საკნატუნო ამბები

სად ქრება მონეტები? - 11 საინტერესო ფაქტი ტრევის შადრევნის შესახებ

fun time

16:00 ოთხ. 20 აპრილი, 2022 წელი

ტრევის შადრევანი

14
დაკოპირებულია

როცა ტურისტი ტრევის შადრევანში მონეტას აგდებს და სურვილის ასრულებას სთხოვს, წარმოდგენა არ აქვს, რომ ამ დროს ძველ ბერძნულ ღვთაებებს და ქალაქის ღარიბ ადამიანებს ასაჩუქრებს.

„წყლისკენ ზურგით მიბრუნდი, მონეტა ზურგს უკან გადააგდე და სურვილი ჩაიფიქრე... ოღონდ სურვილი მხოლოდ რომში დაბრუნება უნდა იყოს“ - ასე ასწავლის ერთ-ერთი ჰოლივუდური ფილმის გმირი მეგობარს ტრევის შადრევანში მონეტის „სწორად“ ჩაგდებას.

ამ ჩვეულების შესახებ მე-19 საუკუნიდან ცნობილია, თუმცა მასობრივი სახე 1954 წლიდან მიიღო, როცა ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „სამი მონეტა შადრევანში“. როგორც ჩანს კოლექტიურ არაცნობიერში საკრალური რიცხვის - სამის გავლენა ძალიან დიდია, ამიტომ გაჩნდა "რიტუალის" ახალი ვარიანტი უკვე სამი მონეტით და სურვილით: ერთით რომში დაბრუნებას ნატრობენ, მეორეთი რომში სიყვარულის პოვნას და მესამეთი რომში დაქორწინებას. სპეციალური კომუნალური სამსახურების თანამშრომლები შადრევნიდან ყოველდღიურად, დაახლოებით, 3000 ევროს იღებენ, რაც ღარიბების დახმარებას ხმარდება. კერძო პირებს შადრევიდან მონეტების ამოღება ეკრძალებათ.

***

წყალში ფულის და ძვირფასი ნივთების გადაყრის ჩვეულება უძველესი დროიდან მოდის. ამ გზით ღვთაებებს შესაწირს უგზავნიდნენ და გასაკვირი არაა, რომ შადრევნის ისტორიაც ანტიკურ ხანაში იწყება. ამ ადგილზე რომაული აკვედუკი (წყლის მილი) მდებარეობდა, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე აუშენებიათ.

რენესანსის დროს აქ შადრევანი გაჩნდა, რომელსაც წყალი აკვედუკის საშუალებით მიეწოდებოდა.
ტრევის მოედანზე შადრევნის მშენებლობა 1732 წელს, ნიკოლა სალვის პროექტის მიხედვით განხორციელდა. ქვაში განსხეულებული ჰიმნი სამი ათწლეულის განმავლობაში იქმნებოდა. სახელწოდება „ტრევი“ სავარაუდოდ იტალიური tre vie-დან მომდინარეობს, რაც „სამ გზას“ ნიშნავს - მოედანი ხომ სამი ქუჩის შერწყმის ადგილზე გაჩნდა.

***

ტრევის შადრევნის ქანდაკებები და მათი განმარტებები:

1. ოკეანე - სალვის პროექტის მიხედვით, შადრევნის ცენტრალური ფიგურა არა ზღვების ღმერთი ნეპტუნია, როგორც ბევრს ჰგონია, არამედ ბერძნული მითოლოგიის ღმერთებიდან - ტიტანებიდან ყველაზე უფროსი - ოკეანე. ის ყველა წყლის მბრძანებელი იყო, რომელმაც სამი ათასი ქალიშვილი-ოკეანიდი და ამდენივე ვაჟი-მდინარე შვა.

2. ქანდაკებები სვეტებზე - წვიმის წყლის მიერ მოტანილი სიკეთეების ალეგორიები: "ნაყოფთა სიმრავლე", "მარცვლეულის მოსავალი", "შემოდგომის საჩუქრები“ და "ბაღების ხვავი".

3. წყაროს აღმოჩენა - სცენა ლეგენდიდან, რომელიც განმარტავს, თუ რატომ ეწოდა აკვედუკს Aqua Virgo (ქალწულად ქალიშვილი). წყურვილით დატანჯული რომაელი ჯარისკაცები შეხვდნენ გოგონას, რომელმაც მათ წყარო აჩვენა - აკვედუკის მომავალი საწყისი.

