საკნატუნო ამბები

ტიტანიკზე ორჯერ დიდი - მსოფლიოში ყველაზე დიდი გემი პირველი კრუიზისთვის ემზადება

fun time

19:23 ხუთ. 27 ოქტომბერი, 2022 წელი

ახალი ტიტანიკი - Icon of the Seas

14
დაკოპირებულია

კომპანიამ „Royal Caribbean International“-მა მსოფლიოში ყველაზე დიდი საკრუიზო გემი „Icon of the Seas“ წარმოადგინა. 

ეს არის 5610 მგზავრზე გათვლილი 365 მეტრი სიგრძის გემი, სადაც 3000 კაიუტაა განთავსებული. შედარებისთვის, ცნობილი „ტიტანიკის“ სიგრძე 269 მეტრის იყო და ის მხოლოდ 2500 მგზავრს იტევდა.

„Icon of the Seas“-ზე 20 გემბანი და რვა თემატური ბლოკია, სადაც თითოეულს საკუთარი გასართობი ზონა აქვს. გემს ნამდვილი მწვანე პარკი აქვს, სადაც ათასობით ცოცხალი მცენარე ხარობს. გარდა ამისა, შვიდი საცურაო აუზის კომპლექტი, მსოფლიოში უდიდესი აკვაპარკი და რამდენიმე გემბანი რესტორნებითა და მაღაზიებით მდებარეობს.

თხევად გაზზე მომუშავე გემი მოგზაურებს ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის სანაპიროების ტურებს სთავაზობს. Icon of the Seas ერთი წლის შემდეგ წყალში ჩაუშვებენ, 2024 წლის დასაწყისში კი ის თავის პირველ კრუიზში გაემგზავრება.

ესეც დაგაინტერესებთ:

რატომ არის მიტოვებული „ტიტანიკის“ ინვესტორის მდიდრული სასახლე?

„სადაც შენ, იქაც მე“ - „ტიტანიკის“ მგზავრების რეალური სიყვარულის ისტორიები

„ტიტანიკის“ სისხლიანი ბრილიანტი, რომელსაც მფლობელისთვის უბედურება მოჰქონდა

„მაპატიე, რომ 100 წლით დავაგვიანე“ - 15 საინტერესო ფაქტი „ტიტანიკის“ შესახებ


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ არის ბიჭი, ვინც 12 წლისამ კვანტ...

ბელგიელი ლოჰან სიმონსი
(Laurent Simons)

როგორ გაჩნდა ტანსაცმელზე ჯიბეები და...

ტანსაცმელზე ჯიბეები

ჰიბრიდი ცხოველები, რომლებიც რეალურა...

ლეოპონი

როგორ ცხოვრობენ შვედურ „ხრუშჩოვკებშ...

შვედური „ხრუშჩოვკები“
Lamellhus

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით უფრო...

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა,
მით უფრო გრძელი
კონსტიტუცია აქვს

იაპონიის „ყველაზე ხანდაზმულ“ სოფელშ...

გუმას პრეფექტურის სოფელი
ნანმოკუ

10 ებრაული ანდაზა ცხოვრების შესახებ

10 ებრაული ანდაზა
ცხოვრებაზე

პერუში ააშენეს სახლი, რომლის სიგანე...

პერუში ააშენეს სახლი,
რომლის სიგანე 63
სანტიმეტრია

ვარსკვლავები და მათი უცნაური დიეტებ...

რენე ზელვეგერი