საკნატუნო ამბები

უცნაური აკრძალვა საფრანგეთში - რკინიგზის სადგურის ბაქანზე კოცნა არ შეიძლება!

fun time

12:23 პარ. 9 თებერვალი, 2024 წელი

საფრანგეთში რკინიგზის
სადგურის ბაქანზე კოცნა არ
არ შეიძლება!

14
დაკოპირებულია

დიახ, დიახ, რკინიგზის სადგურებზე კოცნა აკრძალულია ქვეყანაში, რომლის ერთ-ერთი სიმბოლო კოცნაა. საფრანგეთში ნაცნობებიც კი როგორც შეხვედრის, ისე დამშვიდობებისას, ერთმანეთს კოცნიან, რადგან ეს ეტიკეტის ნაწილია.

ამ ქვეყანაში შეყვარებულებს საკუთარი გრძნობების საჯაროდ გამოხატვა არ ერიდებათ.

პარიზის და საფრანგეთის სხვა ქალაქების ქუჩები სავსეა ჩახუტებული წყვილებით, რომლებიც ერთმანეთს ვნებიანად კოცნიან. მათ ყველგან შეხვდებით: კაფეებში, მეტროებში, მუზეუმებსა და პარკებში...

ყველგან, გარდა ერთი ადგილისა, სადაც წესით, ყველაზე მეტი კოცნა უნდა იყოს და ეს რკინიგზის სადგურია.

1910 წლიდან საფრანგეთში რკინიგზის სადგურებზე კოცნა აკრძალულია და ეს აკრძალვა ოფიციალურად არავის მოუხსნია. დღეს ამისთვის აღარ აჯარიმებენ, მაგრამ ტრადიციების პატივისმცემელი ფრანგები ამ ადგილებში კოცნას დღემდე ერიდებიან.

***

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც საფრანგეთში პირველი რკინიგზა გამოჩნდა. ფრანგები ვერაფრით ეგუებოდნენ იმ ფაქტს, რომ მატარებელს თავისი განრიგი აქვს, რომელიც უნდა დაიცვა. ისინი ცნობილი ჰედონისტები არიან (ბერძნ. edoni=სიამოვნება; ჰედონისტები ამტკიცებდნენ, რომ სიამოვნება სიკეთეა და ამიტომაც მისით ტკბობის ცოდნაა საჭირო, თუმცა სიამოვნებას არ უნდა დავემონოთ) და ცდილობენ, რომ იცხოვრონ საკუთარი სიამოვნებისთვის და არა - საათის მიხედვით. სადგურზე დამშვიდობების დროს, ისინი ისე დიდხანს და ვნებიანად კოცნიდნენ ერთმანეთს, რომ მატარებელი განრიგიდან ვარდებოდა და მომდევნო სადგურზე მისვლას აგვიანებდა.

მატარებლების გამოჩენამდე, ფრანგები თავიანთი ვნებიანი კოცნით ეტლების მიმოსვლას აფერხებდნენ, მაგრამ მატარებლის დაგვიანება მხოლოდ დისციპლინის კი არა, უსაფრთხოების საკითხიცაა, ამიტომ ხელისუფლება მიხვდა, რომ პრობლემა მკაცრად უნდა გადაეჭრა.

რკინიგზის სადგურებზე კოცნისთვის ჯარიმის დაწესების შემდეგ რომანტიკული, მაგრამ პრაგმატული ფრანგები წესრიგის დაცვას მიეჩვივნენ და 100 წლის შემდეგაც ასეა.

***

აღსანიშნავია, რომ იგივე აკრძალვა დიდი ბრიტანეთის ზოგ სადგურზეც მოქმედებს. მაგალითად, უორინგტონის პლატფორმებზე ჯერ კიდევ ნახავთ ნიშნებს, რომლებიც გრძნობების ვნებიან გამოვლენას კრძალავენ, მაგრამ ეს უფრო მორალთან დაკავშირებული საკითხია, რომელსაც ინგლისელები დიდად აფასებენ.

იმავე უორინგტონში ცალკე გამოჰყვეს ცნობისმოყვარე თვალებისგან კარგად დაფარული ადგილი, სადაც შეყვარებულები დამშვიდობებას შეძლებდნენ. მშვენიერი იდეაა!

ესეც დაგაინტერესებთ:

სად იკრძალება სახალხო კოცნა აშშ-სა და ევროპის ზოგიერთ დიდ ქვეყანაში?

ქალაქები, სადაც სიკვდილი კანონით არის აკრძალული

უცნაური კანონები აშშ-ს შტატებსა და ქალაქებში

მსოფლიოს ყველაზე უცნაური საგზაო ნიშნები


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ გადავიდა მსოფლიო პატარა თეფშე...

სადილი პატარა თეფშებით

ჩინელმა ქალმა ნაგვის კონტეინერებში...

ჩინელმა ქალმა ნაგვის
კონტეინერებში ნაპოვნი 30
ბავშვი გაზარდა

ნივთები, რომლებიც მალე წარსულს ჩაჰბ...

ნივთები, რომლებიც მალე
წარსულს ჩაჰბარდება

როტშილდების 5 წესი - ფინანსური სიმდ...

ბუკინგემშირში,
როტშილდების ცნობილი
სასახლე - უადესდონის
მამული

მესამე ფარი - რატომ არ გაამართლა ავ...

სამფარიანი ავტომობილი Tucker
48 (Tucker Torpedo)

იაპონიაში ნებისმიერ ზრდასრულს აქვს...

როგორც ინარჩუნებენ
იაპონელები სოციალურ
ქცევის კულტურას?

ალაჰის მარგალიტი — ბუნების უნიკალურ...

ალაჰის მარგალიტი —
ბუნების უნიკალური
შედევრი

რობინ ჰუდის „გმირი“ - შერვუდის ტყეშ...

შერვუდის ტყეში 1200 წლის
მუხა გახმა

რატომ არიან ებრაელები ჭკვიანები და...

რატომ არიან ებრაელები
ასეთი ჭკვიანები და
მდიდრები?