4. აკვედუკის შექმნა - რელიეფზე გამოსახულია მხედართმთავარი მარკ ვიფსანიუს აგრიპა, რომელიც წყაროდან მარადიულ ქალაქის აბანოებამდე მილების გაყვანას ბრძანებს. წყალსადენის სიგრძე 20 კილომეტრზე მეტი იყო.

5. გერბი - შადრევნის მშენებლობის ინიციატორმა, რომის პაპმა კლემენტ XII-მ იზრუნა, რომ მისი გერბი უფრო მაღლა ყოფილიყო, ვიდრე შადრევნის უკან მდგარი სასახლე - პალაცო პოლი, რომლის მფლობელები მისი წინამორბედის, ინოკენტი XIII-ის ნათესავები იყვნენ. ფარის ქვემოთ პაპის ძალაუფლების სიმბოლოები - დიადემა და გასაღებებია გამოსახული.

6. წარწერები - ამოკვეთილია იმ პაპების მითითებით, რომელთა დროსაც შადრევანი აშენდა:
„დიდმა პონტიფიკოსმა კლიმენტი XII-მ, 1735 წელს, პაპობიდან მეექვსე წელს იშვიათი დახვეწილობით შეამკო სამკურნალო ძალის მქონე ღვთისმშობლის წყარო“;
"დიდი პონტიფიკოსი ბენედიქტ XIV წინამორბედის საქმიანობის გამგრძელებელია“;
„ქანდაკებები და რელიეფები დიდი პონტიფიკოსის, კლიმენტ XIII-ის ბრძანებით განთავსდა 1762 წელს“.

👇


7. სიუხვის ქალღმერთი - ქალღმერთს ხელში უძველესი ღვთაებების ატრიბუტი - რქა უჭირავს იმის ნიშნად, თუ რამდენად გულუხვად ამარაგებს წყარო რომს წყლით.

8. ჰიპოკამპი - მითიური ზღვის ცხენები ზღვის ორ მდგომარეობას - სიმშვიდეს და მრისხანებას განასახიერებენ.

9. ტრიუმფალური თაღი - ძველ რომში მსგავსი ნაგებობები გამარჯვებულთა პატივსაცემად შენდებოდა. აქ ტრიუმფატორის სახით წყლის ღმერთს ვხედავთ.

10. ჯანმრთელობის ქალღმერთი ჰიგია - აკვა ვირგოს წყლების სამკურნალო ძალასა და სიწმინდეს განასახიერებს. ის თასიდან მამამისის, მკურნალი ღმერთის ასკლეპიას წმინდა ცხოველს - გველს კვებავს. შუბიც ჰიგიეას ერთ-ერთი ატრიბუტია, რადგან მას ხშირად აიგივებდნენ ბრძოლის ქალღმერთ ათენასთან.

11. ტრიტონები - მითიური არსებები ბერძნული მითოლოგიიდან. ჩვეულებრივ მათ ზღვის ღვთაებებთან ერთად გამოსახავდნენ.

და კიდევ საინტერესო ამბები რომის იმპერიის ცხოვრებიდან 👇

იმუნიტეტი - როგორ უკევშირდება ეს სიტყვა რომის იმპერიის მონებს?

რატომ აკურთხა რომის პაპმა სალვადორ დალის სკანდალური ბირთვული მადონა?

10 უცნაური ფაქტი ანტიკური რომის ტუალეტების შესახებ


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ცოლ-ქმარი 12-ჯერ დაქორწინდა და განქ...

ქორწინება თაღლითური
მიზნისთვის

დიდი უიღბლობის ამბავი - მამაკაცი 20...

დიდი უიღბლობის ამბავი

რატომ ღებავენ თვითმფრინავებს თეთრად...

რატომ ღებავენ
თვითმფრინავებს თეთრად?

თანამედროვეობის 6 ყველაზე ძვირად ღი...

ჟან-მიშელ ბასკია

სიტყვები, რომლებმაც 50-იან წლებში „...

კბილის პასტა ქოლგეითი

ახალი კვლევა: ძვირფასი მანქანების მ...

ძვირფასი ფული და მანქანის
მართვის სტილიმძღოლები

ახალი კვლევა: ქალაქებში 60%-ით მეტი...

ახალი კვლევა - წვიმა
მეგაპოლისებში

იაპონია ხანდაზმულთა რაოდენობით რეკო...

იაპონია ხანდაზმულთა
რაოდენობით რეკორდსმენი
გახდა

„დედამიწის შვილი“ - რატომ დგას ბავშ...

დედამიწის შვილი