულია გაქრობის გზაზე, მიმართულებაზე და გარეგნობის შესაძლო ცვლილებაზე. შესაძლებელია ყალბი პასპორტით სამშობლოს დატოვება.

„გამქრალთა“ უმეტესობა ძველ სახლთან ახლოს, ყველაზე ხშირად კი - ქალაქის გარეუბნების ღარიბ რაიონებში სახლდება. ამის შესახებ ყველა იაპონელმა იცის, მაგრამ დაკარგულ ნათესავს არ ეძებს, რადგან პატივს სცემს მის უფლებას, თავად აირჩიოს ცხოვრების გზა.

მაფიის მფარველობა

ტოკიოში „გამქრალთა რაიონს“ სანიას უწოდებენ. ეს უსახლკაროების, კრიმინალებისა და არალეგალური მიგრანტების თავშესაფარია. აქ მოსვლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომელსაც სხვაგან წასასვლელი არ აქვს, მაგრამ უნდა ესმოდეს, რომ ეს ადგილი იაპონური მაფიის - იაკუზას ტერიტორიაა.

სანიაში შესაძლებელია მძიმე, მაგრამ დაბალანაზღაურებად სამუშაოზე მოწყობა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე რჩები. ზოგი დაკარგული მაფიის რიგებს უერთდება და კრიმინალის გზას ადგება.

ზოგი „დაკარგული“ კი სხვაგვარად იქცევა - საცხოვრებლად მშობლიური ქალაქის უცნობ უბანში გადადის, არაპრესტიჟულ სამსახურში მუშაობას იწყებს და ცდილობს, აღარასოდეს შეხვდეს ნათესავებსა და ყოფილ მეგობრებს.

🔰:

იაპონიის შესახებ - 10 უცნაურობა

აღზრდა იაპონურად - რას აკეთებს იაპონელი მშობელი, როცა ბავშვი ცუდად იქცევა?

იაპონური კულტურა - გეიშას ფენომენი



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

თანამედროვეობის 6 ყველაზე ძვირად ღი...

ჟან-მიშელ ბასკია

სიტყვები, რომლებმაც 50-იან წლებში „...

კბილის პასტა ქოლგეითი

ახალი კვლევა: ძვირფასი მანქანების მ...

ძვირფასი ფული და მანქანის
მართვის სტილიმძღოლები

ახალი კვლევა: ქალაქებში 60%-ით მეტი...

ახალი კვლევა - წვიმა
მეგაპოლისებში

იაპონია ხანდაზმულთა რაოდენობით რეკო...

იაპონია ხანდაზმულთა
რაოდენობით რეკორდსმენი
გახდა

„დედამიწის შვილი“ - რატომ დგას ბავშ...

დედამიწის შვილი

შენობა, რომელიც დამოუკიდებლად თბება...

პასიური სახლები - მომავლის
პროექტი

მსოფლიოს ყველაზე უცნაური ციხე, სადა...

სან პედროს ციხე ბოლივიაში

ვიწრო სახლი, სადაც იმაზე მეტი სივრც...

ყველაზე ვიწრო სახლი
მსოფლიოში